სპერტინექსი #30კაფს *
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პრეპარატსპერტინექსის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო სახელწოდება: სპერტინექსი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: კომბინირებული საშუალება
ქიმიური სახელწოდება: არ გააჩნია
წამლის ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა:
|
თითოეულიკაფსულაშეიცავს: |
|
|
Chlorophytum arundinaceum |
110 მგ |
|
Asparagus racemosus |
105 მგ |
|
Withania somnifera |
100 მგ |
|
Tribulus terrestris |
90 მგ |
|
Pueraria tuberosa |
75 მგ |
დამხმარენივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილის შემცველი ლურჯ-ცისფერი კაფსულები
ATX კოდი: G04BE30
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ზოგადმატონიზირებელი და ზოგადგამაძლიერებელი ეფექტის მქონე ფიტოპრეპარატი, რომელიც გამოიყენება მამაკაცის სექსუალური დისფუნქციის დროს.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
კომპლექსური მცენარეული პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო ბალახებით. სპერტინექსი აუმჯობესებს და ასტაბილურებს პოტენციას, ერექციულ ფუნქციას, ასტიმულირებს სქესობრივ ლტოლვას, აღადგენს და არეგულირებს რეპროდუქციულ ფუნქციასა და სპერმატოგენეზს. გააჩნია ადაპტოგენური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედება.
კუროსთავასა (Tribulus terrestris) (შეიცავს პროტოდიოსცინსა და პროტოგრაცილინს) და ასპარაგუსის (Asparagus racemosus) ძირითადი მოქმედება გამოიხატება ასთენო–ნევროტული რეაქციების გამოვლენის დაქვეითებაში, სქესობრივი ლტოლვის აღდგენასა და გაძლიერებაში, ერექციის სიხშირის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გაზრდაში, სექსუალური ემოციების ჭარბი დოზით განცდაში, ნაადრევი ეაკულაციის აღმოფხვრაში, ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის დარღვევის გარეშე ფიზიოლოგიურ დონემდე ლუთეინიზირებადი ჰორმონის და ტესტოსტერონის ამაღლებაში. კუროსთავა(Tribulus terrestris) ასრულებს რეპროდუქცული ფუნქციის აღდგენას და ახდენს სპერმატოგენეზის სტიმულირებას; ხელს უწყობს სპერმის მოცულობის ზრდას და მისი სიბლანტის შემცირებას; ზრდის სპერმატოზოიდების კონცენტრაციასა და მოძრაობის უნარიანობას; აუმჯობესებს მის მორფოლოგიას, ამცირებს პათოლოგიური ფორმების რაოდენობას, ასევე ზრდის სერტოლის უჯრედების რაოდენობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სასქესო უჯრედებს მკვებავი ნივთიერებებით და ხელს უწყობენ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. Withania somnifera-ს (შეიცავს სომნიფირინს, ვიტანონს, ფლავონურ გლიკოზიდებს) გააჩნია ადაპტოგენური, ზოგადმატონიზირებელი, ანტისტრესული, იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური მოქმედების უნარი ასთენიური მდგომარეობის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის, ქრონიკული დაავადებების დროს. ასტიმულირებს არასპეციფიურ იმუნიტეტს, ხელს უწყობს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას.
ფარმაკოკინეტიკა: საერთაშორისო კონვენციის (EMEAHMPWG11/99) თანახმად მცენარეული წარმოშობის პრეპარატების კლინიკური კვლევების ჩატარების დროს არ მოითხოვება ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების იზოლირებული შესწავლა.
მიღებისჩვენებები:
- მამაკაცების სექსუალური სფეროს ფუნქციონალური დარღვევა (სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ერექციის შესუსტება, ნაადრევი ეაკულაცია), რომლებიც დაკავშირებულია სპერმატოგენეზის დარღვევებთან (ოლოგოსპერმია, ასთენოსპერმია) და ჩამოყალიბებულია ქრონიკული ასთენური მდგომარეობების შედეგად.
დოზირების რეჟიმი:
ინიშნება 21 წელზე ზევით მამაკაცებში, პერორალურად სპერტინექსის 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეღამეში - დილით და საღამოს. სასურველია პრეპარატი მიღებულ იქნას რძესთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას.
მკურნალობის კურსის განმეორების შესაძლებლობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითიმოვლენები:შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ყველა გვერდითი მოვლენა შექცევადია და სიმპტომები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- 21 წლამდე ასაკი;
- მდედრობითი სქესის პაციენტები;
- გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით დაავადებული პაციენტები.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის.
დიდისიფრთხილით:
გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებს სპერტინექსის კაფსულების მიღება შეუძლიათ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
განსაკუთრებულიმითითებანი:
მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება ან მისი გახანგრძლივების მიზანშეწონილობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. კლინიკური გამოკვლევებით დადასტურებულია პრეპარატის გამოყენების შედეგად მიღებული დადებითი ეფექტი სპერმატოგენეზის და ფუნქციონალური სექსუალური დარღვევების მქონე მამაკაცებში და ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნებოდა სპერმოგრამის გაუმჯობესება, სპერმის სიბლანტისა და აქტივობის აღდგენა.
ჭარბიდოზირება:
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა. მკურნალობა - სიმპტომატური.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოპრეპარატებთან:
დღევანდელ დღემდე პრეპარატ სპერტინექსის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ არის აღწერილი.
გამოშვებისფორმა: 30 კაფსულა პოლიეთილენის ფლაკონში. 1 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვისვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება
აფთიაქიდანგაცემისპირობები:
ურეცეპტო
მწარმოებელი:
ტულიპ ლაბ პრაივიტ ლიმიტედ
უბანი #F20-21, MIDC რანჯანგაონი,
ტულუკა-შირური,დისტრიქტ-პუნი-412220
ინდოეთი










