რეოფარი #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
რეოფარი / REOFAR
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების ფორმა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
რეოფარის ერთი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, ტაბლეტი შეიცავს:
პანკრეატინი.......................................... 175 მგ ფერმენტული აქტივობით:
ამილაზა .............................................. 4200 F.I.P. ერთეული
ლიპაზა ................................................ 5367 F.I.P. ერთეული
პროტეაზა ............................................ 222 F.I.P. ერთეული
დიმეტიკონი ........................................ 25 მგ
ჰემიცელულოზა.................................... 50 მგ
ხარის ნაღვლის ექსტრაქტი .......... 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
მოქმედების მექანიზმი
პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია ამილაზური, ლიპოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. პანკრეატინის ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში.
დიმეტიკონი ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და ახდენს მათ გაერთიანებას, რაც განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.
ჰემიცელულოზა ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.
ხარის ნაღვლის ექსტრაქტი(ნაღვლის მჟავები) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას გააქტიურებასთან და ცხიმების დაშლასთან.
ჩვენება
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს;
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს;
- ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან;
- საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან;
- რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
სხვა პრეპარატებთან ერთად რეოფარის მიღებისას, სასურველია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ანოტაციაში მითითებული დოზით.
რეოფარით ორ კვირიანი მკურნალობის შედეგად, თუ არ მოხდება სიმპტომების გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილია.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევა დღემდე არ გამოვლენილა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ გამოვლენილა.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს.
ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე - ყოველი კვების შემდეგ 2 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები
პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავის დარღვევევბი (ღებინება, ტკივილი მუცლის არეში), მომატებული მგრძნობელობის რეაქციები და ა.შ.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
პრეპარატის მიღება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).