სარეკომენდაციო ვერსია
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
სობიკორი 2,5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
სობიკორი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
სობიკორი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ბისოპროპილის ფუმარატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას სხვას, შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
• თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, ან გამოვლინდება ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს სობიკორი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია სობიკორის გამოყენებამდე
- სობიკორის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- სობიკორის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს სობიკორი და რისთვის გამოიყენება?
აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორებს. ისინი მოქმედებენ სიმპათიკურ ნერვულ იმპულსებზე ორგანიზმზე ზეგავლენის გზით, განსაკუთრებით კი გულზე. ამგვარად ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას რის შედეგადაც იზრდება გულის ავსების წნევა და ამავდროულად მცირდება გულის ჟანგბადით მოთხოვნილების საჭიროება. გულის უკმარისობა ვლინდება გულის კუნთის სისუსტისას, როდესაც გულს არ შესწევს ორგანიზმის საკმარისი სისხლით მომარაგების უნარი.
მედიკამენტი სობიკორი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტონია).
• სტენოკარდიის სამკურნალოდ.
• გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობის სამკურნალოდ.
ასეთ შემთხვევებში ეს პრეპარატი გამოიყენება გულის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად კომბინაციაში (როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები, დიურეზულები და საგულე გლიკოზიდები).
- ინფორმაცია სობიკორის გამოყენებამდე
არ გამოიყენება სობიკორი
არ შეიძლება სობიკორის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6).
• ასთმის რთული ფორმა ან ფილტვების რთული ქრონიკული დაავადება.
• კიდურებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები (მაგ., რეინოს სინდრომი), რაც შესაძლოა გამოვლინდეს კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნებით, გაფერმკრთალებით ან ციანოზით.
• თუ მკურნალობთ ფეოქრომოციტომას (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი დაავადება).
• მეტაბოლური აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატება).
არ შეიძლება სობიკორის გამოყენება, თუ აღინიშნება გულის შემდეგი დაავადებები:
• გულის მწვავე უკმარისობა
• გულის უკმარისობის გაუარესება, რომლის დროსაც გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვას
• სისხლის დაბალი წნევა
• გულის მხრივ დარღვევები, როგორიცაა პულსის შენელება ან არარეგულარული გულისცემა, მაგრამ არ გამოიყენება კარდიოსტიმულატორი
• კარდიოგენური შოკი (მწვავე მდგომარეობა დაბალი სისხლის წნევით და სისხლის მიმოქცევის დარღვევით)
უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები
სობიკორის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება შემდეგი პრობლემები:
• დიაბეტი
• მკაცრი დიეტა
• გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა ან მკერდის არეში ტკივილი (პრინცმეტალის სტენოკარდია)
• თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
• კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა
• ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები
• ფსორიაზი (კანის აქერცვლა)
• თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
• ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის
ასევე აცნობეთ ექიმს:
• თუ იტარებთ დესენსიბილიზაციურ თერაპიას
• თუ გესაჭიროებათ ანესთეზია
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს.
არ შეიძლება სობიკორის გამოყენება შემდეგ მედიკამენტებთან:
• I ჯგუფის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, დისოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი)
• ვერაპამილი და დილთიაზემი
• კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, რილმენიდინი
სხვა მედიკამენტები, სადაც საჭიროა ექიმის კონტროლი:
• ნიფედიპინი, ფელოდიპინი, ამლოდიპინი
• ამიოდარონი
• ტიმოლოლი (თვალის წვეთები)
• ინსულინი და დიაბეტის პრეპარატები
• ანესთეზიური საშუალებები
• საგულე გლიკოზიდები
• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი, დიკლოფენაკი)
• ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები
• მეფლოქინი
• მაო ინჰიბიტორები
• მოქსიზილიტი
ორსულობა და ლაქტაცია
ბისოპროლოლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა დედის რძეში, ამიტომ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული.
ზეგავლენა ავტომობილის მართვაზე
შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეაქციაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
- სობიკორის გამოყენების წესი
მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ტაბლეტი მიიღება დილით წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ.
ჰიპერტენზია და სტენოკარდია
• 10 მგ დღეში ერთხელ
• მაქსიმუმ 20 მგ დღეში
გულის ქრონიკული უკმარისობა
დოზა იზრდება ეტაპობრივად:
• 1,25 მგ → 2,5 მგ → 3,75 მგ → 5 მგ → 7,5 მგ → 10 მგ
თირკმლის და ღვიძლის დარღვევა
მძიმე ფორმისას დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
თუ დაგავიწყდათ მიღება
არ გააორმაგოთ დოზა.
თუ გსურთ შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ უეცრად. საჭიროა ეტაპობრივი შემცირება.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველაზე ხშირი: გულისცემის შენელება, დაბალი წნევა, დაღლილობა.
ხშირი: თავბრუსხვევა, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა.
იშვიათი: ღვიძლის დარღვევა, ალერგიული რეაქციები, დეპრესია.
ძალიან იშვიათი: თვალის ანთება, ფსორიაზის გაუარესება.
- შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისგან შორს.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
- შეფუთვის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და სხვა.
მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
ინსტრუქციის ბოლო რედაქცია: 17.09.2016