ბელასტი 18მგ/მლ მზა შპრიცი

ბელასტი 18მგ/მლ მზა შპრიცი

0.00 ლარი
კატეგორია: სხვა
კოდი: 70114
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბელასტი (ჰიალურონის მჟავა) მზა შპრიცი

ფოსფატმარილოვანი ბუფერი   

 განივბმულიანი ჰიალურონის მჟავა PH  7,2

 

განკუთვნილია სახის კანის ქსოვილის მოცულობის გასაზრდელად, დერმის საშუალო შრეებში ფილერის შეყვანით  საშუალო და ღრმა ნაოჭების კორექციისთვის.

არ გამოიყენება: თვალის ირგვლივ არეზე,  ინტრავასკულარულად.

არ გამოიყენება: ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, 18 წლამდე ასეკში,  პაციენტებში რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ჰიალურონის მჟავას მიმართ, ჰიპერტროფულ ნაწიბურებზე.

არ გამოიყენება: ლაზერული თერაპიის დროს, ქიმიური პილინგის დროს, დერმაბრაზიის დროს.

არ გამოიყენება: კანზე ანთებითი პროცესების და ინფექციის დროს.

 

 

ბელასტი გამოიყენება მხოლოდ როგორც ინტრადერმალური იმპლანტი. გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ პროდუქტს აქვს ვარგისიანობის ვადა, არ არის დაზიანებული კოლოფის მთლიანობა და შენარჩუნებულია პროდუქტის სტერილობა. პროდუქტი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია გახსნილ მდგომარეობაში შენახული მზა შპრიცის გამოყენება, ამ შემთხვევაში არის ინფექციის განვითარების საშიშროება.

 

 

გამოყენების წინ აუცილებელია შეფასდეს პაციენტის საერთო მდგომარეობა, ავადმყოფობის ისტორია. პაციენტი მკურნალობის დაწყებამდე უნდა იყოს ინფორმირებული ბელასტის ჩვენებისა და უკუჩვენების შესახებ.  პროცედურის დაწყებამდე  სტერილურად უნდა დამუშავდეს უბანი, სადაც კეთდება ინექცია, პროცედურა უნდა ჩატარდეს სტერილური პირობების დაცვით. ინექციის დაწყებამდე, დააჭირეთ ხელი დგუშს ისე , რომ  ნემსის წვერზე გამოჩნდეს პირველი წვეთი. ინექცია უნდა გაკეთდეს ნელა, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ კანი გაფერმკრთალდა, ან გათეთრდა შეწყვიტეთ ინექცია, და დაამასაჟეთ კანი ბუნებრივი ფერის მიღებამდე.

ინექციის დასრულების შემდეგ, პროცედურა დაასრულეთ მსუბუქი მასაჟით.

 

 

ბელასტი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის, არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა გახსნილია, ან დაზიანებულია.

არ გამოიყენოთ ბელასტი იმადგილას სადაც არის იმპლანტი.

არ შეიძლება გამოყენებამდე ბელასტის შერევა სხვა პროდუქტებთან.

ცნობილია ჰიალურონის მჟავას შეუთავსებლობა ბენზალკონიუმის ქლორიდთან.

არ გამოიყენება სისხლის შედედების პრობლემების მქონე პაციენტებში, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იყენებენ ანტიკოაგულანტებს,  თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს. ასევე არ არის რეკომენდებულია პროცედურამდე 1 კვირით ადრე ასპირინის, არასტეროიდების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, ასევე დიდი დოზით ვიტამინი C მიღება. ინექციის შემდეგ 12 საათის განმავლობაში არა არის რეკომენდებული მაკიაჟის გაკეთება.

ასევე პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ნამზეურის მიღება, ასევე არ არის რეკომენდებული პროცედურის ჩატარება ექსტრემალურად ცივ, ან ცხელ  კლიმატურ პირობებში.

ინექციის დროს, თუ დგუში დაიბლოკება, მაშინვე შეცვალეთ ნემსი.

აუცილებელია პაციენტის ინფორმირება იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლების შესაძლოა გამომჟღავნდეს და მომენტალურად  გაქრეს ინექციის შემდეგ:

სიწითლე, შეშუპება, აღნიშნული შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში.

ჰემატომა, სიმაგრე, კვანძი, ინექციის ადგილის გაუფერულება, ან ლაქის გაჩენა.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ინახება 2C – 25C ტემპერატურაზე

მოარიდეთ მზის პირდაპირ დასხივებას და ყინვას.