გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)

გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)

0.89 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ოფიცინა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 70784
გააზიარე:

გლიცერინი

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები

გლიცერინი (1,2,3-პროპანტრიოლი) ან გლიცეროლი უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი) მოტკბო გემოთი, ჰიგროსკოპიული სითხე. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების, საშოს ბურთულების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად.

გამოშვების ფორმა
სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს. როგორც ენდო-, ასევე ეგზოგენური გლიცერინი განიცდის ჟანგვას ნახშირმჟავად და წყლის წარმოქმნით. სუფთა სახით გლიცერინს (გლიცეროლს) გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც ქრება წყლის (30-50%-მდე), ვაზელინის, ლანოლინის დამატების დროს. გლიცერინი ამცირებს ბევრი სამკურანლო საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას. იგი თითქმის არ შეიწოვება კანით, თუმცა კარგად – ლორწოვანი გარსებით.

 

ჩვენება
პრეპარატი ინიშნება როგორც კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალება, ასევე ყაბზობის დროს.
 
დოზირებადამიღებისწესი
მოზრდილებში, მშრალი დამსკდარი კანის დროს, გლიცერინი ინიშნება აპლიკაციის სახით. როგორც საფაღარათო საშუალება, სანთლების და ოყნის სახით (2-5მლ).

 

გვერდითიმოვლენები
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

 

უკუჩვენება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები და სიმსივნეები, საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვა, კანის დესტრუქციული პროცესები.

 

შენახვისვადადაპირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში. ვარგისობა მითითებულია შეფუთვაზე.


გამოშვებისფორმა
25მლ სითხე ფლაკონში.

 

მწარმოებელი

საქართველო, ოფიცინა.