სპრეგალი 152გ აეროზოლი

სპრეგალი 152გ აეროზოლი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუნის სამკურნალო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესდეპალეტრინი+პიპერონილის ბუტოქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7106
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სპრეგალი
(SPREGAL)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 152 გ;
ესდეპალეტრინი-63 მგ; პიპერონილის ბუტოქსიდი-504 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, დიეთილენგლიკოლ მონოეთილის ეთერი, მაკროგლიცერიდი, პროპელენტური აირი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუნის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ესდეპალეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისათვის. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კათიონური ცვლის მოშლით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედების მემბრანების შეღწევადობის დარღვევასთან. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს ესდეპალეტრონის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი დეტოქსიკაციური ფერმენტების ბლოკირებას. სპეციალურად შემუშავებული შემავსებელი საშუალებას იძლევა პრეპარატი დატანილი იქნას სხეულის მთელ ზედაპირზე და ხელს უწყობს აქტიური ნივთირერებების შეღწევას ეპიდერმისის ზედაპირული ფენის მეშვეობით მუნის შესასვლელი ხვრელების სიღრმეში. 

ჩვენებები:
მუნი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში; დემოდეკოზი.

დოზირების რეჟიმი:
მკურნალობა უნდა ჩატარდეს საღამოს 18-19 საათზე, იმისათვის, რომ პრეპარატი ახდენდეს მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში. დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ განიავების საშუალების მქონე საცხოვრებელში, ცეცხლის ნებიმიერი წყაროსაგან შორს.
პრეპარატით უნდა დამუშავდეს სხეულის მთელი ზედაპირი, გარდა სახისა და თმისა. პრეპარატის შესხურება უნდა წარმოებდეს კანის ზედაპირიდან 20-30 სმ-ის დაშორებით. განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა დამუშავდეს ხელებისა და ფეხების თითებშორისი ნაოჭების, იღლიების არე, შორისი ყველა ნაკეცი და დასნებოვნებული ადგილი. შემდეგ საჭიროა სუფთა ტანისამოსის ჩაცმა და 12 საათის განმავლობაში აკრძალულია დაბანვა.
12 საათის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ საპნით, თბილი, გამდინარე წყლით და გაიმშრალეთ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში) აუცილებელია ცხვირის, პირისა და თვალების დაფარვა ხელსაწმენდით. მეძუძური ასაკის ბავშვებში საფენების შეცვლისას აუცილებელია განმეორებით დაუმუშავდეს დუნდულების მთელი არე. აუცილებლობის შემთხვევაში სახის კანი დამუშავდეს პრეპარატ სპრეგალიში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით.
დემოდეკოზის შემთხვევაში პრეპარატის შეზელვა ხდება სახის კანის დაავადებულ უბნებზე პრეპარატ სპრეგალიში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით. მკურნალობის ხანგრძლივობა დემოდეკოზის დროს შეადგენს 1-2 კვირას.

გვერდითი მოვლენები:
სპრეგალი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რაც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენებები:
ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური გადაუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:
სპრეგალის ერთი ბალონი საკმარისია სამი ადამიანის სამკურნალოდ. უნდა ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალში და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის შემთხვევით თვალში მოხვედრისას აუცილებელია მისი გამორეცხვა თბილი წყლით. ხელახალი დასნეულებისაგან დაცვის მიზნით აუცილებელია ლოგინის თეთრეულის და ტანსაცმლის დამუშავება პრეპარატით A-პარი.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ, დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 50ºC მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

მწარმოებელი:
SCAT, საფრანგეთი