არვიმაქსი ჰოთკაპი 8გ #10პაკ

არვიმაქსი ჰოთკაპი 8გ #10პაკ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცაცხვი+გვირილა+ვიტ.ცე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 70673
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

არვიმაქსი ჰოთკაპი

 

ინფორმაცია მომხმარებლისათვის.

ერთი პაკეტის შემადგენლობა: შაქარი - 6,81 გ, C ვიტამინი - 20 მგ, ცაცხვის ხმელი ყვავილის ექსტრაქტი - 64 მგ, დიდგულას ხმელი კენკრის ექსტრაქტი -40 მგ, ხმელი სამკურნალო გვირილას   ექსტრაქტი (ფხვნილი) - 40 მგ, ჟოლოს ხმელი ფოთლების ექსტრაქტი (ფხვნილი) - 64 მგ, კოჭას  ხმელი ფესვის ექსტრაქტი (ფხვნილი) - 144 მგ, თუთიის გლუკონატი - 17,6 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოს არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, ყინულის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, აზორუბინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის მჟავა.

საერთო დახასიათება

არვიმაქსი ჰოთკაპი - დიეტური დანამატი სპეციალურად შერჩეული შემადგენლობით, რომელიც შეიცავს კოჭას ფესვის, ცაცხვის ყვავილის, სამკურნალო გვირილას ყვავილის, ჟოლოს ფოთლების, დიდგულას კენკრის ექსტრაქტებს, C ვიტამინისა და თუთიის დამატებით. არვიმაქს ჰოთკაპს აქვს  ხილის სასიამოვნო  გემო და არომატი. არვიმაქს ჰოთკაპის შემადგენელი ინგრედიენტები, თავისი შემადგენლობების გამო, ხელს უწყობენ სასუნთქი და იმუნური სისტემების სათანადო ფუნქციონირებას, გაციების დროს ეფექტურად ებრძვიან მის სიმპტომებს, იცავენ ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისაგან, ახდენენ C ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობის შევსებას ყოველდღიურ რაციონში.

ცაცხვის ყვავილები - შეიცავენ ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ტანინებს, გლიკოზიდებს. ფლავონოიდები - არეგულირებენ სისხლძარღვთა კედლების გამტარობას; ტანინები - ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; გლიკოზიდები - განაპირობენ ცაცხვის ოფლდენ მოქმედებას. ამის გარდა, ცაცხვის ყვავილი მდიდარია C ვიტამინით და კაროტინით, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დამოუკიდებლად ახდენს A ვიტამინის სინთეზს. ცაცხვის ყვავილი, რომელიც ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენ, შარდმდენ, გამაყუჩებელ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გაციების, ბრონქიტის, ციებ-ცხელების დროს, აგრეთვე ქრონიკული ხველის სამკურნალოდ, ფილტვებში ნახველის დაგროვებისას.

ჟოლოს ფოთლები - შეიცავენ სხვადასხვა ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს და C ვიტამინს, გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ეფექტური სიცხის დამწევი საშუალება. ჟოლოს ფოთლებში შემავალი სალიცილატები  წარმოადგენენ ბუნებრივ ასპირინს და ხელს უწყობენ მაღალი ტემპერატურის მნიშვნელოვან დაწევას და გაძლიერებულ ოფლდენას. ჟოლოს ფოთლები, რომლებსაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებების ფართო სპექტრი, გამოიყენება როგორც ანტიტოქსიკური და ამოსახველებელი საშუალება. აძლიერებენ ადამიანის საერთო იმუნიტეტს და ეხმარებიან გაციების და სხვადასხვა ვირუსული დაავადებების დაძლევაში.

გვირილა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ქარების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი საშუალება. გვირილას ყველასე ფასეული მოქმედი ნივთიერებები არის ეთერზეთები, განსაკუთრებულად ჰამაზულენი, გლიკოზიდები, ფლავონოიდები და ორგანული მჟავები, აგრეთვე ცილები, გუმფისები და სხვა. ეთერზეთების გამო გვირილას აქვს სადეზინფექციო, ოფლმდენი და გამაყუჩებელი თვისებები.

დიდგულას ნაყოფი შეიცავს ანტოციანებს, კარბონულ ნაერთებს, ტანინებს, ამინომჟავებს, კაროტინს და C ვიტამინს. იგი გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ოფლმდენი, შემკვრელი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას სასუნთქი ორგანოების დაავადებებისას.

კოჭა - შეიცავს ბევრ ფასეულ კომპონენტს, მათ შორის უჯრედისს, ასპარაგინს, ქოლინს, ლინოლის, კაპრილის, ოლეინის მჟავებს, C, B1, B2, B3 ვიტამინებს, ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და მდიდარ მინერალურ კომპლექსს (კრემნიუმი, ალუმინი, თუთია, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა). კოჭას ფესვი აგრეთვე შეიცავს ეთერულ ზეთს, რომლის მთავარი კომპონენტია ზინგიბერენი, ტერპენების კლასის ორგანული შენაერთების ჯგუფიდან. ამის გარდა, იგი შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, მათ შორის -ბეტა-კაროტინს, გინგეროლს, კაპსაიცინს, კურკუმინს, კოფეინის მჟავასდა სხვა. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ, გამაყუჩებელ, სამკურნალო, ოფლმდენ, შარდმდენ, მატონიზირებელ, ანტიბაქტერიულ მოქმედებას. კოჭას ფესვი აძლიერებს იმუნიტეტს, გამოირჩევა ძლიერი ამოსახველებელი თვისებებით. კოჭას საფუძველზე დამზადებული სასმელები ახდენენ საუკეთესო გამათბობელ ეფექტს.

C ვიტამინი და თუთია - წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს, ასტიმულირებენ ანტისხეულების სინთეზს, აუმჯობესებენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, ხელს უწყობენ უფრო სწრაფ გამოჯამრთელებას გაციების დროს.

გამოყენების რეკომენდაციები:

არვიმაქსი ჰოთკაპი - ნატურალური საშუალება, რომელსაც გააჩნია ზოგადი გამაჯანსაღებელი თვისებები  გაციების სეზონის დროს.

მისი აქტიური კომპონენტები ამაღლებენ გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, აძლიერებენ მას იმუნიტეტის დაქვეითების დროს, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ეხმარებიან გაციების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაში, წარმოადგენენ C ვიტამინისა და თუთიის წყაროს.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენება: გახსენით პაკეტის შიგთავსი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და მიიღეთ ცხელი სასმელის სახით.

მოზრდილებში: 1 პაკეტი დღე-ღამეში 3-ჯერ.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღე-ღამეში ერთხელ.

ბავშვებმა უნდა მიიღონ ოთახის ტემპერატურამდე გაციებული, უფროსების კონტროლის ქვეშ.

გამოყენების ვადა: ერთ თვემდე, შემდგომი გამოყენება და განმეორებითი კურსის ჩატარების შესაძლებლობა შეუთანხმეთ ექიმს.

გაფრთხილება: პროდუქტი არ არის მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების  და ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

უკუჩვენებები:

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;

გამოშვების ფორმა: ფხვნილი, შეფუთული პლასტიკურ პაკეტში, წონა - 8 გ. შეფუთვა: 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: შეინახეთ არა უმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში სინათლისაგან დაცულ ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან.

მწარმოებელი:

"TACTIKA Pharmaceuticals Sp.z. o.o/

ტაქტიკა ფარმასიუტიკალს სპ.ზ.ო.ო",

პოლონეთი, 44-100 გლივიცე, ბანკის ქუჩა.

მწარმოებულია:

შპს "არვინ გრუპ", ლატვია, ლვ-1073, ქ.რიგა, ილუკსტეს 25E-სთვის.

იმპორტიორი:

შპს "ქიურამაქსი", უკრაინა, ქ.კიევი, კიკვიძის ქუჩა, 18 ა.