ნაზოლი 0.05% 30მლ აეროზოლი ფლ

ნაზოლი 0.05% 30მლ აეროზოლი ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოქსიმეტაზოლონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7111
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნაზოლი (NAZOL®)

ნაზალური სპრეი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი (Oxymetazoline Hydrochloride)

წამლის ფორმა

ნაზალური სპრეი

აღწერილობა

გამჭირვალე უფერო სითხე, სუნის გარეშე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ფოსფატდიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის  დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დეკონგესტანტები და სხვა საშუალებები, ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი იწვევს ცხვირის, დანამატი წიაღებისა და ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსების სისხლძარღვთა შევიწროვებას, რაც იწვევს შეშუპების რკბილ და ხანგრძლივ შემცირებას, რაც ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას. ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება ხდება ცხვირში შესხურებიდან 5-10 წუთის შემდეგ და მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში.

პრეპარატში შემავალი გლიკოლები ახდენენ დამარბილებელ მოქმედებას გაღიზიანებულ ცხვირის წიაღების ლორწოვანზე და იცავენ მას ზომაზე მეტი გამოშრობისგან. შედეგად ცხვირის ლორწოვანი ინარჩუნებს შესუნთქული ჰაერის ბუნებრივი გათბობის, დარბილები და გაწმენდის უნარს.

ჩვენება

ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის და სინუსიტების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

ძლიერი ხელისმოჭერით შეისხურეთ რიგ-რიგობით ორივე ნესტოში, შესხურებისას თავი არ გადაწიოთ უკან.

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით:2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში.

ბავშვებში 6-12 წლამდე: 1 შესხურება

შესხურება მეორდება არანაკლებ 12 საათისა.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ხშირად: ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე, ცემინება.

არახშირად: მას შემდეგ რაც გაივლის პრეპარატის მოქმედება, ცხვირის ,,,დაცობის“ ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია), ცხვირიდან სისხლდენა, ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება,ჭინჭრის ციება, ქავილი).

იშვიათად: გულისცემა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.

ძალიან იშვიათად: აპნოე ახალშობილებში, უძილობა, დაღლილობა (ძილიანობა, სედაციური ეფექტი), თავის ტკივილი, შფოთვა, ჰალუცინაციები (ძირითადად, ბავშვებში), არითმია, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში).

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ: ატროფიული რინიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, მომატებული თვალშიდა წნევა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა, თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, შარდის გამოყოფის გაძნელება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო, ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომ ან სხვა ქირურგიული ჩარევებისას, რომელიც ეხება ტვინის მყარ გარსს; მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

ჭარბი დოზა

რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ და შემთხვევით შიგნით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიმპტომები, დაკავშირებული როგორც ჰიპერაქტიულ ფაზებთან, ასევე ცნს-ის დამუხრუჭების ფაზებთან.

ცნს-ის სტიმულაცია ვლინდება შფოთვაში, აღგზნებაში, ჰალუცინაციებსა და კრუნჩხვებში.

ცნს-ის დათრგუნვა ვლინდება სხეულის ტემპერატურის დაწევაში, მოთენთილობაში, ძილიანობაში, კომაში.

შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი სიმპტომები: მიოზი, მიდრიაზი, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა, სიფერმკრთალე, სპაზმები, პალპიტაცია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, ფილტვების შეშუპება.

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის, ნატრიუმის სულფატის (საფაღარათო) მიღება, კუჭის ამორეცხვა. არ მიიღოთ ვაზოპრესორული საშუალებები. აუცილებლობის შემთხვევაში ტემპერატურის დაწევა, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ტოპიური დეკონგენსტანტების ხანგრძლივად გამოყენებისას და ჭარბი დოზის მიღებისას მათი მოქმედება შესაძლებელია შესუსტდეს. მათი ბოროტად მოხმარების შედეგების სახით შესაძლებელია გამოვლინდეს: ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია (რაბაუნდის ეფექტი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი), ლორწოვანი გარსის ატროფია. შემადგენლობაში შემავალი ბენზალკონიუმის ქლორიდმა (კონსერვანტი) ხანგრძლივად მოხმარებისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილზე ეჭვის მიტანისას, უნდა შეწყდეს პრეპარატის მოხმარება ან შეიცვალოს უკონსერვანტო სამკურნალო საშუალებით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს მიღებისას არ უნდა მოხდეს რეკომედებული დოზის გადაჭარბება. მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის გულისყურით შეფასების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან მაო-ს ინჰიბიტორები ერთდროულამ მიღებამ ან უშუალოდ ოქსიმეტაზოლინის მოხმარებამდე მიღებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

ზეგავლენა ავტომობილის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ზეგავლენას არ ახდნს.

რეკომედებულ დოზაზე გადაჭარბებით ხანგრძლივი მიღებისას არ შეიძლბა გამოირიცხოს გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ცნს-ზე. ამ შემთხვევებში ავტომობილის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარი შესაძლებელია დაქვეითდეს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოქმედების ვადა

3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 წლის განმავლობაში

შეფუთვა

15მლ ან 30მლ ფლაკონი, რომელსაც თან ახლავს შესასხურებელი პირი, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის სახელწოდება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ინსტიტურო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს იტალია