სტიმოლი 10მლ სუსპ. პაკეტი #36
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინფორმაცია პაციენტისათვის
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი!
ნუ გადააგდებთ ჩანართ ფურცელს. შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ეს პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის და მისი სხვებისათვის მიცემა არაა მიზანშეწონილი. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, როცა მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ერთი პაკეტი შეიცავს ციტრულინის მალატის 1.0გ.
დამხმარე ნივთიერება: ფორთოხლის სანგრიის ნატურალური ხსნარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრირებული ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა: ხსნარი პერორალური მიღებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.
ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ციტრულინი.
ფარმაკოლოგიური თვისება: სტიმოლი ახდენს ლაქტატისა და ამიაკის უტილიზაციას. უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, გადაჰყავს რა უჯრედი უფრო მაღალ ენერგეტიკულ საფეხურზე.
ჩვენება:
ფუნქციონალური ასთენიის სიმპტომური მკურნალობა:
• ფიზიკური ასთენია;
• ფსიქიკური ასთენია;
• პოსტინფექციური ასთენია;
• პოსტოპერაციული ასთენია;
• ასთენია ხანდაზმულ ასაკში;
• ასთენია ენდოკრინული დაავადებებისას (შაქრიანი დიაბეტის დროს);
• ასთენია სპორტსმენებში (ხსნის ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეულ კუნთის დაღლილობას);
• ასთენოვეგეტატიური სინდრომი ვეგეტოსისხლძარღვოვანი ასთენიის ჰიპოტონური ტიპის დროს;
• ალკოჰოლურ-აბსტინენციური სინდრომი;
• სექსუალური ასთენია.
გამოიყენება ასთენიის შემდეგი სიმპტომების დროს: საერთო სისუსტე, ემოციური ლაბილობა, ქრონიკული დაღლილობა, დაბალი შრომისუნარიანობა, ძილიანობა. რეკომენდებულია კუნთების ტკივილის და კრუნჩხვის დროს, რომელიც გამოწვეულია ლაქტატის დაგროვებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. პრეპარატი რეკომენდებულია აგრეთვე რეკონვალესცენციის პერიოდში, როცა ვითარდება ასთენოვეგეტატიური სინდრომი.
უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. 6 წლამდე ასაკი. პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.
უსაფრთხოების ზომები:
ერთი პაკეტი შეიცავს დაახლოებით 30გ (1,3 მმოლ) ნატრიუმს ხსნარის pH-ის 3,3-მდე შესანარჩუნებლად. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის. ეჭვის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 6 წლიდან: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილები: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში.
რეკომენდებულია მიღება 4 კვირის განმავლობაში.
მიიღება საკვებთან ერთად. პაკეტის შიგთავსი იხსნება 100 მლ წყალსა ან წვენში.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათად დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. არასასურველი რეაქციის გამოვლენის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (+15-25°C) ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 36 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ
მწარმოებელი:
ბიოკოდექსი. 94250 ჟანტილი - საფრანგეთი. გალენის ავენიუ 7.