ეპაფორი 1000მგ #60კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ომეგა-3 * ფოლიუმისმჟავა
შემადგენლობა:
1 ჟელატინისკაფსულაშეიცავს:
ომეგა-3 პოლიუჯერიცხიმოვანიმჟავებისეთილეთერები - 1000მგ, მათ შორის:
ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) 300მგ
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) 200მგ
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9)-400მკგ
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, შეიცავს ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს (ეიკოზაპენტანის მჟავას, დოკოზაჰექსენის მჟავა), ფოლიუმის მჟავას.
ომეგა-3 პუცმ ახასიათებს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი: ნორმაში მოყავს ლიპიდური ცვლა, ხელს უშლის მეტაბოლური და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და მიკროცირკულაციას, არეგულირებს სისხლძარღვების ტონუსს, უზრუვენლყოფს ანთების საწინააღმდეგო პროსტაგლანდინების გამომუშავებას. ორსული და მეძუძური ქალისთვის ომეგა-3 პუცმ-ს საკმარისი რაოდენობით მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია ნაყოფის სწორი ფორმირების და განვითარებისთვის. ორსული და მეძუძური დედის მიერ ომეგა-3 პუცმ-ს მიღება აუმჯობესებს ნაყოფის და ახალშობილის გონებრივ განვითარებას. ომეგა-3 პუცმ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას სისტემაში - დედა-პლაცენტა-ნაყოფი, გესტოზის განვითარების პროფილაქტიკას, სისხლის რეოლოგური თვისებების გაუმჯობესებას, პერინატალური გართულებების შემცირებას (არის პათოგენეტიკურად დასაბუთებული).
ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას უკმარისობისას ირღვევა ერითროპოეზის პროცესი და ვითარდება მეგალოციტური ანემია. აგრეთვე ეს იწვევს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დაგროვებას, რომელიც წარმოადგენს ათეროსკლეროზული ცვლილებების მარკერს. ორსულობისას ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ზრდის თანდაყოლილი მანკების განვითარების (ნევრალური მილის დეფიციტი), აგრეთვე ჰიპოტროფიის და თვითნებური აბორტის რისკს.
ჩვენება:
- სამეანო გართულებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, როგორიც არის ხშირი თვითნებური აბორტი, ინფექციური გენეზის ნაადრევი მშობიარობა.
- ნებისმიერი გენეზის თრომბოფილური დარღვევებისას პლაცენტური უკმარისობით და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებით
- ფეტოპლაცენტური უკმარისობის მკურნალობა, პრეეკლამფსიის და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკისას;
- ორსულობის დაგეგმვისას, ძუძუთი კვებისას
- მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა
- ლიპიდური ცვლის დარღვევის მკურნალობა
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ათეროსკლეროზი (პროფილაქტიკისთვის და კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
- კანის დაავადებების, ეკზემის, ალერგიის, ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობისას
- აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები (ქოლეცისტიტი, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევა, პანკრეატიტი).
გვერდითიმოქმედება:
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
გამოყენებისმეთოდიდადოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 კაფსულა დღე-ღამეში, მკურნალობის მიზნით - 2-3 კაფსულა დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი - არანაკლებ 3 თვე.
გამოშვებისფორმა:
ეპაფორი, ჟელატინის 60 კაფსულა.
შენახვისპირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი:
FORTEX ნუტრასეუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა.