დილაპანი 150მგ #1კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დილაპანი
ანტიმიკოზური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის
RX - მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუკონაზოლი არის აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანებში ერგოსტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი აბლოკირებს სოკოების უჯრედებში ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად, ზრდის უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს მის ზრდასა და რეპლიკაციას. ეფექტურია ლოკალური, გენერალიზებული და ღრმა მიკოზების დროს. ეფექტურია Blastomyces dermatitis, Candida spp, Coccidioides immitis, Cryptococcus neoformans, Epidermophyton spp, Histoplasma capsulatum, Microsporum და Trichophyton spp-ს მიმართ. ფლუკონაზოლი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. ფლუკონაზოლის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე, მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 0.5-1.5 საათში. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილოვან სითხეებში მაღალია.
გამოყენების ჩვენებები:
- ვაგინალური კანდიდოზი
- კანდიდემია, გავრცელებული კანდიდოზი და სხვა სახის ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები
- კანის სოკოვანი დაავადებები - ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
- ონიქომიკოზები
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზური ინფექციები
- ოროფარინგეალური კანდიდოზი
- კრიპტოკოკული მენინგიტი და კრიპტოკოკული ინფექციები
- სოკოვანი ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან აივ ინფექციის შედეგად ან ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ ნეიტროპენიის განვითარების რისკის ქვეშ.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
ჩვენება |
პირველი დღე |
შემდეგ |
მკურნალობის კურსი |
ვაგინალური კანდიდოზი |
150მგ ერთჯერადად |
150მგ თვეში ერთხელ (რეციდივების შემთხვევაში) |
4-დან 12 თვემდე (რეციდივების შემთხვევაში) |
კანდიდემია, სისტემური კანდიდოზი |
400მგ დღეში ერთხელ |
200-400მგ დღეში ერთხელ |
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე |
კრიპტოკოკური მენინგიტი, კრიპტოკოკური ინფექციები |
400მგ დღეში ერთხელ |
200-400მგ დღეში ერთხელ |
10-12 კვირა |
ოროფარინგეალური კანდიდოზი |
200მგ დღეში ერთხელ |
100მგ დღეში ერთხელ |
21 დღე |
ეზოფაგალური კანდიდოზი |
200მგ დღეში ერთხელ |
100მგ დღეში ერთხელ |
14 დღე |
დერმატომიკოზები |
50მგ დღეში ერთხელ |
50მგ დღეში ერთხელ |
2-6 კვირა |
ონიქომიკოზები |
150 მგ დღეში ერთხელ |
150 მგ დღეში ერთხელ |
3-12 თვემდე (დაზიანებული ფრჩხილის ჯანმრთელით სრულ ჩანაცვლებამდე) |
გვერდითი მოვლენები:
პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ფლუკონაზოლით თერაპიას. იშვიათად შეიძლება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მოთენთილობა, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის და აზოლის ჯგუფის სხვა ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
მწარმოებელი: „REMEDICA” LLC, კვიპროსი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით)