გინკო Q10 500მგ #60კაფს

გინკო Q10 500მგ #60კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გინკგო ბილობა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 69073
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გინგკო Q10 / Ginkgco Q10

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა №60

გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


შემადგენლობა

ომეგა 3 - 367მგ, კოენზიმ Q10 45მგ, ვიტამინი E 18 მგ, გინკო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი 12 მგ

აღწერილობა

ოვალური ფორმის, ყავისფერი, რბილი კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ომეგა 3 -პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო  - ახდენს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების თანაფარდობის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, თრგუნავს თრომბის წარმოქმნის პროცესებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს, ამაღლებს შრომისუნარიანობასა და ორგანიზმის საერთო ტონუსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, ნერვულ და  გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მხედველობას, ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხსნის უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.  

კოენზიმ Q 10 (უბიქინონი)  - ძლიერი ანტიოქსიდანტი - მონაწილეობს ქსოვილოვან  სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს ჟანგვითი პროცესებისგან, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. 

ვიტამინი E - ამცირებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში და ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, ააქტიურებს ფაგოციტოზს. 

გინკო ბილობას  ექსტრაქტი -  შეიცავს ფლავანოგლიკოზიდებს, პროანტოციანიდინებს,  ტერპენებს , ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს. ზრდის  სისხლში ატფ-ის დონეს, რაც აუცილებელია უჯრედში ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებისთვის, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ელასტიურობას მატებს სისხლძარღვებს, ზრდის დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს,  ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემის სიჩქარის გაზრდას და ამით უზრუნველყოფს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობებისა და თვითკონტროლის უნარის  გაუმჯობესებას, განაპირობებს თავის ტვინის ქსოვილის ჰიპოქსიისადმი გამძლეობას.

ჩვენება

არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ინფარქტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი; გულის რითმისა და გამტარობის დარღვევა; სხვადასხვა გენეზის კარდიოდისტროფიები; ინსულტის შემდგომი პერიოდი; სისხლძარღვების ვარიკოზული გაგანიერება; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა, თავბრუ და  თავის ტკივილი; შაკიკი; უძილობა; მეხსიერების, სმენისა და მხედველობის  დაქვეითება.

მიღების წესი და დოზირება

12 წლიდან 2 კაფსულა ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს დიარეა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვები 12 წლამდე. 

ჭარბი დოზირება

ერთჯერადმა ან მრავალჯერადმა გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და აზროვნების დაქვეითება.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ გამოიყენება ერთდროულად ასპირინის ხანგრძლივი თერაპიის დროს, აგრეთვე ვარფარინთან (აინჰიბირებს მის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას) და თიაზიდურ დიურეზულებთან (აძლიერებს მათ მოქმედებას) ერთად.

შენახვის პირობები

გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25oC- მდე ტემპერატურის პირობებში. 

ვარგისანობის ვადა

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.