იზოკონაზოლი-M 600მგ#1სუპ+სათით
გააზიარე:
იზოკონაზოლ- М
ვაგინალურისუპოზიტორიუმი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: იზოკონაზოლ- М
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:იზოკონაზოლის ნიტრატი
ქიმიურიდასახელება: 1-a[(2,4 დიქლორ- b- დიქლორბენზილოქსი)-ფენეთილ]- იმიდაზოლისნიტრატი.
სამკურნალწამლო ფორმა:ვაგინალური სუპოზიტორიუმი 600 მგ.
აღწერა: თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ვაგინალური სუპოზიტორიუმი, გრძივჭრილში - ერთგვაროვანი.
შემადგენლობა: 1 სუპოზიტორიუმი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას იზოკონაზოლის ნიტრატი 600 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნოვატა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქკოდი
G01AF07
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იზოკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის სინთეტიკურ წარმოებულს. ახდენს სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივ ზემოქმედებას. მოქმედებს ფუნგისტატიკურად. აქტიურია დერმატოფიტების, ობის, საფუარისა და საფუარისმაგვარი სოკოების, ასევე გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკების, მიკროკოკების, სტრეპტოკოკების) მიმართ. ახდენს ერგოსტერინის სინთეზის ინჰიბირებას და ცვლის მიკრობული უჯრედის მემბრანის შემადგენლობას.
ჩვენებები გამოყენებისთვის:
საშოს სოკოვანი ინფექციები, მათ შორის შერეული ინფექციები, გამოწვეული გრამდადებითი ბაქტერიებით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები:
ვაგინალური სუპოზიტორიუმი ღრმად შეაქვთ საშოში. პროცედურის ჩატარება უკეთესია მწოლიარე მდგომარეობაში, საღამოს, უშუალოდ ძილის წინ, 24 საათში ერთხელ ერთჯერადად.
მკურნალობა არ ტარდება მენსტრუაციის დროს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები, ისეთი როგორიცაა გაღიზიანება, წვა და ქავილი. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის გამოყენების ადგილას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:
გამოვლენილი არ არის.
რეკომენდირებულია, ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს იმავდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შესახებ.
დოზის გადაჭარბება:
აქტიური ნივთიერება იზოკონაზოლის ნიტრატი შეიძლება კლასიფიცირებულ იქნას როგორც პრაქტიკულად არატოქსიკური. არ არსებობს მწვავე ინტოქსიკაციის რისკი პრეპარატის დიდი დოზის ერთჯერადად გამოყენების ან შემთხვევით ერთი სუპოზიტორიუმის შინაგანად მიღების შემდეგ.
უსაფრთხოების და თავიდან აცილების ზომები:
განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია პირადი თეთრეულის ყოველდღე გამოცვლა და გამოხარშვა (პირსახოცი, ქვედა საცვალი- უმჯობესია იყოს ბამბის).
რეკომენდირებულია მკურნალობის ჩატარება სქესობრივი პარტნიორთან ერთად.
სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოქმედება გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და მეძუძურობის პერიოდი:
ორსულობისას და მეძუძურობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1 ვაგინალური სუპოზიტორიუმი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს საფუთავში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს+30°С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
შპს ,,მედიკალ ჰორიზონი’’
სომხეთის რესპუბლიკა, არარატის ოლქი, ქ. მასისი, ჰრანტვარდანიანი 22