როსუსტარი 10მგ #30ტ

როსუსტარი 10მგ #30ტ

16.65 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 71132
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

როსუსტარი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

როსუსტარი, Rosustar

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

როზუვასტატინი, Rosuvastatin

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით) 5 მგ, 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის წყალბადოფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ვარდისფერი 85F240091 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი).

სამკურნალწამლო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

როსუსტარი 5 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით „RS 5“ და მეორე მხარეს გლუვი.

როსუსტარი 10 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "RS 10" და მეორე მხარეს გლუვი.

როსუსტარი 20 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "RS 20" და მეორე მხარეს გლუვი.

როსუსტარი 40 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით „RS 40“და მეორე მხარეს გლუვი.

გამოყენების ჩვენებები

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

- მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIa, ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIb), როგორც დიეტაზე დამატება, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა, წონის დაკლება) საკმარისად ეფექტური არ არის;

- მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, როგორც დამატება დიეტასა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სისხლში ლიპიდების შემცირებას (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი), ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მეთოდების გამოყენება შეუძლებელია.

გულ-სისხლძარღვთა გართულებების პრევენცია

გულ-სისხლძარღვთა მძიმე გართულებების პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველი გულ-სისხლძარღვთა გართულების განვითარების მაღალი რისკი, როგორც დამატებითი ღონისძიება სხვა რისკ-ფაქტორების კორექციის ფონზე.

გამოყენების წესი და დოზები

როსუსტარით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს სტანდარტულ დიეტაზე ქოლესტერინის დაბალი შემცველობით, რომლიც აუცილებელია დაიცვას თერაპიის კურსის პერიოდში.

დოზირება

პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნისა და მკურნალობაზე პაციენტის პასუხის გათვალისწინებით, მოქმედი დამტკიცებული რეკომენდაციების შესაბამისად.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ ან 10 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ, როგორც პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ სტატინებს, ისე პაციენტებისთვის, რომლებიც გადმოვიდნენ სხვა 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ A რედუქტაზას ინჰიბიტორით (ჰმგ-კოA-რედუქტაზა) თერაპიიდან. თითოეული პაციენტისთვის პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას, აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის, გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის, აგრეთვე არასასურველი რეაქციების პოტენციური რისკის გათვალისწინება (იხ. ქვემოთ). საჭიროების შემთხვევაში, როზუვასტატინის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. არასასურველი რეაქციები პრეპარატის 40 მგ დოზით გამოყენებისას აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე დაბალი დოზებით გამოყენებისას. ამიტომ, როზუვასტატინის მაქსიმალური დოზით 40 მგ გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების მაღალი რისკი (განსაკუთრებით პაციენტებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მიზანი არ არის მიღწეული 20 მგ დოზით; ასეთ სიტუაციებში აუცილებელია პაციენტების რეგულარული მონიტორინგი. სამკურნალო საშუალებით თერაპიის საწყის ეტაპზე 40 მგ დოზით, რეკომენდებულია ექიმის მიერ პაციენტებზე დაკვირვების უზრუნველყოფა.

გულ-სისხლძარღვთა გართულებების პრევენცია

კლინიკურ კვლევაში როზუვასტატინი გამოიყენებოდა 20 მგ დოზით დღეში გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შესამცირებლად.

ბავშვები

როსუსტარი რეკომენდებულია ბავშვებში გამოსაყენებლად მხოლოდ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

6-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები (ტანერის სტადიები < II-V)

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 5 მგ როზუვასტატინს დღეში.

  • · 6-9 წლის ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზების დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 მგ როზუვასტატინს დღეში ერთხელ. 10 მგ-ზე მეტი დოზებით პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში არ ჩატარებულა.
  • · 10-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზების დიაპაზონი ჩვეულებრივ შეადგენს 5-20 მგ როზუვასტატინს დღეში ერთხელ. კვლევა პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ 20 მგ-ზე მეტი დოზით პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა.

ბავშვებში პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ამტანობისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ბავშვები და მოზარდები უნდა გადავიდნენ სტანდარტულ დიეტაზე ქოლესტერინის დაბალი შემცველობით, რომლის დაცვა აუცილებელია თერაპიის განმავლობაში.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

6-17 წლის ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რეკომენდებული მაქსიმალური დოზა არის 20 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ.

რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 5-10 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ, ასაკის, სხეულის წონისა და სტატინით წინა მკურნალობის მიხედვით. პრეპარატის დოზის მაქსიმალურ 20 მგ დოზამდე დღეში გაზრდისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური ამტანობა და მკურნალობაზე პასუხი ბავშვებში შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. როსუსტარით თერაპიის დაწყებამდე ბავშვები და მოზარდები უნდა გადავიდნენ სტანდარტული დიეტაზე ქოლესტერინის დაბალი შემცველობით, რომლის დაცვა აუცილებელია თერაპიის მსვლელობისას.

20 მგ-ის გარდა როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.

როსუსტარი 40 მგ არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად.

6 წლამდე ასაკის ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ რეკომენდებული არ არის როსუსტარის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

საწყისი რეკომენდებული დოზა 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არის 5 მგ როზუვასტატინი; საჭირო არ არის პრეპარატის დოზის კორექტირება ასაკის მიხედვით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. საწყისი რეკომენდებული დოზა თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) არის 5 მგ როზუვასტატინი, ასეთ პაციენტებში პრეპარატის 40 მგ დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია. როსუსტარის ნებისმიერი დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ჩაილდ-პიუს შკალით ქულა იყო 7 ან დაბალი, არ აღინიშნა როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა; თუმცა, პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რომლებშიც ჩაილდ-პიუს შკალით ქულა იყო 8-9 ქულა, სამკურნალო საშუალების სისტემური ექსპოზიცია გაიზარდა. ზემოაღნიშნულ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ჩაილდ-პიუს შკალით ქულა 9-ზე მეტია. როსუსტარის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.

რასობრივი კუთვნილება

როზუვასტატინის უფრო მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში დაფიქსირდა აზიური წარმოშობის პაციენტებში, ამიტომ საწყისი რეკომენდებული დოზა აზიური წარმოშობის პაციენტებისთვის არის 5 მგ როზუვასტატინი; 40 მგ დოზით პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის გარკვეული ვარიანტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედების გაზრდა; მსგავსი გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია როზუვასტატინის გამოყენება უფრო დაბალი დღიური დოზით.

გამოყენება მიოპათიის განვითარებისადმი მიდრეკილების ფაქტორების მქონე პაციენტებში

რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის განვითარებისადმი მიდრეკილების ფაქტორები, არის 5 მგ როზუვასტატინი. ზოგიერთ ზემოთ ჩამოთვლილ პაციენტში პრეპარატის 40 მგ დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია.

კომბინირებული თერაპია სხვა პრეპარატებთან

როზუვასტატინი წარმოადგენს სხვადასხვა სატრანსპორტო ცილების სუბსტრატს (მაგ.,1B1 ტიპის ორგანული ანიონის სატრანსპორტო ცილა (OATP1B1) და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილა (BCRP)). ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო ცილებთან (მაგალითად, ციკლოსპორინი და პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის რიტონავირის კომბინაცია ატაზანავირთან, ლოპინავირთან და/ან ტიპრანავირთან) ურთიერთქმედების გამო, იზრდება მიოპათიის განვითარების რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით). სიტუაციებში, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, გამოყენებული უნდა იქნას ალტერნატიული მედიკამენტები და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილება როსუსტარით თერაპიის დროებითი შეწყვეტა. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა როსუსტართან ერთად, კომბინაციური თერაპიის სარგებელი და რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს და განხილული უნდა იყოს პრეპარატის დოზის კორექცია.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით (ტაბლეტების მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად).

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის შრატში ტრანსამინაზების დონის უცნობი ეტიოლოგიის გახანგრძლივებული მატება და შრატში ტრანსამინაზების დონის მატება, მიუხედავად მიზეზისა, რომლის დროსაც მნიშვნელობები აღემატება ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს 3 - ჯერ;

- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

- მიოპათია;

- სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციის ერთდროული გამოყენება;

- ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენება;

- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

როსუსტარის გამოყენება უკუნაჩვენებია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს.

როზუვასტატინის 40 მგ დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარებისადმი მიდრეკილების ფაქტორები; ეს ფაქტორებია:

- თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები);

- ჰიპოთირეოზი;

- კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები ანამნეზში, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში;

- ტოქსიური მოქმედება კუნთოვან ქსოვილზე, რომელიც დაკავშირებულია სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებასთან ანამნეზში;

- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;

- მდგომარეობები, როდესაც შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;

- აზიური წარმოშობის პაციენტები;

- ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

იხილეთ პუნქტები „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“, „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებთან“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

კანისმიერი მძიმე არასასურველი რეაქციები

როზუვასტატინის გამოყენებისას ცნობილია კანის არასასურველი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური. პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათი მდგომარეობის ფრთხილი მონიტორინგი. თუ განვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ასეთი რეაქციის განვითარებაზე, როსუსტარის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყედეს და განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა.

თუ როსუსტარის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სერიოზული რეაქცია, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, როსუსტარით მკურნალობა არასოდეს უნდა განახლდეს ამ პაციენტში.

ზემოქმედება თირკმელებზე

პროტეინურია (ტესტ-სტრიპის გამოყენებით ანალიზი), რომელიც უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის იყო, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის უფრო მაღალ დოზებს, კერძოდ 40 მგ; უმეტეს შემთხვევაში ის აღირიცხებოდა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ან იყო პერიოდული. ამასთან დადგენილია, რომ პროტეინურია არ არის თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების განვითარების ნიშანი. პოსტმარკეტინგულ პერიოდში 40 მგ დოზით როზუვასტატინის გამოყენებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა თირკმლის მძიმე უკმარისობა. პაციენტების მონიტორინგის დროს, რომლებიც იღებდენ პრეპარატს 40 მგ დოზით, უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.

ზემოქმედბა ჩონჩხ-კუნთოვან ქსოვილზე

ჩონჩხ-კუნთოვანი ქსოვილების მხრივ არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტი დოზებით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი დაფიქსირდა, როდესაც ეზეტიმიბი გამოიყენებოდა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად. ვინაიდან სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების რისკი არ არის გამორიცხული, სიფრთხილეა საჭირო როზუვასტატინის ეზეტიმიბთან კომბინირებისას.

ისევე როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, პოსტმარკეტინგულ პერიოდში, რაბდომიოლიზის შემთხვევები უფრო ხშირად აღინიშნებოდა როზუვასტატინის 40 მგ დოზით გამოყენებისას.

სისხლის შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის გაზომვა

შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია არ უნდა გაიზომოს ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ან როდესაც არსებობს შესაძლო ალტერნატიული მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება, რადგან ამან შეიძლება გაართულოს ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია. იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია სისხლის შრატში მნიშვნელოვნად მომატებულია (აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ), აუცილებელია განმეორებითი საკონტროლო კვლევის ჩატარება 5-7 დღის შემდეგ. თუ განმეორებითი ტესტირებისას კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია სისხლის შრატში აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ, როსუსტარით თერაპია არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის დაწყებამდე

როსუსტარი, ისევე როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარებისადმი მიდრეკილების ფაქტორები; ასეთი ფაქტორებია:

- თირკმლის უკმარისობა;

- ჰიპოთირეოზი;

- კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებება ანამნეზში, მათ შორის ოჯახურ ანამნეზში;

- ანამნეზში კუნთოვან ქსოვილზე ტოქსიკური ზემოქმედება, დაკავშირებული სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებასთან;

- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;

- 70 წელზე ზემოთ ასაკი;

- მდგომარეობები, როდესაც შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;

- ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

ზემოაღნიშნულ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებლისა და რისკების თანაფარდობის შეფასება; ასევე რეკომენდებულია ასეთი პაციენტების კლინიკური მონიტორინგი. იმ შემთხვევებში, როდესაც კრეატინ ფოსფოკინაზას კ ონცენტრაცია სისხლის შრატში მნიშვნელოვნად არის მომატებული (აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ), როსუსტარით თერაპია არ უნდა დაიწყოს.

მკურნალობის დროს

პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთების აუხსნელი ტკივილის, კუნთების სისუსტის ან კუნთების სპაზმის შესახებ, განსაკუთრებით, თუ თან ახლავს სისუსტე ან ცხელება; ასეთ პაციენტებში შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია უნდა გაიზომოს. როსუსტარით მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ შემთხვევებში, როდესაც კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია სისხლის შრატში მნიშვნელოვნად არის მომატებული (აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ) ან კუნთების სიმპტომები მძიმეა და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (მათ შორის, როდესაც კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ ან ნაკლებად). ზემოაღნიშნული სიმპტომების გაქრობისა და შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის ნორმალურ მნიშვნელობებამდე დაწევის შემდეგ, უნდა განიხილებოდეს როზუსტარით ან ალტერნატიული ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორით თერაპიის გაგრძელება მინიმალურ დოზებში და პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. კლინიკური სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ არ არის საჭირო შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როგორც სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით, თერაპიის შეწყვეტის დროს, ასევე შეწყვეტის შემდეგ, პაციენტებს განუვითარდათ იმუნური შუამავლობით ნეკროზული მიოპათია. იმუნური შუამავლობით ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება კიდურების პროქსიმალური კუნთების სისუსტით და სისხლის შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას მომატებული დონეებით; ზემოაღნიშნული ცვლილებები შენარჩუნებულია სტატინებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტთა მცირე რაოდენობის მონაწილეობით კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებიც იღებდენ კომბინირებულ თერაპიას როზუვასტატინით და სხვა პრეპარატებით, მიუთითებს ჩონჩხის კუნთებზე გამაძლიერებელი უარყოფითი მოქმედების არარსებობაზე. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორებით ფიბრატებთან კომბინაციაში, მათ შორისაა გემფიბროზილი, ციკლოსპორინი, ნიაცინი, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, პროტეაზას ინჰიბიტორები და მაკროლიდური ანტიბიოტიკები, გაიზარდა არასასურველი რეაქციების სიხშირე, როგორიცაა მიოზიტი და მიოპათია. როდესაც გემფიბროზილი გამოიყენება ჰმგ-კოA რედუქტაზას გარკვეულ ინჰიბიტორებთან ერთად, იზრდება მიოპათიის განვითარების რისკი, ამიტომ როსუსტარის გამოყენება გემფიბროზილთან ერთად არ არის რეკომენდებული. როსუსტარის ფიბრატებთან ან ნიკოტინის მჟავასთან კომბინირების სარგებელი ლიპიდური პროფილის შემდგომი გაუმჯობესებისთვის უნდა შეფასდეს ასეთი კომბინაციების გამოყენებასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებთან მიმართებით. როზუვასტატინის გამოყენება 40 მგ დოზით ფიბრატებთან ერთად უკუნაჩვენებია.

როსუსტარი არ გამოიყენება ერთდროულად ფუზიდის მჟავას შემცველ სისტემურ პრეპარატებთან, ან მათი გამოყენების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. ფუზიდის მჟავას შემცველი სისტემური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს მათი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. რაბდომიოლიზის (მათ შორის სიკვდილის) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სტატინებით თერაპიას ფუზიდის მჟავასთან ერთად. პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი ან კუნთების მგრძნობელობა.

სტატინებით თერაპია შეიძლება განახლდეს ფუზიდის მჟავას შემცველი პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს ფუზიდის მჟავას შემცველი სისტემური პრეპარატებით ხანგრძლივი თერაპიის აუცილებლობა, მაგალითად მძიმე ინფექციების დროს, როსუსტარის ერთობლივი გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალურად მხოლოდ სარგებლის/რისკის შეფარდების საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ; ასეთი კომბინაციების გამოყენებისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

როსუსტარი არ გამოიყენება მწვავე მძიმე მდგომარეობების მქონე პაციენტებში, რომლებიც მიუთითებენ მიოპათიის განვითარებაზე ან რაბდომიოლიზის გამო თირკმლის მეორადი უკმარისობის მიდრეკილებაზე (მაგალითად, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დისბალანსი ან უკონტროლო კრუნჩხვები).

ზემოქმედება ღვიძლზე

როსუსტარი, ისევე როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში.

რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების შეფასება როსუსტარით თერაპიის დაწყებამდე, ასევე მისი დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. იმ შემთხვევებში, როდესაც შრატში ტრანსამინაზების დონე აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 3-ჯერ, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება. პოსტმარკეტინგულ პერიოდში ღვიძლის მძიმე დარღვევები (ძირითადად ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში) უფრო ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 40 მგ დოზით.

მეორადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლის განვითარება დაკავშირებულია ჰიპოთირეოზისთან ან ნეფროზულ სინდრომთან, როსუსტარის გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს ძირითადი დაავადების შესაბამისი თერაპია.

რასობრივი კუთვნილება

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ აზიური წარმოშობის პაციენტებში როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება აღემატება ევროპეიდული რასის პაციენტებში სისტემურ ზემოქმედებას.

პროტეაზას ინჰიბიტორები

როსუსტარის სხვადასხვა პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად რიტონავირთან კომბინაციაში გამოყენებისას პაციენტებს აღენიშნებოდათ როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა. როსუსტარის გამოყენებისას აივ ინფექციით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებით თერაპიას, კომბინირებული თერაპიის დასაწყისში, აგრეთვე პრეპარატის დოზის გაზრდისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია სისხლში ლიპიდების დონის დაქვეითებასთან, ისე რისკები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მატებასთან. როსუსტარის ერთდროული გამოყენება პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის დოზა არ არის სათანადოდ დაკორექტირებული.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ცალკეული შემთხვევები, რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქოშინს, არაპროდუქტიულ ხველას და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონის დაკლება და ცხელება), დაფიქსირდა ზოგიერთი სტატინების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს უვითარდება ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი

ამჟამად არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ სტატინების გამოყენება ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს (კლასის ეფექტი). ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იმყოფებიან შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს იმ დონეს, რომელიც საჭიროებს შაქრიანი დიაბეტის სტანდარტულ მკურნალობას. თუმცა, ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი არ აჭარბებს სტატინების გამოყენების სარგებელს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად და არ არის სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიზეზი. აუცილებელია რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი (სისხლში უზმოზე გლუკოზის დონე 5,6-6,9 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია) დამტკიცებული რეკომენდაციების შესაბამისად.

ერთ კლინიკურ კვლევაში, შაქრიანი დიაბეტის სიხშირე (ძირითადად პაციენტებში, რომელთა სისხლში უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია იყო 5,6-დან 6,9 მმოლ/ლ-მდე) იყო 2,8% როზუვასტატინის გამოყენებისას და 2,3% პლაცებოს გამოყენებისას.

ბავშვები

როზუვასტატინის ზემოქმედება ხაზოვან სიმაღლეზე, სხეულის წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე და მეორადი სქესობრივი მახასიათებლების განვითარებაზე (ტანერის სტადია) 6-17 წლის ასაკის ბავშვებში შეფასებული იყო ორწლიანი კლინიკური კვლევის დროს, რომლის შედეგები მიუთითებს სიმაღლეზე, სხეულის წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ მომწიფებაზე პრეპარატის მნიშვნელოვანი ზემოქმედების არარსებობაზე.

ბავშვებში და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინით თერაპიას 52 კვირის განმავლობაში, შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის (10-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე) და კუნთების სიმპტომების მომატება დაფიქსირდა ფიზიკური ვარჯიშის ან ძლიერი ფიზიკური აქტივობის შემდეგ უფრო ხშირად, ვიდრე კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში.

დაფიქსირდა მიასთენიის გრავისის დაწყების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო სტატინების გამოყენებით ან ადრე არსებული მიასთენია გრავისის ან თვალის მიასთენიის გამწვავებით. თუ სიმპტომები გაუარესდება, როსუსტარის გამოყენება უნდა შეწყდეს. დაფიქსირდა მიასთენია გრავისის რეციდივი იმავე ან განსხვავებული სტატინის განმეორებითი გამოყენებისას.

დამხმარე ნივთიერებები

როსუსტარი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას შეუწყნარებლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ერთდროულად გამოყენებული სამკურნალო საშუალებების როზუვასტატინზე გავლენა

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები

როზუვასტატინი არის რამდენიმე სატრანსპორტო ცილის სუბსტრატი, მათ შორის OATP1B1 და BCRP. როსუსტარის ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებენ ზემოხსენებულ სატრანსპორტო ცილებს, შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ამასთან იზრდება მიოპათიის განვითარების რისკი (იხ. ”ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები” და ცხრილი 1).

ციკლოსპორინი

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას ციკლოსპორინით და როზუვასტატინით, როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში საშუალოდ 7-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (იხ. ცხრილი 1). როსუსტარის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინით თერაპიას, უკუნაჩვენებია. კომბინირებული გამოყენებისას როზუვასტატინი არ ახდენს გავლენას ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

პროტეაზას ინჰიბიტორები

პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (იხ. ცხრილი 1); სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ფარმაკოკინეტიკური კვლევისას როზუვასტატინის (10 მგ) და კომბინირებული პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ორ პროტეაზას ინჰიბიტორს (ატაზანავირი 300 მგ/რიტონავირი 100 მგ), ჯანმრთელ მოხალისეებში „კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ (AUC) და სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax) როზუვასტატინის შემთხვევაში გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ და 7-ჯერ, შესაბამისად. როსუსტარის და პროტეაზას ინჰიბიტორების გარკვეული კომბინაციების ერთობლივი გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს პრეპარატის დოზის ფრთხილად კორექტირების გათვალისწინებით, როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით (იხ. პუნქტები "დოზირება და მიღების წესი", "სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“ და ცხრილი 1).

გემფიბროზილი და ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები

გემფიბროზილთან ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის Cmax და AUC მნიშვნელობები გაიზარდა 2-ჯერ.

კონკრეტული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფენოფიბრატს შორის, მაგრამ შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. როდესაც იმავდროულად გამოიყენება გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავა დოზებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიპიდების დამწევ ეფექტს (1.0 გ დღეში ან მეტი) ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად, მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება, სავარაუდოდ იმის გამო, რომ მიოპათია შეიძლება განვითარდეს ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ცალკე გამოყენებისას. 40 მგ დოზით როზუვასტატინის კომბინირებული გამოყენება ფიბრატებთან ერთად უკუნაჩვენებია; ასეთი კომბინაციების გამოყენებისას როზუვასტატინის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.

ეზეტიმიბი

ეზეტიმიბთან ერთად გამოყენებისას (10 მგ), როზუვასტატინის (10 მგ) AUC მნიშვნელობა ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში გაიზარდა 1,2-ჯერ (იხ. ცხრილი 1). არ არის გამორიცხული სამკურნალო საშუალებების ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების რისკი არასასურველი რეაქციების განვითარებასთან დაკავშირებით.

ანტაციდები

ანტაციდებთან (ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდების შემცველი სუსპენზია) ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება დაახლოებით 50%-ით; როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ ანტაციდების მიღებისას, სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციაზე გავლენა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ერითრომიცინი

ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას როზუვასტატინის AUC და Cmax მნიშვნელობები მცირდება შესაბამისად 20%-ით და 30%-ით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მოძრაობის გაზრდით ერითრომიცინის გამოყენებისას.

ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტები

in vitro და in vivo კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომ P450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორი და არც ინდუქტორი; გარდა ამისა, ეს იზოფერმენტები უმნიშვნელო როლს ასრულებენ მის მეტაბოლიზმში. ამიტომ, მოსალოდნელი არ არის, რომ როზუვასტატინის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, აღინიშნოს ციტოქრომ P450 იზოფერმენტის შუამავლობით მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (CYP2A6 და CYP3A4 ინჰიბიტორი) შორის არ არის დაფიქსირებული.

ტიკაგრელორი

ტიკაგრელორმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და გავლენა მოახდინოს როზუვასტატინის თირკმელებით ელიმინაციაზე, რაც ზრდის როზუვასტატინის დაგროვების რისკს. ზოგიერთ შემთხვევაში, ტიკაგრელორის და როზუვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მომატება და რაბდომიოლიზი. ტიკაგრელორის და როზუვასტატინის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის და კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მონიტორინგი.

ურთიერთქმედება, რომელიც მოითხოვს როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხ. ასევე ცხრილი 1)

იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო არ არის როსუსტარის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც გარკვეულწილად ზრდიან როზუვასტატინის სისტემურ ექსპოზიციას, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექტირება. საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ დღეში ერთხელ, როდესაც მოსალოდნელია როზუვასტატინის AUC მნიშვნელობის დაახლოებით 2-ჯერ ან მეტით გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა შეირჩეს ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი სისტემური ექსპოზიცია არ აღემატებოდეს ექსპოზიციას, რაც ვლინდება ცალკე პრეპარატის გამოყენებისას 40 მგ დღიური დოზით (მაგალითად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას, როზუვასტატინის დოზა არის 20 მგ - როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში 1.9-ჯერ; რიტონავირი/ატაზანავირის კომბინაციაში გამოყენებისას როზუვასტატინის დოზა შეადგენს 10 მგ-ს - როზუვასტატინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში 3.1-ჯერ).

იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია როზუვასტატინის AUC მნიშვნელობის გაზრდა 2-ჯერ ნაკლებით, არ არის საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შემცირება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, თუ როზუვასტატინის დოზა აღემატება 20 მგ-ს.

ცხრილი 1. თანმხლები სამკურნალო საშუალებების ეფექტი როზუვასტატინის სისტემურ ექსპოზიციაზე (AUC; ზემოქმედების ხარისხის კლების მიხედვით) გამოქვეყნებული კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით

ერთობლივად გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის AUC-ის ცვლილება*

მედიკამენტები, რომლებთან ერთად გამოყენებისას

როზუვასტატინის AUC მნიშვნელობა იზრდება 2-ჯერ ან მეტით

სოფოსბუვირი 400 მგ/ველპატასვირი 100 მგ/ვოქსილაპრევირი 100 მგ და ვოქსილაპრევირი 100 მგ დღეში ერთხელ, 15 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

7.4-ჯერადი ↑

ციკლოსპორინი 75-200 მგ 2-ჯერ დღეში, 6 თვე

10 მგ დღეში ერთხელ,

10 დღე

7.1-ჯერადი↑

დაროლუტამიდი 600 მგ 2-ჯერ დღეში, 5 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

5.2-ჯერადი ↑

რეგორაფენიბი 160 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

3.8-ჯერადი ↑

ატაზანავირი 300 მგ/რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღეში, 8 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

3.1-ჯერადი ↑

ველპატასვირი 100 მგ ერთხელ დღეში

10 მგ, ერთჯერადი დოზა

2.7-ჯერადი ↑

ომბიტასვირი 25 მგ/პარიტაპრევირი 150 მგ/რიტონავირი 100 მგ დღეში ერთხელ/დასაბუვირი 400 მგ ორჯერ დღეში, 14 დღე

5 მგ, ერთჯერადი დოზა

2.6-ჯერადი↑

ტერიფლუნომიდი

მონაცემები არ არის

2.5-ჯერადი ↑

გრაზოპრევირი 200 მგ/ელბასვირი 50 მგ ერთხელ დღეში, 11 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

2.3-ჯერადი ↑

გლეკაპრევირი 400 მგ/პიბრენტასვირი 120 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე

5 მგ ერთხელ დღეში,

7 დღე

2.2-ჯერადი↑

ლოპინავირი 400 მგ/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 17 დღე

20 მგ ერთხელ დღეში,

7 დღე

2.1-ჯერადი↑

კაპმატინიბი 400 მგ ორჯერ დღეში

10 მგ, ერთჯერადი დოზა

2.1-ჯერადი ↑

კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზა 300 მგ, შემდეგ 75 მგ 24 საათის შემდეგ

20 მგ, ერთჯერადი დოზა

2.0-ჯერადი ↑

ფოსტამატინიბი 100 მგ ორჯერ დღეში

20 მგ, ერთჯერადი დოზა

2.0-ჯერადი ↑

ფებუქსოსტატი 120 მგ ერთხელ დღეში

10 მგ ერთჯერადი დოზა

1.9-ჯერადი ↑

გემფიბროზილი 600 მგ 2-ჯერ დღეში, 7 დღე

80 მგ, ერთჯერადი დოზა

1.9-ჯერადი ↑

მედიკამენტები, რომლებთან ერთად გამოყენებისას

როზუვასტატინის AUC მნიშვნელობა იზრდება 2-ჯერ ნაკლებით

ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღეში, 5 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

1.6-ჯერადი↑

დარუნავირი 600 მგ/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 7 დღე

10 მგ ერთხელ დღეში,

7 დღე

1,5-ჯერადი↑

ტიპრანავირი 500 მგ/რიტონავირი 200 მგ 2-ჯერ დღეში, 11 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

1.4-ჯერადი ↑

დრონედარონი 400 მგ 2-ჯერ დღეში

მონაცემები არ არის

1.4-ჯერადი↑

იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე

10 მგ, ერთჯერადი დოზა

1.4-ჯერადი↑ **

ეზეტიმიბი 10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე

10 მგ ერთხელ დღეში,

14 დღე

1.2-ჯერადი↑ **

ერითრომიცინი 500 მგ 4-ჯერ დღეში, 7 დღე

80 მგ, ერთჯერადი დოზა

20% ↓

ბაიკალინი 50 მგ 3-ჯერ დღეში, 14 დღე

20 მგ, ერთჯერადი დოზა

47% ↓

*მონაცემები წარმოდგენილია როგორც x-ჯერადი ცვლილება (ასახავს როზუვასტატინის AUC მნიშვნელობებს შორის თანაფარდობას სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას და ცალკე გამოყენებისას) და როგორც % ცვლილება (ასახავს % სხვაობას როზუვასტატინის AUC მნიშვნელობებს შორის სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას და ცალკე გამოყენებისას). ზრდა აღინიშნება როგორც "↑", შემცირება - როგორც "↓".

** ჩატარდა სხვადასხვა დოზებით როზუვასტატინის ურთიერთქმედების რამდენიმე კვლევა (ცხრილში ნაჩვენებია ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი).

შემდეგ პრეპარატებთან/პრეპარატების კომბინაციებთან ერთად გამოყენებისას როზუვასტატინის AUC მნიშვნელობა კლინიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა: ალეგლიტაზარი 0.3 მგ, 7 დღე; ფენოფიბრატი 67 მგ 3-ჯერ დღეში, 7 დღე; ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში, 11 დღე; ფოსამპრენავირი 700 მგ/რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 8 დღე; კეტოკონაზოლი 200 მგ 2-ჯერ დღეში, 7 დღე; რიფამპიცინი 450 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე; სილიმარინი 140 მგ 3-ჯერ დღეში, 5 დღე.

როზუვასტატინის ზემოქმედება ერთდროულად გამოყენებულ პრეპარატებზე

K ვიტამინის ანტაგონისტები

როგორც ჰმგო-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, ისე როზუვასტატინის გამოყენებისას K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად (მაგალითად, ვარფარინი ან სხვა ანტიკოაგულანტი კუმარინის წარმოებულების ჯგუფიდან) კომბინირებული თერაპიის დასაწყისში ან პრეპარატის დოზის გაზრდისას, პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების გაზრდა. როზუვასტატინის გამოყენების შეწყვეტი ან დოზის შემცირების დროს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. ზემოაღნიშნულ სიტუაციებში რეკომენდებულია პაციენტებს ჩაუტარდეთ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების სათანადო მონიტორინგი.

ორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია

როზუვასტატინისა და ორალური კონტრაცეპტივების ერთობლივი გამოყენებისას, ეთინილ ესტრადიოლისა და ნორგესტრელის AUC მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 26% და 34%-ით, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორალური კონტრაცეპტივების დოზირების რეჟიმის არჩევისას. არ არსებობს მონაცემები მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ როზუვასტატინს და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, ამიტომ ზემოაღნიშნული ცვლილებების რისკი არ არის გამორიცხული. მიუხედავად ამისა, ასეთი პრეპარატების კომბინაციები ფართოდ გამოიყენებოდა და კარგად გადაიტანებოდა ქალებში კლინიკური კვლევების დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებები

დიგოქსინი

სპეციფიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და დიგოქსინს შორის.

ფუზიდის მჟავა

როზუვასტატინსა და ფუზიდის მჟავას შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფუზიდის მჟავას შემცველი სისტემური პრეპარატების გამოყენებისას სტატინებთან ერთად. სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკური, ფარმაკოკინეტიკური ან კომბინირებული) უცნობია. რაბდომიოლიზის (მათ შორის ლეთალური გამოსავლით) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასეთ კომბინაციებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სისტემური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა, რომლებიც შეიცავს ფუზიდის მჟავას, როსუსტარით მკურნალობა უნდა შეწყდეს მათი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ბავშვები

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში; ბავშვებში სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების ხარისხი უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია

როსუსტარის გამოყენება ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც იღებენ როსუსტარით თერაპიას, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

ნაყოფის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინი და სხვა ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბიოსინთეზური რეაქციების შედეგად მისი მონაწილეობით; ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბირებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები აჭარბებს როზუვასტატინით თერაპიის სარგებელს ქალისთვის ორსულობის დროს. ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევების მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პრეპარატს აქვს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, შეზღუდულია. იმ შემთხვევებში, როდესაც ქალი, რომელიც იღებს როსუსტარს დაორსულდება, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როზუვასტატინი გამოიყოფა ვირთხებში დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

როსუსტარის ზემოქმედების შესწავლა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა, თუმცა ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატმა იმოქმედოს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების შესრულების უნარზე. როსუსტარით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

არასასურველი რეაქციები

როგორც წესი, არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვითარდება პრეპარატის გამოყენებისას, მსუბუქი და გარდამავალია; კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტების 4%-ზე ნაკლებმა შეწყვიტა მკურნალობა არასასურველი რეაქციების გამო.

არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების დიდი რაოდენობიდან, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად - შაქრიანი დიაბეტი (სიხშირე დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე: უზმოზე სისხლში გლუკოზის დონე არის 5,6 მმოლ/ლ ან მეტი, სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტი, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში).

ფსიქიკური დარღვევები: სიხშირე უცნობია - დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად - პოლინეიროპათია, მეხსიერების დაქვეითება; სიხშირე უცნობია - პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევა (უძილობისა და ღამის კოშმარების ჩათვლით), მიასთენია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - თვალის მიასთენია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ხველა, ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; იშვიათად - პანკრეატიტი; სიხშირე უცნობია - დიარეა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათად - ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში; ძალიან იშვიათად - სიყვითლე, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - მიალგია; იშვიათად - მიოპათია (მათ შორის მიოზიტი), რაბდომიოლიზი, წამლის მიერ ინდუცირებული წითელი მგლურა, კუნთების რღვევა; ძალიან იშვიათად - ართრალგია; სიხშირე უცნობია - მყესების დარღვევები, ზოგჯერ გართულებულია მყესების რღვევით, იმუნური შუამავლობით ნეკროზული მიოპათია.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰემატურია.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან იშვიათად - გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - ასთენია; სიხშირე უცნობია - შეშუპება.

როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას, როსუსტარის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე.

ზემოქმედება თირკმელებზე

პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით, განუვითარდათ პროტეინურია (ანალიზი ტესტ-სტრიპის გამოყენებით), რომელიც უპირატესად მილაკოვანი წარმოშობის იყო. პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 10-20 მგ დოზით, და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 40 მგ დოზით, ჰქონდათ ცვლილებები შარდის ცილის დონეებში, მისი არარსებობით ან მცირე რაოდენობით „2++“ ხარისხამდე ან მეტი. მცირე ცვლილებები შარდის ცილის დონეებში, დაწყებული მისი არარსებობით ან მცირე რაოდენობით 1+ ხარისხამდე, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 20 მგ. უმეტეს შემთხვევაში, სამკურნალო საშუალებით თერაპიის გაგრძელებისას, პროტეინურია შემცირდა ან სპონტანურად გაქრა. კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევებიდან მიღებული ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი პროტეინურიასა და თირკმლის მწვავე ან პროგრესირებად დაავადებას შორის.

ჰემატურია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებით თერაპიას; კლინიკური კვლევების მიხედვით, მისი განვითარების სიხშირე დაბალია.

ზემოქმედება ჩონჩხ-კუნთოვან ქსოვილზე

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტი დოზებით.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, დაფიქსირდა შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის დოზადამოკიდებული ზრდა; უმეტეს შემთხვევაში, ცვლილებები ოდნავ გამოხატული იყო და ჰქონდა ასიმპტომური, გარდამავალი ხასიათი. როსუსტარით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ და მეტად.

ზემოქმედება ღვიძლზე

როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, ასევე როზუვასტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შრატში ტრანსამინაზების დონის დოზადამოკიდებული ზრდა; ცვლილებები იყო უპირატესად ოდნავ გამოხატული და ჰქონდა ასიმპტომური, გარდამავალი ხასიათი.

არასასურველი რეაქციები, როგორიცაა სექსუალური დისფუნქცია და ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, აღინიშნა ზოგიერთი სტატინების გამოყენებისას (ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს).

რაბდომიოლიზი და თირკმელების და ღვიძლის მძიმე დარღვევები (ძირითადად ტრანსამინაზების დონის მომატება სისხლის შრატში) უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინ 40 მგ დოზით.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 52 კვირის განმავლობაში, შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის (ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ და უფრო მეტი) და კუნთების სიმპტომების მომატება ვარჯიშის ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში. სხვა მხრივ, როზუვასტატინის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში და მოზარდებში ისეთივე იყო, როგორიც მოზრდილებში.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა წამლის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

როზუვასტატინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებლობისას, უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა (სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია); ასევე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის და შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას კონცენტრაციის მონიტორინგი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლიპიდების ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები. ათქ კოდი: C10AA07.

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი არის ფერმენტ 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ A რედუქტაზას (ჰმგ-კოA რედუქტაზა) შერჩევითი კონკურენტული ინჰიბიტორი, რომლის აქტივობა განსაზღვრავს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ A-ს მევალონის მჟავად (ქოლესტერინის წინამორბედი) გარდაქმნის სიჩქარეს. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი ადგილია ღვიძლი (სამიზნე ორგანო, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში).

როზუვასტატინის გამოყენებისას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე მატულობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორების რაოდენობა, რაც იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შეწოვის და კატაბოლიზმის გაზრდას; პრეპარატი ასევე აფერხებს ღვიძლში ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სინთეზს, რის შედეგადაც მცირდება სისხლში ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მთლიანი რაოდენობა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

როზუვასტატინის გამოყენებისას სისხლში მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატებული დონეები და იზრდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონეები. პრეპარატის გამოყენებისას ასევე მცირდება აპოლიპოპროტეინ B-ს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ტრიგლიცერიდების დონეები სისხლში და იზრდება A-I აპოლიპოპროტეინის დონე სისხლში (იხ. ცხრილი 2). პრეპარატი უზრუნველყოფს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, არა-მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინიB/აპოლიპოპროტეინის A-ს თანაფარდობის შემცირებას.

ცხრილი 2. სხვადასხვა დოზებით როზუვასტატინით თერაპიაზე პასუხი პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპები IIa და IIb) (კორექტირებული საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან)

დოზა, მგ

პაციენტების რაოდენობა

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - ქოლესტერინი

საერთო ქოლესტერინი

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - ქოლესტერინი

ტრიგლი

ცერიდები

არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - ქოლესტერინი

აპო B

აპო A-I

პლაცებო

13

-7

-5

3

-3

-7

-3

0

5

17

-45

-33

13

-35

-44

-38

4

10

17

-52

-36

14

-10

-48

-42

4

20

17

-55

-40

8

-23

-51

-46

5

40

18

-63

-46

10

-28

-60

-54

0

თერაპიული ეფექტი ვითარდება როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირაში, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება მაქსიმალური ეფექტის 90%. მაქსიმალური ეფექტი, ჩვეულებრივ, ვითარდება თერაპიიდან 4 კვირაში და გრძელდება შემდგომში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

როზუვასტატინის ეფექტურობა დადგენილია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებულია ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან, პაციენტის რასის, სქესის და ასაკის მიუხედავად, ასევე შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში.

კლინიკური კვლევების გაერთიანებული მონაცემების მიხედვით (ფაზა III), როზუვასტატინით თერაპია ეფექტურია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში (ტიპები IIa და IIb) (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის საწყისი დონე სისხლში საშუალოდ დაახლოებით 4.8 მმოლ/ლ) შემცირების თვალსაზრისით. სამიზნე მნიშვნელობა ათეროსკლეროზის შესწავლის ევროპული საზოგადოების რეკომენდაციების შესაბამისად (European Atherosclerosis Society (EAS), 1998). პაციენტების დაახლოებით 80%-მა, რომლებიც იღებდნენ 10 მგ როზუვასტატინს, მიაღწიეს EAS-ის მიერ რეკომენდებულ სამიზნე მაჩვენებელს (სისხლშიდაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები).

დიდ კლინიკურ კვლევაში, ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული 435 პაციენტი მკურნალობდა როზუვასტატინით 20-80 მგ დოზით დოზის კორექტირების დადგენილი რეჟიმის შესაბამისად. ზემოაღნიშნული დოზის დიაპაზონში, დოზის ნებისმიერ დონეზე, პრეპარატს ჰქონდა დადებითი გავლენა სისხლში ლიპიდების დონეზე, ასევე თერაპიის წინასწარ განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის. მას შემდეგ, რაც როზუვასტატინის სადღეღამისო დოზა გახდა 40 მგ (მკურნალობის 12 კვირა), პაციენტების სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე შემცირდა 53%-ით. პაციენტების 33%-ში მიღწეული იქნა EAS-ის მიერ რეკომენდებული სამიზნე მნიშვნელობა (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე სისხლში 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები).

ღია კლინიკურ კვლევაში, 42 პაციენტი (მათ შორის 8 ბავშვი) ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით მკურნალობდა როზუვასტატინით 20-40 მგ დოზით დოზის კორექტირების დადგენილი რეჟიმის შესაბამისად. პაციენტების ზოგად პოპულაციაში სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე შემცირდა საშუალოდ 22%-ით.

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა პაციენტების შეზღუდული რაოდენობა, დადგინდა, რომ როზუვასტატინი დამატებით ამცირებდა სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს ფენოფიბრატთან კომბინირებისას და ზრდიდა სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონეს ნიაცინთან ერთად.

მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (METEOR), 45-70 წლის ასაკის 984 პაციენტი, რომლებსაც ჰქონდათ გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკი (10%-ზე ნაკლები 10 წლის განმავლობაში, ფრამინგემის რისკის შეფასების შკალა) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის C დონე საშუალოდ 4.0 მმოლ/ლ (154.5 მგ/დლ), ასევე ათეროსკლეროზის სუბკლინიკური ფრომა (საძილე არტერიების ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქის შეფასება), შემთხვევითობის პრინციპით იღებდნენ როზუვასტატინს 40 მგ დოზით დღეში ან პლაცებოს 2 წლის განმავლობაში. როზუვასტატინის გამოყენებისას, ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქის ზრდის ტემპი საძილე არტერიის 12 უბანზე მნიშვნელოვნად შემცირდა (-0,0145 მმ/წელიწადში; 95% ნდობის ინტერვალი: -0,0196, -0,0093 (p <0,0001)) პლაცებოსთან შედარებით. ცვლილებები საწყისიდან იყო -0,0014 მმ/წელიწადში (-0,12%/წელი (არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი)) როზუვასტატინის, და +0,0131 მმ/წელი (პროგრესია; +1,12%/წელი) (p <0,0001)) პლაცებოს გამოყენებისას. პირდაპირი კავშირი ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქის შემცირებასა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების რისკის შემცირებას შორის ჯერ არ არის დადგენილი. METEOR კვლევაში მონაწილე გულის კორონარული დაავადების დაბალი რისკის მქონე პაციენტები არ არიან 40 მგ როზუვასტატინით თერაპიის სამიზნე პოპულაცია. პრეპარატი 40 მგ დოზით გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების მაღალი რისკი.

„სტატინების გამოყენების დასაბუთება პირველადი პროფილაქტიკის სახით: როზუვასტატინის გამოყენების ინტერვენციული კვლევა (JUPITER)“ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 17,802 მამაკაცი (50 წელზე უფროსი ასაკის) და ქალი (60 წელზე უფროსი ასაკის) შეფასდა როზუვასტატინის ზემოქმედება მძიმე გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების სიხშირეზე. კვლევის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით იღებდნენ პლაცებოს (8901 მონაწილე) ან როზუვასტატინს 20 მგ (8901 მონაწილე) დღეში ერთხელ; კვლევის მონაწილეთა შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობა საშუალოდ 2 წელი იყო.

როზუვასტატინის გამოყენებისას სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დონე შემცირდა საშუალოდ 45%-ით (p <0.001) პლაცებოსთან შედარებით.

რეტროსპექტული ანალიზის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში (1558 პაციენტი; ფრემინგემის შკალით რისკის შეფასების ქულა 20%-ზე მეტი), როზუვასტატინის გამოყენებისას აღინიშნა კომბინირებული საბოლოო წერტილის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება (p = 0.028) (სიკვდილობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად) პლაცებოსთან შედარებით. გართულებების რისკის აბსოლუტური შემცირება 1000 პაციენტზე წელიწადში იყო 8.8. სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი მაღალი რისკის ჯგუფში არ შეცვლილა (p = 0.193). რეტროსპექტული ანალიზის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში (9302 პაციენტი; საწყისი რისკის მნიშვნელობა იყო 5% ან მეტი (ექსტრაპოლაცია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში)), როზუვასტატინის გამოყენებისას აღინიშნა კომბინირებული საბოლოო წერტილის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება (p = 0.0003) (სიკვდილობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად) პლაცებოსთან შედარებით. გართულებების რისკის აბსოლუტური შემცირება 1000 პაციენტზე წელიწადში იყო 5.1. ყველა მიზეზით სიკვდილიანობა არ შეცვლილა ამ მაღალი რისკის ჯგუფში (p = 0.076).

JUPITER კლინიკურ კვლევაში, პაციენტების 6.6%-მა, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის და პაციენტების 6.2%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, შეწყვიტეს მკურნალობა არასასურველი რეაქციების გამო. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებული იყო მკურნალობის შეწყვეტასთან იყო: მიალგია (პაციენტთა 0,3%, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს, პაციენტთა 0,2%, რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს), მუცლის ტკივილი (პაციენტების 0,03%, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს, პაციენტების 0,02% რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს) და გამონაყარი (პაციენტთა 0.02%-ში როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტების 0.03%-ში პლაცებოს გამოყენებისას). ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა წამლით თერაპიის დროს იმავე სიხშირით ან უფრო ხშირად პლაცებო თერაპიის დროს, იყო: საშარდე გზების ინფექციები (პაციენტთა 8,7%-ში როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტთა 8,6%-ში პლაცებოს გამოყენებისას), ნაზოფარინგიტი (პაციენტების 7,6%, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს, პაციენტების 7,2% ,რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს), ზურგის ტკივილი (პაციენტების 7,6%, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს, პაციენტების 6,9%, რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს) და მიალგია (პაციენტთა 7,6% როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტთა 6,6% პლაცებოს გამოყენებისას).

ბავშვები

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებოზე კონტროლირებად, მულტიცენტრულ, 12 კვირიან კლინიკურ კვლევაში 10-17 წლის 176 ბავშვის (97 ბიჭი და 79 გოგონა) (ტანერის II-V სტადიები; გოგონები მენსტრუაციის დაწყებიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ) ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით 12 კვირის განმავლობაში იღებდა როზუვასტატინს 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ დღეში ან პლაცებოს. შემდგომში, ზემოაღნიშნული კვლევის ყველა მონაწილე (173 ბავშვი; 96 ბიჭი და 77 გოგონა) იღებდა როზუვასტატინს 40 კვირის განმავლობაში (დოზის კორექტირების ღია ფაზა). კლინიკურ კვლევაში ჩართვამდე პაციენტების დაახლოებით 30% იყო 10-13 წლის და პაციენტთა დაახლოებით 17%, 18%, 40% და 25%-ში სქესობრივი განვითარება შეესაბამებოდა ტანერის II, III, IV ან V სტადიებს, შესაბამისად.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ როზუვასტატინს 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ დოზებში, შესაბამისად შემცირდა 38,3%, 44,6% და 50,0%-ით, ხოლო პლაცებოს გამოყენებისას - 0,7%-ით.

40 კვირის შემდეგ (როზუვასტატინის დოზის კორექტირების ღია ფაზა; პრეპარატის მაქსიმალური დოზა იყო 20 მგ დღეში ერთხელ), 173 პაციენტიდან 70-მა (40,5%) მიაღწია სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სამიზნე დონეს (2,8 მმოლ/ლ-ზე ნაკლები).

52 კვირის შემდეგ, კვლევამ არ აჩვენა პრეპარატის გავლენა სიმაღლეზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ განვითარებაზე. ზემოხსენებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 176 ბავშვი, შეუძლებელი იყო იშვიათი არასასურველი რეაქციების სიხშირის შედარებითი შეფასების ჩატარება.

როზუვასტატინის გამოყენება ასევე შესწავლილი იყო ორწლიან ღია კვლევაში (დადგენილი დოზის კორექტირების რეჟიმი), რომელშიც მონაწილეობდა 6-17 წლის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 198 ბავშვი (88 ბიჭი და 110 გოგონა; ტანერის სტადია < II-V). როზუვასტატინის საწყისი დოზა ყველა პაციენტში იყო 5 მგ დღეში ერთხელ. 6-9 წლის პაციენტებში (64 ბავშვი) პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ აღემატებოდა 10 მგ-ს დღეში ერთხელ, ხოლო 10-17 წლის პაციენტებში (134 ბავშვი) პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ აღემატებოდა 20-მგ-ს დღეში ერთხელ.

როზუვასტატინით თერაპიის 24 თვის შემდეგ, პაციენტების სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის პროცენტული შემცირება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით (შეფასება უმცირესი კვადრატების მეთოდით) იყო საშუალოდ -43% (საწყისი მნიშვნელობა იყო 236 მგ/დლ, 24 თვის შემდეგ თერაპიის მნიშვნელობა იყო 133 მგ/დლ). სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში (6 წლიდან 10 წლამდე, 10 წლიდან 14 წლამდე და 14 წლიდან <18 წლამდე), სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის პროცენტული შემცირება იყო საშუალოდ -43% (საწყისი: 234 მგ) / დლ, თერაპიის 24 თვის შემდეგ მნიშვნელობა იყო 124 მგ/დლ), -45% (საწყისი მნიშვნელობა იყო 234 მგ/დლ, თერაპიის 24 თვის შემდეგ მნიშვნელობა იყო 124 მგ/დლ) და -35% (საწყისი მნიშვნელობა იყო 241 მგ/დლ, თერაპიის 24 თვის შემდეგ მნიშვნელობა იყო 153 მგ/დლ, შესაბამისად.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ დოზებით, ასევე აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები მეორადი ლიპიდური და ლიპოპროტეინების ფრაქციების საშუალო პარამეტრების საბაზისო მნიშვნელობებთან შედარებით: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, საერთო ქოლესტერინი, არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, საერთო ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი, აპოB და აპოB/აპოA-I. ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა განსაზღვრა დადებითი პასუხი მკურნალობაზე სისხლის ლიპიდების დონის მიხედვით და დაფიქსირდა 2 წლის განმავლობაში.

24 თვის შემდეგ, კვლევამ არ აჩვენა პრეპარატის გავლენა სიმაღლეზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ განვითარებაზე.

როზუვასტატინის გამოყენება (20 მგ დღეში ერთხელ) შესწავლილი იყო რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მულტიცენტრულ, ჯვარედინ კლინიკურ კვლევაში 14 ბავშვსა და მოზარდში (6-17 წლის ასაკის) ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით. კვლევა შედგებოდა რამდენიმე ფაზისგან: 4-კვირიანი საწყისი მკურნალობის ფაზა (დიეტა, როზუვასტატინი 10 მგ), ჯვარედინი მკურნალობის ფაზა (როზუვასტატინი 20 მგ პლაცებოთი თერაპიამდე 6 კვირის განმავლობაში ან თერაპიის შემდეგ 6 კვირის განმავლობაში), 12-კვირიანი შემანარჩუნებელი მკურნალობის ფაზა (ყველა პაციენტები იღებდნენ როზუვასტატინით თერაპიას 20 მგ დოზით). კლინიკურ კვლევაში მონაწილე პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს ან რომლებსაც უტარდებოდათ აფერეზის პროცედურა, აგრძელებდნენ წინმსწრებ მკურნალობას საკვლევი პერიოდის განმავლობაში.

6 კვირის შემდეგ, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით 20 მგ დოზით, აღენიშნათ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p = 0,005) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის დონის შემცირება სისხლში (22,3%, 85,4 მგ/დლ ან 2,2 მმოლ/ლ) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. დაფიქსირდა სისხლში საერთო ქოლესტერინის (20,1%, p = 0,003), არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის (22,9%, p = 0,003) და აპოB (17,1%, p = 0,024) დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. ასევე, 6 კვირის შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით 20 მგ დოზით, აღენიშნებოდათ სისხლში ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინი/მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის, არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის და აპოoB/აპოA-ს შეფარდების მაჩვენებლების შემცირება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის დონის დაქვეითება პაციენტებში 20 მგ როზუვასტატინის 6 კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ პლაცებოს მიღების 6 კვირიანი თერაპიის შემდეგ დაფიქსირდა 12-კვირიანი შემანარჩუნებელი მკურნალობის ფაზაში. ერთ პაციენტში დაფიქსირდა სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის (8.0%), საერთო ქოლესტერინის (6.7%) და არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის დონის (7.4%) შემდგომი შემცირება როზუვასტატინით მკურნალობის 6 კვირის შემდეგ, როდესაც დოზა გაიზარდა 40 მგ-მდე.

ღია ეტიკეტირების გაფართოების ფაზის დროს, ზემოთ ჩამოთვლილი პაციენტებიდან 9 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით 20 მგ 90 კვირამდე, აღენიშნებოდათ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის დონის შემცირება -12.1%-დან -21.3%-მდე.

7 ბავშვსა და მოზარდში (ასაკი 8-17 წელი) ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ღია კვლევიდან როზუვასტატინის დოზის კორექტირების დადგენილი რეჟიმით (იხ. ზემოთ), რომლებშიც შესაძლებელი იყოს შესაბამისი პარამეტრების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის (21.0%), საერთო ქოლესტერინის (19.2%) და არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის-ქოლესტერინის დონეების (21.0%) სისხლში შემცირების მაჩვენლების შეფასება საწყის დონეებთან შედარებით 6 კვირის მკურნალობის შემდეგ 20 მგ დოზით პრეპარატით, შეესაბამებოდა იმ პარამეტრებს და მაჩვენებლებს, რომლებიც დაფიქსირდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებისა და მოზარდების ზემოხსენებულ კვლევაში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ბავშვთა ყველა ქვეჯგუფში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი შერეული (კომბინირებული) დისლიპიდემიის სამკურნალოდ და გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკისთვის როზუვასტატინის გამოყენების კვლევების შედეგების წარდგენაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

როზუვასტატინის პერორალური მიღების შემდეგ, Cmax მიიღწევა დაახლოებით 5 საათში; პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 20%.

განაწილება

როზუვასტატინი გროვდება ღვიძლში (ქოლესტერინის სინთეზისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლერისეტრინის კატაბოლიზმის მთავარი ადგილი). პრეპარატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის შეკავშირების ხარისხი პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან) არის დაახლოებით 90%.

მეტაბოლიზმი

როზუვასტატინი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 10%). ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით ინ ვიტრო კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტები უმნიშვნელო როლს ასრულებენ როზუვასტატინის მეტაბოლიზმში; პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროცესში ჩართული ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9, იზოფერმენტები CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. როზუვასტატინის ძირითადი იდენტიფიცირებული მეტაბოლიტებია N-დესმეთილის მეტაბოლიტი და ლაქტონის წარმოებულები. N-დესმეთილის მეტაბოლიტი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი; ლაქტონის ფორმა ითვლება ფარმაკოლოგიურად არააქტიურად. ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტი სისხლში მოცირკულირე ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბირებასთან მიმართებაში მოდის როზუვასტატინზე.

გამოყოფა

როზუვასტატინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 90% უცვლელი სახით გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (აბსორბირებული და არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების ჩათვლით), პრეპარატის დანარჩენი შეყვანილი დოზა გამოიყოფა შარდით. როზუვასტატინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს, ის არ იცვლება როზუვასტატინის დოზების გაზრდით. პრეპარატის საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). როზუვასტატინის, ისევე როგორც სხვა ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების შეწოვის პროცესი ღვიძლის უჯრედების მიერ, მოიცავს მემბრანულ სატრანსპორტო პროტეინს OATP-C, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლიდან როზუვასტატინის ექსკრეციაში.

წრფივობა

როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება იზრდება შეყვანილი დოზის პროპორციულად. განმეორებითი ყოველდღიური გამოყენებისას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ასაკი და სქესი

ასაკი ან სქესი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მოზრდილებში როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე. ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში წამლის სისტემური ზემოქმედება დისლიპიდემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში არსებულზე უფრო დაბალი ან მსგავსია (იხ. ქვემოთ).

რასობრივი კუთვნილება

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ აზიური წარმოშობის პაციენტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები), როზუვასტატინის საშუალო AUC და Cmax მნიშვნელობები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ევროპეიდული რასის პაციენტებში. აზიელ-ინდოელ პაციენტებში როზუვასტატინის საშუალო AUC და Cmax მნიშვნელობები დაახლოებით 1,3-ჯერ მეტია, ვიდრე ევროპეიდული რასის პაციენტებში. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში ევროპეიდული რასის და ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს შორის.

თირკმლის უკმარისობა

კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ როზუვასტატინის ან მისი N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა; თუმცა, პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), როზუვასტატინის და მისი N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია იყო 3-ჯერ და 9-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, შესაბამისად. წონასწორულ მდგომარეობაში, როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დაახლოებით 50%-ით უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რომელთა შეფასება ჩაილდ-პიუს შკალით იყო 7 ან უფრო დაბალი ქულა, როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედების გაზრდა არ აღინიშნა. თუმცა, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შეფასება ჩაილდ-პიუს შკალით იყო 8-9 ქულა, პრეპარატის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა მინიმუმ 2-ჯერ, ვიდრე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა ქულა ჩაილდ-პიუს შკალაზე უფრო დაბალი იყო. არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა შეფასება ჩაილდ-პიუს შკალაზე 9 ქულაზე მეტია.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

სატრანსპორტო ცილები OATP1B1 და BCRP მონაწილეობენ ორგანიზმში HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის, განაწილებაში. SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებს აქვთ როზუვასტატინის გაზრდილი სისტემური ზემოქმედების რისკი. SLCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA გენოტიპები დაკავშირებულია როზუვასტატინის უფრო მაღალ სისტემურ ზემოქმედებასთან (შეფასებული AUC-ით) SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური გენოტიპების დადგენა; თუმცა, პაციენტებში, რომლებშიც ასეთი გენოტიპები უკვე დადგენილია, რეკომენდებულია როზუვასტატინის გამოყენება უფრო დაბალი დღიური დოზით.

ბავშვები

ორ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში (სულ 214 პაციენტი, ასაკი 10-17 წელი ან 6-17 წელი), როზუვასტატინის (ტაბლეტების) სისტემური ზემოქმედება უფრო დაბალი ან შედარებადი იყო ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის სისტემური ზემოქმედება ორწლიანი პერიოდის განმავლობაში იყო პროგნოზირებადი დოზისა და მიღების ინტერვალის გათვალისწინებით.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისტვის მიუწვდმელ ადგილას!

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2, 3, 5, 6 ან 9 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6 ჯად N30 ჩერქეზქოი/თექირდაგი)

“WORLDMEDICINE İLAÇ SAN. VETİC.A.Ş.”, TURKEY

(ÇOSBG.O.PaşaMah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).