მულტი ლაიფი #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
შემადგენლობა:
ვიტამინი A |
800 მგ TE |
ვიტამინი E |
10 მგ TE |
ვიტამინიC |
60 მგ |
ვიტამინი B3 |
18 მგ NE |
ვიტამინი B9 |
300 მკგ |
ვიტამინი B1 |
1,4 მგ |
ვიტამინი B2 |
1,6 მგ |
ვიტამინი B6 |
2 მგ |
ვიტამინი B12 |
1,5მკგ |
ვიტამინი D |
5 მკგ |
ბიოტინი |
150 მკგ |
პანთოტენის მჟავა |
6 მგ |
ბორი |
150 მკგ |
იოდი |
150 მკგ |
ვიტამინი K |
25 მკგ |
ქრომი |
25 მკგ |
თუთია |
15 მგ |
მანგანუმი |
2 მგ |
კალიუმი |
40 მგ |
რკინა |
14 მგ |
მაგნიუმი |
100 მგ |
მოლიბდენი |
25 მკგ |
სელენი |
25 მკგ |
სილიკონი |
100მკგ |
კალციუმი |
162 მგ |
ფოსფორი |
125 მგ |
სპილენძი |
2 მგ |
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობით.
ვიტამინი A -მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას
ვიტამინი B1 - კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
ვიტამინი B2 - უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B6 - კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში. აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ვიტამინი B12 - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში. ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში. აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის.
ვიტამინი B9 - აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, ნურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში. ვიტამინი K -ერთიანდება ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა “ანტიჰემორაგიული ფაქტორები.” ეს შენაერთები საჭიროა სისხლის ნორმალური შედედებისათვის. ღვიძლში K ვიტამინი მონაწილეობს სპეციფიკური ცილის პროთრომბინის წარმოქმნაში.
ვიტამინი C -მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში. უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში. აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
ვიტამინი E- ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება. უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
ვიტამინი D3 -ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან. ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში. აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
მაგნიუმი- აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში, კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
ფოსფორი -მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში, ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში.
კალციუმი- აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს.
კალიუმი -მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში, ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.
რკინა- მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
თუთია- ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის. წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს. მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.
იოდი -აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.
ქრომი -მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობის რეგულაციის პროცესებში. ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას.
სპილენძი -მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მანგანუმი- გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
გამოყენებისჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა, გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის: მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ. ხვადასხვა წარმოშობის ანემიები; ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში; სტრესის შედეგების პროფილაქტიკა; კლიმაქტერული პერიოდი ქალებში; იმპოტენცია მამაკაცებში; სექსუალური ასთენია და უნაყოფობა; სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება; მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს; თმის ცვენის და მტვრევადობის დროს. ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.
უკუჩვენებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოშვების ფორმა: N 30 ტაბლეტი შეფუთვაში.
მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი 1 - 2 ჯერ დღეში.
მწარმოებელი კომპანია: Life on Healthcare LTD