რეგაზიმი პლუსი #60ტ

რეგაზიმი პლუსი #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ასპერგილუსი+ანანასი+ლეღვი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 70100
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რეგაზიმ პლიუსი 60 ტაბლეტი

გამოყენების ინსტრუქცია
რეგაზიმი პლუსი
ბუნებრივი ფერმენტი, რომელიც დამზადებულია Aspergillus oryzae-ს, ანანასის, ლეღვის, კივის და პაპაიას ნაყოფის ფხვნილისაგან, ასევე შეიცავს სპირულინას კონცენტრანტს და ძირითად ტუტე მინერალებს.
საკვები დანამატი
ინგრედიენტები:
შემავსებელი მიკროკრისტალური ცელულოზა, ფერმენტის მასა შედგება Aspergillus oryzae-ს, მაგნიუმის ჰიდროგენფოსფატის, ანანასის, ლეღვის, კივის და პაპაიას ნაყოფის ფხვნილისაგან, გამაფხვიერებელი შელლაქი, ტიტანის დიოქსიდი, კალიუმის ციტრატი, სპირულინას კონცენტრანტი, შემავსებელი ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, გარსი - ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გამაფხვიერებელი საკვები ცხიმმჟავას მაგნიუმის მარილები, მცენარეული ზეთი.
კალორიების ცხრილი
ინგრედიენტები და რაოდენობა თითო ტაბლეტზე
3 ტაბლეტი შეიცავს
6 ტაბლეტი შეიცავს
ფერმენტების ნაზავი 101.0მგ
Aspergillus oryzae* მაგნიუმის ჰიდროგენფოსფატი 67.2 მგ (=9.375 მგ მაგნიუმს)
ანანასის ნაყოფის ფხვნილი* 50.0 მგ
პაპაიას ნაყოფის ფხვნილი * 50.0 მგ
ლეღვის ნაყოფის ფხვნილი * 20.0მგ
კივის ნაყოფის ფხვნილი * 20.0 მგ
სპირულინას კონცენტრატი-ი* 5.0 მგ
ნახშირწყლები 0.06გ
ცხიმი 0.004გ
ცილა 0.04გ
ფიზიოლოგიური კალორიული ღირებულება
1.99 კჯ/0.47კკალ
5.97 კგ/
1.41 კკალ
11.94 კჯ/
2.82 კკალ
* არ არის მონაცემები კვებითი ღირებულების შესახებ წესდების შესაბამისად
რეკომენდაცია გამოყენების შესახებ:
დღეში 3 ჯერ 1-2 ტაბლეტი შეძლებისდაგვარად უნდა მიიღოთ ჭამის წინ დაღეჭვის გარეშე, ცოტაოდენი წყლის მიყოლებით. დღიური დოზა რეგაზიმის 2 ტაბლეტი დღეში 3 ჯერ (6 ტაბლეტი) ავსებს უფროსებში მაგნიუმის დღიურ მოთხოვნილების 15 %-მდე მარაგს კვებითი ღირებულების შესახებ წესდების შესაბამისად.
მითითება:
რეგაზიმი პლუსი უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებმა შესაძლოა შეიცვალონ ფერი. ეს არ ახდენს რეგაზიმი პლუსის ხარისხზე ზემოქმედებას.
შეფუთვა:
შეფუთვა შეიცავს 36გ (600მგ-იანი 60 ტაბლეტი)
შეფუთვა 72გ (600 მგ-იანი 120 ტაბლეტი)
ფერმენტების მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის:
ფერმენტები არის ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში. ფერმენტებს შეიცავს მრავალი ბუნებრივი საკვები პროდუქტი. საკვები ღირებულების თვალსაზრისით ფერმენტები ხელს უწყობენ ორგანიზმის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას.
ფერმენტებს შეუძლიათ ორგანოთა ფუნქციებისა და მონელების პროცესების გაუმჯობესება.ამ მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად, ფერმენტები “ბუნებრივი კატალიზატორების” როლსაც ასრულებენ და აჩქარებენ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს. მაგალითად როგორიცაა საკვებით მიღებული ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნა. ამ შემთხვევაში ფერმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამხმარე ძალას.
ნორმაში ფერმენტები ორგანიზმში სინთეზირდება, 30 წლის შემდეგ ფერმენტების სითეზი ორგანიზმში თანდათანობით ქვეითდება, თუმცა მათდამი ორგანიზმის მოთხოვნილება არ იცვლება, პირიქით, გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედება, ტოქსინები, სტრესი, არაადექვატური კვება, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას ფერმენტებისადმი. მართალია ფერმენტებს ორგანიზმი საკვებითაც ღებულობს, მაგრამ საკვებ პროდუქტში ფერმენტების შემცველობამ დამზადების პროცესში ან საკვების გათბობისას შესაძლოა იკლოს.
ასეთ შემთხვევაში რეგაზიმი პლუსი ამარაგებს ორგანიზმს ფერმენტებით და იცავს მას.
ანანასი, პაპაია, კივი და ლეღვი ტროპიკული ხილია, რომელებიც მდიდარია მნიშვნელოვანი ფერმენტებით და შეიცავენ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი.
აზიური ბრინჯის სოკო (Aspergillus oryzae) არის ბიოლოგიური ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მდიდარია მრავალი სახეობის ფერმენტით. ანანასის, პაპაიას, ლეღვის და კივის ნაყოფი შეიცავს სპეციფიურ ფერმენტებს.
ფერმენტებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული pH-გარემო.
ნებისმიერ ფერმენტიზაციის პროცესს ესაჭიროება გარკვეული pH-დონე (მჟავებისა და ტუტე ნივთიერებების ბალანსი), ამას უზრუნველყოფს რეგაზიმ პლუსის შემცველი ტუტე მინერალური ნივთიერებები მაგნიუმის ჰიდროგენფოსფატი და კალიუმის ციტრატი. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ ფერმენტების მოქმედებას. ფერმენტების აქტივობის ბუნებრივი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
კო-ფერმენტები ფერმენტების მნიშვნელოვანი დამხმარე ნივთიერება.
ორგანიზმში ბუნებრივი გზით წარმოქმნილი მრავალი ფერმენტი საჭიროებს დამხმარე პარტნიორის სახით კო-ფერმენტებს. ეს ფერმენტები ორგანიზმში თავისთავად ვერ წარმოიქმნება, არამედ უნდა მიეწოდოს ორგანიზმს საკვები დანამატის სახით.
როგორ შეიძლება ჯანსაღი კვების მეშვეობით ჯანმრთელობის შენარჩუნება?
მიიღეთ უმეტესად ჯანმრთელი პროდუქტი, როგორიცაა ბოსტნეული, მწვანილები და ხილი. ასევე რეკომენდებულია ხილის ჩირის მიღება (მაგ., გარგრისა და ბანანის ჩირი). შეამცირეთ ხორცისა და ძეხვეულის მოხმარება. მრავალი პროდუქტი მომზადების პროცესში კარგავს (ხარშვის, მოთუშვის, წვის დროს და სხვ.) ვიტამინების, მინერალების, ფერმენტების და ძირითადი შემადგენლობის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ მიიღეთ დღიური საკვების გარკვეული რაოდენობა ნედლი სახით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კვების და რეგაზიმ პლუსის შესახებ:
მითითება კვების შესახებ:
საკვები პროდუქტები აწვდიან ორგანიზმს ენერგიას და სასიცოცხლო ბუნებრივ ნივთიერებებს. ადამიანის ყოფა დამოკიდებულია ასევე გარემოს ფაქტორებზე, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს სხეულზე.
რეგაზიმი პლუსი არ შეიცავს:
ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, შაქარს და ჟელატინს.
მითითება რეგაზიმ პლუსის შესახებ:
რეგაზიმ პლუსის შემცველი სპირულინას კონცენტრატი არ შეიცავს იოდს და მავნე ნივთიერებებს.
საკვები დანამატი არ ცვლის ბუნებრივ კვებას. არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება რეგაზიმ პლუსის გამოყენებასთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებებს.
თქვენი სიქსილ ჯგუფი
სიქსილ გმბჰ&კო.კგ, გერეონსმულენგასე 5,
50670 კიოლნი
ელ-ფოსტა: [email protected]
www.syxyl.de
ტელ: 0800/1652400; ფაქსი: 0800/1652700
არტესან ფარმა გმბჰ&კო.კგ, 29439 ლუხოვი