აუკლავი-ჰუმანითი 1000მგ#7ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amoxicillin, clavulanic acid
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: MEDOPHARM PRIVATE LIMITED
- მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
- გამოშვების ფორმა: 228,5მგ ფხვნილი (200მგ+28,5მგ)/5მლ 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად HDPE ბოთლი №1 საზომი თავსახურით
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
სავაჭრო დასახელება
აუკლავი-ჰუმანითი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
აუკლავი-ჰუმანითი (ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა)
სამკურნალწამლო ფორმა
ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 200მგ / 400მგ ამოქსიცილინის ექვივალენტური რაოდენობით, კალიუმის კლავულანატს, 28,5მგ / 57მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტური რაოდენობით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ათქ კოდი: J01CR02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ორივე კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ერთამენთის მსგავსია. ორივე ნივთიერების პიკური პლაზმური დონეები მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 60-80 წუთის ფარგლებში. მიღების შემდეგ ამოქსიცილინის დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა ამოქსიცილინის სახით და კლავულანის მჟავას პერორალური დოზის დაახლოებით 30-40% გამოიყოფა შარდში კლავულანის მჟავას სახით, მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავას ორი მეტაბოლიტის მცირე რაოდენობა, 1-ამინო-4-ჰიდრო-ქსიბუტან-2-ერთი და 2, 5-დიჰიდრო-4-(2-ჰიდროქსიეთილ) 5-ოქსო-1H-პიროლ-3-კარბოქსილური მჟავას არსებობა ასევე შიენიშნებოდა შარდში.
კლავულანის მჟავა 13%-ით და ამოქსიცილინი კი დაახლოებით 20%-ით უკავშირდება შრატს. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უმარისობისას დოზირების კორექცია უნდა მოხდეს “დოზირების და მიღების წესები”-ს მიხედვით, ასევე რეკომენდებულია მისი სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის მწვავე დისფუნქციის დროს. ამოქსიცილინის კალიუმის კლავულანატის დოზის გაორმაგება აორმაგებს მიღწეულ შრატისმიერ დონეებს.
ფარმაკოდინამიკა
ამოქსიცილინი და კალიუმის კლავულანატის პერორალური სუსპენზია წარმოეადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. რომელიც გამოიყენება ბაქტერიების წინააღმდეგ ზოგად პრაქტიკასა და ჰოსპიტალში. კლავულანატის დამატებითი მოქმედება აფართოებს ამოქსიცილინის სპექტრს, მოიცვას ორგანიზმების დიდი სპექტრი, მათ შორის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ორგანიზმები. კო-ამოქსიკლავი მოქმედებს ორგანიზმთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავას კომბინაცია არის ახალი კონცეფცია ანტიობიოტიკოთერაპიაში. ანტიბიოტიკის უმრავლესობის მიმართ რეზისტენტობა გამოწვეულია ბაქტერიული ფერმენტებით, რომელიც პათოგენზე ზემოქმედებამდე არღვევს ანტიბიოტიკს. ამოქსიცილინსა და კალიუმის კლავულანატში კლავულანატის შემცველობა აუკლავში ხელს უწყობს მსგავს დაცვით მექანიზმს ბეტა-ლაქტამური ფერმენტების ბლოკირებას, რისი მეშვეობითაც ორგანიზმები ხდებიან მგრძნობიარენი ამოქსიცილინის სწრაფი ბაქტერიოციდული ეფექტის მიმართ. კლავულანატს გააჩნია მცირე ანტიბაქტერიული მოქმედება.
ამოქსიცილინის და კალიუმის კლავულანატის კომბინაცია წარმოდგენილია 2:1 და 4:1 ფიქსირებული დოზირების ფორმების პროპორციით. in vitro და in vivo დაკვირვების მიხედვით, კლავულანის მჟავა არის უამრავი ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების ინჰიბიტორი, რაც ზრდის ამოქსიცილინის სპექტრს მიღწეული შრატისმიერი კონცენტრაციებით იმოქმედოს Haemophilus influenzae, H. ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Staphylococcus aureus და Branhamella catarralis, შარდში მიღწეული კონცენტრაციებით, E. coli-ს ბევრი ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამები, Klebsiella, Proteus და Citrobacter - წინააღმდეგ. კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი და ზოგჯერ გამოიყენება პენიცილინის ჯგუფის ანტიობიოტკიკებთან ერთად, იმისთვის, რომ დათრგუნოს ანტიობიოტიკის მიმართ ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის მოქმედება. იგი განსაკუთრებით გამოიყენება იმ ბაქტერიების რეზისტენტობის დასათრგუნად, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების სეკრეტირებას. ყველაზე ხშირად კალიუმის მარილი, კალიუმის კლავულანატი გამოიყენება ამოქსიცილინთან ან ტიცარცილინთან კომბინაციაში. კლავულანის მჟავას გააჩნია უმნიშვნელო შიდა ანტიმიკრობული მოქმედება, მიუხედავად ბეტა-ლაქტამური რგოლის გაზიარებისა, რაც დამახასიათებელია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისთვის. თუმცა, ანალოგიურად მოლეკულა ქიმიურ სტრუქტურაში მოქმედებს, როგორც ზოგიერთი ბაქტერიის მიერ სეკრეტირებული ბეტა-ლაქტამაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, რაც ანიჭებს რეზისტენტობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. მსგავსი ინჰიბირება აღადგენს ბეტა-ლაქტამის ანტიმიკრობულ მოქმედებას.
გამოყენების ჩვენებები
ინიშნება ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
• ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, მქვავე ოტიტი);
• სარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეტრიტი);
• კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, დერმატოზები, აბსცესი, ჭრილობების ინფექციები);
• ძვლების და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ოსტეომიელიტი;
• ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას, საჭიროა მათი გამოყენების შესახებ ოფიციალური მითითებების გათვალისწინება.
• ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე და თირკმლის ფუნქციაზე, ასევე ინფექციის სიმწვავეზე. დოზირება ხდება აუკლავ-ჰუმანითი-ს შემადგენლობის მიხედვით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც დოზები მიეთითება ცალკეული კომპონენტების მოხედვით
მსუბუქი და ზომიერი სიმწვავის ინფექციები |
250/125მგ დღეში 3-ჯერ, ან 500/125მგ 2- 3-ჯერ დღეში, ან 875/125მგ 2-ჯერ დღეში |
მწვავე ინფექციები (მათ შორის საშარდე გზების ქრონიკული და მორეციდივე ინფექციები, ასევე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები) |
2-ჯერ 250/125 მგ 3-ჯერ დღეში , ან 1- 2- ჯერ 500/125 მგ |
აუკლავი - ჰუმანითი ორი 250/125 მგ ტაბლეტის ჩანაცვლება დაუშვებელია აუკლავი - ჰუმანითი ერთი 500/125მგ ტაბლეტში, რადგან ისინი არ არიან ექვივალენტურები.
ბავშვები:
დოზირება განისაზღვრება ბავშვის ასაკის ან მგ/კგ/დღეში მიხედვით (2-3 გაყოფილ დოზად მიღებული) ან მლ სუსპენზია თითოეულ დოზაზე ან სხვა ფორმების ექვივალენტური.
40კგ და მეტი წონის ბავშვებში დოზირება უნდა მოხდეს მოზარდების შესაბამისად.
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
|
3-ჯერ დღეში (4:1) ფორმით |
2-ჯერ დღეში (7:1) ფორმით ფორმით |
დაბალი დოზა (მგ/კგ/დღე) |
20/5 - 40/10 |
25/3.6 - 45/6.4 |
მაღალი დოზა (მგ/კგ/დღე) |
40/10 - 60/15 |
45/6.4 - 70/10 |
დაბალი დოზები რეკომენდებულია კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს, ასევე მორეციდივე ტონზილიტის დროს.
მაღალი დოზები რეკომენდებულია ოტიტის, სინუსიტის, ქვედა სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციების დროს.
მიღების წესი
აუკლავი - ჰუმანითი მიიღება პერორალურად.
მიიღება ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის მხრივ აუტანლობის მინიმუმადე დასაყვანად და შეწოვის ოპტიმიზაციისთვის.
შეანჯღრიეთ ფხვნილი, დაამატეთ წყალი მითითების მიხედვით და კვლავ შეანჯღრიეთ. ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი.
გვერდითი მოვლენები
ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს დიარეა, გულისრევა და ღებინება. კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემების ორგანოთა კლასის მიხედვით. გვერდითი მოვლენების კლასიფიკაციისას გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია. ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100 - <1/10)
არახშირი (≥1/1,000 - <1/100)
იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000)
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი - ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი - შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათლით) და თრომბოციტოპენია ძალიან იშვიათი - შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობა, ვასკულიტი.
ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი - შექცევადი ჰიპერაქტიურობა და კონვულსიები. კონვულსიების გავნითარება შესაძებელია თირკმლის უკმარისობის მოქნე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას.
კუჭ-ნაწლავის მხრივ
მოზრდილები
ძალიან ხშირი - დიარეა
ხშირი - გულისრევა, ღებინება
ბავშვები
ხშირი - დიარეა, გულისრევა, ღებინება
ყველა სახის პოპულაცია: გულისრევა უფრო მეტად ასოცირდება მაღალი დოზების მიღებასთან. კუჭ-ნაწლავის მხრივ რეაქციების დროს მათი შემცირება შესაძლებელია აუკლავი - ჰუმანითის ჭამამდე მიღებით.
არახშირი - საჭმლის მოუნელებლობა
ძალიან იშვიათი - ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი). შავი ხაოიანი ენა, კბილების ზედაპირის გაუფერულება შეინიშნებოდა ბავშვებში. პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა თავიდან აგვაცილებს კბილების ფერის შეცვლა კბილების გამოხეხვის მეშვეობით. მოცემული მტკიცებულება დამახასიათებელია სიროფისთვის, სუსპენზიისთვის და საღეჭი ტაბლეტისთვის.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი - ასტ-ს და ალტ-ს ზომიერი მომატება შეინიშნებოდა ბეტა-ლაქტამური კლასის ანტიბიოტიკების მიღების დროს, მაგრამ მათი მნიშვნელობა უცნობია. ძალიან იშვიათი - ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. მსგავსი სიმპტომები შეინიშნებოდა სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღებისას. ღვიძლის მხრივ მოვლენები შეინიშნებოდა განსაკუთრებით მამაკაცებში და ხანდაზმულებში და ასოცირდება ხანგრძლივ მკურნალობასთან.
ბავშვები (დამატებითი მტკიცებულება): მსგავსი მოვლენები ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა ბავშვებში.
ყველა სახის პოპულაცია: ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი ვითარდება მკურნალობის დროს ან შემდეგ მოკლე პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ვერ მოხერხდეს მათი შემჩნევა რამოდენიმე კვირის მანძილზე. ისინი, როგორც წესი შექცევადია. ღვიძლის მოვლენები შესაძლოა იყოს მწვავე, ძალიან იშვიათად ადგილი ჰქონდა სიკვდილიანობას. მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით პაციენტებში, ფონური სერიოზული დაავადებით ან სხვა პრეპარატების მიღებით, ცნობილი როგორც ღვიძლის ეფექტების გამაძლიერებელი საშუალებები.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
იშვიათი - კანზე გამონაყარი, პრურიტი, ჭინჭრის ციება იშვიათი - მულტიფორმული ერითემა ძალიან იშვიათი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულეზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი. ნებისმიერი ჰიპერმგრძნობიარე დერმატიტის რეაქციების განვითარებისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თირკმლის და საშარდე გაზების მხრივ
ძალიან იშვიათი - ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, -, რომელიმე პენიცილინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ისტორია (მაგ., ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი). ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიერ გამოწვეული სიყვითლის/ღვიძლის უკამრისობის ისტორია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები
პერორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში და მათი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. თუმცა ლიტერატურაში მოყვანილია შემთხვევები საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატების შესახებ, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და ამოქსიცილინს. მათი ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პროთრომბინის დროის და საერთშორისო ნორმალიზებული შეფარდების სათანადო მონიტორინგი, ამოქსიცილინი მოხსნის ჩათვლით. ამასთან ერთად, აუცილებელია პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.
მეთოტრექსატი
პენიცილინებმა შესაძლებელია გაზარდონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის გაძლიერებას.
პრობენეციდი
არ არის რეკომენდებული პრობენეციდთან ერთად გამოყენება. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას, მაგრამ არა კლავულანის მჟავის.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
თერაპიის დაწყებამდე საჭიროა გამოკითხვა, მანამდე განვითარებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ.
შეინიშნებოდა სერიოზული და იშვიათად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქტოიდური ) რეაქციები პაციენტებში, პენიცილინით თერაპიის დროს. მოცემული რეაქციები უფრო მეტად ვითარდება პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიის მქონე პაციენტებში და ატოპიურ ინდივიდებში. ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაინიშნოს სათანადო თერაპია. თუ დამტკიცდება, რომ ინფექცია გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრნძობიარე ორგანიზმის მიერ, მაშინ უნდა მოხდეს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავადან ამოქსიცილინზე გადასვლა, ოფიციალური მითითებების მიხედვით.
კო-ამოქსიკლავის მოცემული ფორმა არ გამოიყენება, როდესაც არსებობს სავარაუდო პათოგენის მიერ ბეტა-ლაქტამური ნივთიერებების მგრძნობელობის შემცირების მაღალი რისკი. მოცემული ფორმის გამოყენება დაუშვებელია პენიცილინის მიმართ რეზისტენტული S. pneumoniae-ს სამკურნალოდ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ მიიღება ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის შემთვხვევაში, რადგან შეინიშნებოდა წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება ამოქსიცილინის გამოყენების შედეგად.
ალოპურინოლის ამოქსიცილინთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გაიზარდოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა.
გახანგრძლივებული გამოყენება იშვიათად იწვევს რეზისტენტული ორგანიზმების განვითარებას.
მკურნალობის დასაწყისში პუსტულოზთან ასოცირებული გენერალიზებული ერითემის განვითარება შესძლებელია იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის ნიშანი. მოცემული რეაქციის შემთხვევაში უნდა შეყდეს აუკლავი-ჰუმანითი-ს მიღება.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის მხრივ მოვლენები ძირითადად შეინიშნებოდა მამაკაცებში და ხანდაზმულებში და ასოცირდებოდა ხანგრძლივ მკურნალობასთან. მოცემული მოვლენები ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა ბავშვებში. ყველა პოპულაციაში, ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი ვითარდება მკურნალობის დროს ან შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება არ მოხდეს მათი გამოვლენა რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ისინი, როგორც წესი შექცევადია. ღვიძლის მოვლენები შესაძლოა იყოს მწვავე, ძალიან იშვიათად ადგილი ჰქონდა სიკვდილიანობას. მოცემული მოვლენები ძირითადად ვითარდება პაციენტებში სერიოზული ფონური დაავადების შემთხვევაში ან სხვა პრეპარატებთნ ერთად მიღებისას, რომლებიც აძლიერებენ ღვიძლის მხრივ ეფექტებს.
შეინიშნებოდა ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების მიღებისას და შესაძლებელია იყოს მსუბუქი ან სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ, მოცემული დიაგნოზის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში, რომელთც აღენიშნებათ დიარეა რომელიმე ანტიბიოტიკის მიღებისას. ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიღება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და სათანადო თერაპიის დანიშვნა. მოცმეულ სიტუაციაში პერისტალტიკის დამთრგუნველი პროდუქტები უკუნაჩვენებია.
ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა ორგანოთა სისტემების ფუნქციის შემოწმება, მათ შორის თირკმლის, ღვიძლის და სისხლმბადი სისტემის.
იშვიათად, შეინიშნებოდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიღების დროს. ამასთან ერთად ანტიკოაგულანტების დანიშვნისას უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი. შესაძლებელია საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზების კორექცია სათანადო დოზის ანტიკოაგულაციის მისაღწევად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია უკმარისობის ხარისხის გათვალსიწინებით.
შარდის გამოყოფის შემცირების შემთხვევაში, იშვიათად, შეინიშნებოდა კრისტალურიის განვითარება, განსაკუთრებით, პარენტერული თერაპიისას. ამოქსიცილინის მაღალი დოზის მიღებისას უნდა მოხდეს სათანადო რაოდენობის სითხის მიღება ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. შარდის ბუშტის კათეტერის არსებობისას უნდა მოხდეს გამავლობის რეგულარული შემოწმება.
ამოქსიცილინით მკურნალობისას, უნდა მოხდეს გლუკოზა-ოქსიდაზას ფერმენტაციული მეთოდის გამოყენება, შარდში გლუკოზის არსებობაზე, რადგან არაფერმენტული მეთოდით შესაძლებელია ცრუ-დადებითი შედეგის მიღება.
აუკლავ-ჰუმანითი-ში კლავულანის მჟავას არსებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს IgG -ს და ალბუმინის არასპეციფიკური კავშირი წითელი უჯრედების მემბრანების მიერ კუმბსის ტესტის ცრუ-დადაბითი შედეგით.
პაციენტებში, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიღებისას ადგილი ჰქონდა დადებითი შედეგის მიღებას Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტირებისას, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ პაციენტებს აღენიშნებოდათ Aspergillus ინფექციის არარსებობა. შეინიშნებოდა არა-Aspergillus პოლისაქარიდების და პოლიფურანოზიდების ჯვარედინი რეაქციები Bio-Rad Laboratories Platelia Aspergillus EIA ტესტირებისას. ამიტომ, ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას მიღებისას ტესტირების დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მისი ინტერპრეტირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და დადასტურდეს სხვა სადიაგნოსტიკო მეთოდებით.
ჭარბი დოზირება
შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ამოქსიცილინით კრისტალურიამ შესაძლოა გამოწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მაღალი დოზების მიღების დროს შესაძლებელია კონვულსიების განვითარება.
შარდის ბუშტის კათეტერის არსებობისას შესაძლებელია ამოქსიცილინის დალექვა, განსაკუთრებით დიდი დოზების ინტრავენური მიღებისას. უნდა მოხდეს გამავლობის რეგულარული მონიტორინგი.
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომების მკურნალობა სიმპტომურია, წყალ-ელექტროლიტების ბალანსის აღდგენით.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის მეშვეობით.
შეფუთვა:
ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში, ერთი ბოთლი საზომი თავსახურით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მომზადებული სუსპენზია ინახება მაცივარში და ვარგისია 7 დღის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა: 24 თვე
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
მწარმოებელი:
MEDOPHARM PRIVATE LIMITED., ინდოეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სს “ჰუმანითი ჯორჯია” საქართველო