ბონიტა კოფი #14პაკ.

ბონიტა კოფი #14პაკ.

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 70013
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რა არის ყავა ბონიტა?

ეს არის გემრიელი იტალიური ყავა იმ სანელებლების დამატებით, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ საკვებად (კურკუმა, მუსკატის კაკალი, ქინძის თესლი, ბაზილიკი, აბზინდა, შავი პილპილი, ხახვი, ზაფრანა, დარიჩინი). სწორედ აღნიშნული ნარევი განაპირობებს  მის მადის დამაქვეითებელ ეფექტს.  გარდა სანელებლებისა, ყავა ბონიტა შეიცავს თუთიას და მანგანუმს (მონაწილეობენ მეტაბოლიზმის პროცესებში),  ამინომჟავა ლ-ტრიფტოფანი მოქმედებს მადის გაძლიერების ფსიქოემოციურ კომპონენტზე. იგი სეროგონინის წინამორბედია, რომლის ნაკლებობაც ხშირად აღინიშნება წონის მომატების დროს. 

 

როგორ უნდა მივიღოთ ყავა ბონიტა?

გახსენით ყავა ბონიტას 1 პაკეტი 50მლ ცხელ წყალში. საუკეთსო ეფექტი მიიღწევა კვებამდე 1 საათით ადრე დალევის შემთხვევაში. მიიღეთ დღეში 2-ჯერ (სადილის და ვახშმის წინ) 8 კვირის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში 1 პაკეტი დღეში 1-ჯერ (ძირითადი კვების წინ) 8 კვირის განმავლობაში. უკეთესი და სწრაფი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ყოველდღიურად 2 ლიტრი სითხის მიღება წყლის ან ჩაის სახით.

 

რა დროს არ შეიძლება ყავა ბონიტას დალევა?

შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს. არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.

 

რისგან შედგება ყავა ბონიტა?

ხსნადი ყავა - 82,57%,  კოფეინი - 5,5%, სანელებლების ნარევი (მასტაბილიზებელი გუმ არაბიკა, კურკუმას, მუსკატის კაკლის, ქინძის თესლის, ბაზილიკის, აბზინდას, შავი პილპილის, ხახვის, ზაფრანას, დარიჩინის ექსტრაქტები) - 6,15%,  თუთიის გლუკონატი - 0,53%, მანგანუმის გლუკონატი - 0,11%, ტრიფტოფანი  - 2,29%, სილიციუმის დიოქსიდი - 2,84%.

 

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 14 პაკეტი კოლოფში. პაკეტის წონა 2,18გ. კოლოფის წონა 30,52გ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30 C-სა., სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

 

მწარმოებელი: პრესენზა, იტალია.