პაროტიცინი 10მლ ყურის წვეთები
გააზიარე:
პაროტიცინი
ყურის წვეთები
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: ფლუდროკორტიზონის აცეტატი (1 მგ/მლ), პოლიმიქსინი B სულფატი (1,3 მგ/მლ, პოლიმიქსინი B 10000 სე-ს ექვივალენტური) და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (50 მგ/მლ).
სხვა ინგრედიენტები: ძმარმჟავა, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.
გამოყენება
პაროტიცინი შეიცავს ფლუდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, პოლიმიქსინ B სულფატს, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს, და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას.
პაროტიცინი ნაჩვენებია ყურის ანთებებისა და მიკრობული ინფექციების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
პაროტიცინიარ გამოიყენებ შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების ;შემთხვევებში:
- ალერგია ფლუდროკორტიზონის აცეტატის, პოლიმიქსინ B სულფატის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში).
- ჩუტყვავილა (ვარიცელა);.
- ვაქცინალური დაავადება ან მარტივი ჰერპესი;
- ინფექციური დაავადებები, რომლებიც არ კონტროლდება და არ ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია;
- ვაქცინაციის დროს;
- თირკმლის მძიმე დაავადება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პაროტიცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინის ყურის წვეთები 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
• თუ ანთება არ ქრება ერთი კვირიანი გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შემოგთავაზოთ მკურნალობის შეცვლა.
• სამკურნალო პროდუქტის გამოყენებისას საწვეთური არ უნდა მოხვდეს კანთან, ყურთან და ხელებთან ინფექციის რისკის თავიდან ასაცილებლად.
• ყურის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ უნდა იწვეთ მინიმუმ 5 წუთი.
• შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ ექიმს, თუ პროდუქტის გამოყენებისას განვითარდება ადგილობრივი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
სხვა მედიკამენტები და პაროტიცინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პაროტიცინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მაგ. სხვა ანტიბიოტიკებს (კანამიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი, პარომომიცინი), ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, სულფონამიდები ან ტრიმეტოპრიმი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ პაროტიცინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტი აღმოჩენილია ადამიანის რძეში. ლაქტაციის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თავბრუსხვევის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
პაროტიცინი შეიცავს 950 მგ პროპილენ გლიკოლს ყოველ მლ-ზე.
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:
მოზრდილები-ხანდაზმულები: 2-4 წვეთი ყურის არხში, 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვები: 2-3 წვეთი ყურის არხში, 3 4-ჯერ დღეში.
წვეთების ჩაწვეთებამდე ყურის არხი უნდა გაიწმინდოს სტერილური ბამბით, რომ არხი მშრალი იყოს. ასევე, აუცილებელია თავი უნდა იყოს სამკურნალო ყურით ზევით მუდმივად მიმართული და წვეთების ჩაწვეთებიდან მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში უნდა იწვეთ.
პაროტიცინის გამოყენების ალტერნატიული გზაა ყურის არხში საფენის საცობის მოთავსება და მისი გაჟღენთვა წვეთებით 3-4-ჯერ დღეში, საცობი უნდა შეიცვალოს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ.
დოზის გადაჭარბება
პაროტიცინის ადგილობრივ გამოყენებას, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ ახლავს არასასურველი ეფექტები. თუ ხსნარს დალევთ, შეიძლება გამოვლინდეს ღებინების ტენდენცია. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
დოზის გამოტოვება
პრეპარატის რეგულარულად გამოყენების საჭიროებისას თუ გამოტოვეთ დოზა, ეს დოზა მიიღეთ რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, არამედ განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
პრეპარატის ხსნარი არის ყურის წვეთები, რომლის ჩაწვეთება ხდება ყურის არხში დოზირების ინსტრუქციის მიხედვით. თუ გამოტოვებთ წვეთების გამოყენებას რეკომენდებულ დროს, უნდა ჩააწვეთოთ, რაც შეიძლება მალე გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყურის წვეთების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან სხვა არასასურველი ეფექტები; ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. შესაძლო არასასურველი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
• ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის დათრგუნვა, პლაზმაში კორტიზოლის დონის დაქვეითება, კუშინგის სინდრომი.
• ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ: მიკრობული და სოკოვანი ადგილობრივი ინფექციების განვითარება, დაზიანებების შეხორცების დათრგუნვა, ატროფია და კანზე ხაზოვანი ზოლები, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, აკნე ან ვეზიკაცია, კუპეროზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი.
• დაფიქსირდა შუა ყურში ლიდოკაინისა და ადრენალინის ჩაწვეთებით გამოწვეული მძიმე ვერტიგო.
• პოლიმიქსინი, მისი ცუდი შეწოვის გამო, არ იწვევს სისტემურ რეაქციებს დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, გარდა ალერგიის იშვიათი შემთხვევებისა.
• მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას.
მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია
284 მესოგიონის გამზ.
GR-15562 ქოლარგოსი, ათენი
ტელ: + 30 21 32040380/337
ფაქსი: + 30 21 06549585
საიტი: http://www.eof.gr
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ კონტეინერის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
პაროტიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პაროტიცინი არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარია ძმარმჟავას დამახასიათებელი სუნით.
პაროტიცინი ხელმისაწვდომია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10 მლ პლასტმასის ბოთლს, რომელსაც თან ახლავს შეფუთვის ფურცელი.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ADELCO-CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS. S.A.
37, Pireos Str., 183 46 Moschato – ათენი, საბერძნეთი.
ტელ. +30 2104819311-4, ფაქსი: +30 2104816790.
განსაკუთრებული სავაჭრო ნებართვის მფლობელი კვიპროსში
ADELCO-CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS. S.A.
37, Pireos Str., 183 46 Moschato – ათენი, საბერძნეთი.
ტელ. +30 2104819311-4, ფაქსი: +30 2104816790