ლეკროლინი 20მგ/მლ 10მლ თვ/წვ

ლეკროლინი 20მგ/მლ 10მლ თვ/წვ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კრომოგლიკატი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7079
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლეკროლინი
თვალის წვეთები

  
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
კრომოგლიცინის მჟავა

წამლის ფორმა:
თვალის წვეთები

ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ნატრიუმის კრომოგლიკატი – 20 მგ, 40 მგ                                                                    
ინერტული შემავსებლები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, პოლივინილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სხვა ანტიალერგიული პრეპარატები

კოდი ATX:
S01GX01

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიალერგიული მოქმედება, ახდენს მემბრანების მასტაბილიზირებელ მოქმედებას, აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, სუბსტანციის ნელი რეაგირებით) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას.
ყველაზე უფრო ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენების დროს.
ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია თვალის ლორწოვანი გარსის მეშვეობით უმნიშვნელოა. სისტემური ბიომისაწვდომობა - 0,1%-ზე ნაკლებია. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 5-10 წუთი.

მიღების ჩვენება:
- ალერგიული კონიუნქტივიტები;
- ალერგიული კერატიტები;
- კერატოკონიუნქტივიტები;
- თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გამოწვეული ალერგიული რეაქციებით (გარემოს ფაქტორები, პროფესიონალური მავნე ფაქტორები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარის მტვერი და შინაური ცხოველების ბეწვი).

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება
მოზდრილები და 4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
ლეკროლინი 20 მგ/მლ:
1-2 წვეთი ყოველ კონიუნქტივალურ პარკში დღეღამეში 4-ჯერ. 
ლეკროლინი 40 მგ/მლ:
1-2 წვეთი ყოველ კონიუნქტივალურ პარკში დღე-ღამეში 2-ჯერ. 

ბავშვთა ასაკი 4 წლამდე:
მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ, ანუ პროფილაქტიკურად მცენარის მტვერის გაჩენამდე. მკურნალობა გრძელდება ყვავილობის მთელი სეზონის განმავლობაში და მას შემდეგაც თუ სიმპტომები ისევ რჩება. 
 
უკუჩვენება:
ადგილობრივი მიღების დროს ნატრიუმის კრომოგლიკატს ახასიათებს კარგი ამტანობა და თვალის გაღიზიანების სიმპტომები იშვიათია.
ზოგადი (>1/100): წვის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივად გაღიზიანება და მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა.
ძალიან იშვიათი: (>1/10000): ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
გამოკვლევები ცხოველებზე აჩვენებს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა ძალიან მცირეა. მისი ადგილობრივად გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლინება ნაკლებმოსალოდნელია. თუ ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენა  მაინც აღინიშნება, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღემდე ნატრიუმის კრომოგლიკატის არასასურველი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნებოდა.

განსაკუთრებული მითითებები
კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ლეკროლინი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას მიზანშეწონილი არ არის. თვალის წვეთების ინსტილაციის დროს, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
გავლენა მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პაციენტებისათვის, რომლებსაც პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმკვეთრე, რეკომენდებული არ არის მანქანის ტარება ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ მოწყობილობასთან, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს ჩაწვეთებისთანავე.
ფლაკონი უნდა დაიხუროს ყოველი გამოყენების შემდეგ. ნუ შეეხებით თვალს ფლაკონის პიპეტის წვერით.

გამოშვების ფორმა:
ხსნარი (თვალის წვეთები) 5 ან 10 მლ ტევადობის თეთრ პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონში (დაბალი სიმკრივის პოლიეთილენი). ფლაკონები დახუფულია პლასტიკური საცობით-საწვეთურით (მაღალი სიმკრივის პოლიეთილენი) დახრახნილი ხუფით.
ყოველი ფლაკონი შეფუთულია მუყაოს ყუთში პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. გამოიყენეთ ფლაკონის პირველი გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვის პირობების მიმართ:
+15 . . +25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტის გარეშე

მწარმოებლები:
სს „სანტენ“
ფინეთი, ტამპერე, 33721