ჯოინტ ლაიფი #30ტ

ჯოინტ ლაიფი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 69172
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

შემადგენლობა :           

გლუკოზამინის სულფატი კალიუმის ქლორიდი

500  მგ

მეთილსულფონილმეთანი (მსმ)

250  მგ

კალციუმი

250  მგ

ვიტამინი D3

250  სე

გლუკოზამინი ნიჟარის ქიტინისგან მიღებული ამინოშაქარია, რომელიც ნატურალურ საკვებ დახმარებას წარმოადგენს სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. მას  გააჩნია ქსოვილის აღდგენის უნარი, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში.   გლუკოზამინი   უზრუნველყოფს   სახსრების ნივთიერებათა  ცვლის  დარღვევებით, ინფექციურ - ალერგიული  პროცესებითა  და  ტრავმებით  გამოწვეული  დაზიანებების  აღმოფხვრას. გლიკოზოამინოგლიკანები  ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს სახსრების ხრტილების დაცვას, ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებენ სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონული მჟავების წარმოქმნას, რომლებიც მოქმედებენ სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობენ ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებას და აუმჯობესებენ სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. იგი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას  და  ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი  დაავადების  მკურნალობისას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ)   გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი პრეოქსიდების რადიკალების წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

კალიუმისქლორიდი  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსისა და ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში. კალიუმი უზრუნველყოფს უჯრედის კედლების ნორმალურ ფუნქციონირებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წნევის რეგულაციისათვის, ნერვული სისტემის ჯანმრთელობისა და ფიზიკური ძალისთვის.

ჯოინტ ლაიფი  ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის. ახანგრძლივებს რემისიას, ამცირებს გამწვავების შესაძლებლობას, აჩქარებს და აძლიერებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების ტრადიციული მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტიანობას.

ჩვენებები:  ჯოინტ ლაიფი   გამოიყენება ოსტეოპოროზის,  ოსტეომიელიტის, მოტეხილობების, იოგების დაჭიმვის, ართრიტის, ართროზის, მიოზიტის, ბურსიტის დროს. ალერგიების დროს,  გამოიყენება კანის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების  (დერმატიტი, ფერიმჭამელები, ეგზემა, ფსორიაზი და სხვ.) დროს.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 გამოყენებისწესი: მოზრდილებში  2  კაფსულა დღეში  უზმოზე ან საკვების მიღების დროს.  პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად.

შენახვისპირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვებისფორმა:  N 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: Life on Healthcare LTD