მუკალტინი #10პაკ.შუშ.(ნეოფ)

მუკალტინი #10პაკ.შუშ.(ნეოფ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალთეს ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 69086
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მუკალტინი #10პაკ.შუშ.(ნეოფ)

კომბინირებულიპარასამკურნალოსაშუალება

ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.

წამლის ფორმა: შუშხუნა ფხვნილი პაკეტებში.

ერთიპაკეტისშიგთავსისშემადგენლობააქტიური სუბსტანციები: მუკალტინი (ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი) – 50მგ; პიტნის ზეთი _ 5,77მგ.  

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონმჟავა, ლაქტოზა, სახარინი, მარწყვის არომატიზატორი, პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლი-კოლი.

პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი),   კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), ჩ ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.

 ფარმაკოლოგიურიმოქმედება,,მუკალტინი’’-ს შუშხუნა ფხვნილი  ხასიათდება ამოსახველებელი, ადგილობრივი დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. 

პრეპარატის ამოსახველებელ ეფექტს უზრუნველყოფს ტუხტის მიწისზედა ნაწილების მშრალი ექსტრაქტი – მუკალტინი, რომელიც აძლიერებს ბრონქების  ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აიოლებს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან. 

პიტნის ზეთი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი  მოქმედებით, ხსნის სპაზმს, ამიტომ აძლიერებს მუკალტინის ფარმაკოლოგიურ აქტივობას, გაცივების სიმპტომების დროს ამცირებს სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, სურდოს.   

პრეპარატს გააჩნია ლორწოვანი გარსების დამარბილებელი მოქმედება, რითაც ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ანთებით პროცესს და აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. 

ფარმაკოკინეტიკააბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, უპირატესად შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავიდან.

 ჩვენებასასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:

•  ბრონქიტი; 

•  პნევმონია;

•  ბრონქოექტაზია;

•  ტრაქეიტი;

•  ლარინგიტი;

•  ანგინა.

მიღებისწესიდადოზირებამიიღება პერორალურად, საკვების მიღების წინ. 

შუშხუნა ფხვნილი უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტის შიგთავსი 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 1 პაკეტის შიგთავსი 1 – 4 - ჯერ დღეში;

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე: 1-2 პაკეტის შიგთავსი 1 – 4 - ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 7-15 დღე მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. 

გვერდითიმოვლენებიპრეპარატში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება. 

უკუჩვენებაალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ჭარბიდოზირება: ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ არ მოიპოვება.

ორსულობისადალაქტაციისპერიოდიპრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება შესაძელებლია სხვა ამოსახველებელ საშუალებებთან ერთად. 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა: 2გ შუშხუნა ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობისვადა: 2 წელი. 

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.