აქტივ-X #10ტ

აქტივ-X #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტაურინი+პიტნა+ვიტ.ბ2+ბ6+ბ12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 69142
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ACTIVEX

ვიტამინებისა და მცენარეული ენერგეტიკული ნივთიერებების რაციონალურად შერჩეული კომპლექსი

ენერგეტიკული სასმელი კომპლექსით გარსით დაფარული ტაბლეტი

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ტაურინი- 50 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 15 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი ) – 5 მგ

შავი პილპილი - 5 მგ

გუარანას ექსტრაქტი - 500 მგ

მწვანე ჩაის ექსტრაქტი -100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტაურინი –  (Taurine)  გოგირდის შემცველი ამინომჟავა , ტვინში ასრულებს  ნეირომედიატორის როლს. ხსნის სტრესს და გვმუხტავს ენერგიით. ავლენს ანტიკონვულსიურ აქტივობას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის დაავადებების დროს

გუარანა- (Paullinia Cupana) მდიდარია კოფეინითხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას. ზრდის მენტალურ კონცენტრაციას, აჩქარებს ცხიმების დაშლას. ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას და შენარჩუნებას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, გულს, კუნთებს. შეიცავს ასევე თეოფილინს და თეობრომინს რაც ასევე ძალიან ჰგავს კოფეინს. გამოიყენება როგორც ენერგეტიკული სტიმულატორი.

შავი პილპილი -  (Piper Nigrum)  აქვს ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება. ახდენს მადის სტიმულირებას,უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციორებას. აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას და მეხსიერებას.

მწვანე ჩაი- (Camellia Sinensis)  შეიცავს ჩაის კოფეინს ანუ თეინს , რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას. თეინი არ გროვდება ორგანიზმში, ამიტომ მწვანე ჩაის არა აქვს გვერდითი მოვლენები. ამას გარდა, ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. იგი განსაკუთრებით მდიდარია  C და P ვიტამინებით.

ვიტამინი B6 (Piridoxin) აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამონომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის სინთეზის კატალიზატორს. ამით ის ამაღლებს ტვინის შრომისუნარიანობას, უზრუნველყოფს მეხსიერების და განწყობის გაუმჯობესებას. ამიტომ, პირიდოქსინის საშუალებით გლუკოზის ნორმალური განაწილება სასიკეთო გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინი B2 (Riboflavin) ამ ვიტამინს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემისთვის. რიბოფლავინი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენაში. ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. აუცილებელია სისხლში წითელი ბურთულებისა და ანტისხეულების წარმოქმნისათვის.

 

ჩვენებები:

ენერგეტიკული, მატონიზირებელი  ტაბლეტები

გონებრივი და ფიზიკური გადაღლა

მადის დაქვეითება

დაავადებების შემდეგი გამოჯანმრთელების პერიოდი

სტრესული მდგომარეობები, ფსიქოგენური დეპრესია

კუნთების ტკივილი და სპაზმი

ასთენია

დოზირება და მიღების წესი: მიიღება პერორალურად 1-2  ტაბლეტი 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, 12 წლამდე  ბავშვებისთვის.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გულის უკმარისობის  ფორმები.

გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება. გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია.

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის

აფთიაქიდან გაცემის პირობა  

რეცეპტის გარეშე

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში.

მეორადი შეფუთვა: ერთი ბლისტერი თავსდება კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო ... “გამა

საქართველო.

ტელ: 2109916