ტირფენსი 2მგ/მლ 150მლ სიროფი

ტირფენსი 2მგ/მლ 150მლ სიროფი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფენსპირიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 70629
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

წამლის ფორმა: სიროფი
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ოდნავ ბლანტი სითხე.

შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, არომატიზატორი “ლიმონი”, არომატიზატორი “მარწყვი”, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: R03DX03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო სისტემური გამოყენების სხვა პრეპარატები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტირფენსი ახდენს ბრონქოკონსტრიქციისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ფენსპირიდი აბლოკირებს H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, ახდენს ანტიჰისტამინურ, სპაზმოლიზურ მოქმედებას ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე და ხელს უშლის შეშუპების განვითარებას, ამცირებს ცხვირიდან ლორწოს გამოყოფას და ბრონქული სეკრეტის რაოდენობას.
პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ანთების ფაქტორების (ციტოკინები, TNF-α, არაქიდონის მჟავას წარმოებულები, პროსტაგლანდინები, ლეიკოტრიენები, თრომბოქსანი, თავისუფალი რადიკალები) წარმოქმნისა და სეკრეციის დათრგუნვით.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ფენსპირიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 0,5-დან 8 საათამდე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 საათს.
გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.

გამოყენების ჩვენებები 
- ლორ-ორგანოების და სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების (ოტიტი, სინუსიტი, რინიტი, რინოფარინგიტი, ტრაქეიტი, რინოტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი) მკურნალობა;
- ბრონქული ასთმა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტი და ალერგიის სხვა გამოვლინებები რესპირაციული სისტემის და ლორ-ორგანოების მხრივ;
- წითელას რესპირაციული გამოვლინებები;
- რესპირაციული მოვლენები წითელას, ყივანახველას, გრიპის (ხველა, ხმის ჩახლეჩა, ყელში სიმშრალის და ფხაჭნის შეგრძნება) დროს.

მიღების წესი და დოზები
ტირფენსი ინიშნება შიგნით მისაღებად, ჭამამდე, საჭიროა ფლაკონის წინასწარ შენჯღრევა.
მოზრდილებში და მოზარდებში ინიშნება სიროფის 20-30 მლ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. 
2 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში სხეულის მასით 10 კგ-ზე მეტი – სიროფის 10-20 მლ 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
2 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში სხეულის მასით 10 კგ-ზე ნაკლები – სიროფის 5-10 მლ 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია მიღების ჩვენებებზე და დაავადების მიმდინარეობაზე.

წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ფენსპირიდის ჰიდროქლორიდის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- 2 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – ზომიერი ტაქიკარდია, რომლის გამოხატულება მცირდება პრეპარატის დოზის შემცირებისას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში; დაუდგენელი სიხშირის – დიარეა, ღებინება.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათი – ძილიანობა, დაუდგენელი სიხშირის – თავბრუსხვევა;
კანის საფარველის მხრივ: იშვიათი – ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა; დაუდგენელი სიხშირის – კანის ქავილი.
სხვა: დაუდგენელი სიხშირის – ასთენია, მომატებული დაღლილობა.

განსაკუთრებული მითითებები
ტირფენსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ფრუქტოზას აუტანლობით, გლუკოზას/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით, საქარაზას/იზომალტაზას დეფიციტით, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (სიროფის შემადგენლობაში საქაროზას არსებობის გამო). საზომი ჭიქის მოცულობის (15 მლ) სიროფი შეიცავს 3,75 გ საქაროზას, რაც 0,3125 ХЕ -ის ექვივალენტურია.
პრეპარატით მკურნალობა არ ანაცვლებს ანტიბიოტიკოთერაპიას.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში ტირფენსის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფენსპირიდის ურთიერთქმედება  სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია. თუმცა ფენსპირიდის ანტიჰისტამინური მოქმედების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ურთიერთქმედება:
- ბარბიტურატებთან;
- სხვა ანტიჰისტამინურ, ანალგეზიურ, ნარკოტიკულ, დამამშვიდებელ სამკურნალო საშუალებებთან, მაო-ის ინჰიბიტორებთან, ალკოჰოლთან.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, ღებინება, სინუსური ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი. სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები სიროფის 150 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში პლასტიკატის ხრახნიანი  თავსახურით.
1 ფლაკონი 15 მლ-იან საზომ ჭიქასთან (დანაყოფებით 5, 10, 15 მლ) და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.