ტრიკორტინი1000 12მგ+1მგ/2მლ#5ა

ტრიკორტინი1000 12მგ+1მგ/2მლ#5ა

59.00 ლარი 48.38 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფიდია ფარმაცეუტიცი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფოსფოლიპიდები+ციანოკობალამინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 69009
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელ-ჩანართი

ტრიკორტინი 1000 12 მგ + 1 მგ/ 1 მლ

კუნთშიდა საინექციო ხსნარი

ცერებრალური ქერქის ფოსფოლიპიდები + ციანოკობალამინი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ცერებრალური ქერქის ფოსფოლიპიდები 12 მგ

ციანოკობალამინი 1000 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიდოკაინის ქლორიდი - ნატრიუმის ფოსფატი ორბაზური 12H2O - ნატრიუმის ფოსფატი მონობაზური 2H2O - p -ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები - საინექციო წყალი, 2 მლ-სთვის საჭიროებისამებრ

ფარმაცევტული ფორმა

კუნთშიდა საინექციო ხსნარი

2 მლ-იანი 5 ამპულა

ფარმაკოთერაპიული კატეგორია

ფსიქოანალეპტიკები - სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპები - ასოციაციები.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Fidia Farmaceutici S.p.A. - Via Ponte della Fabbrica, 3/A - 35031 Abano Terme (Padua), Italy

თერაპიული ჩვენებები

პოლიალგიურ-ნევროზული სინდრომები

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების ან სხვა ნივთიერებების მიმართ, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ქიმიური თვალსაზრისით

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პროდუქტს არ სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.

ურთიერთქმედებები

ტრიკორტინ 1000-სა და სხვა ფარმაცევტულ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.

გაფრთხილებები

პროდუქტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ექიმის პირდაპირი სუპერვიზიის პირობებში. პროდუქტი არ ახდენს ზემოქმედებას პიროვნების ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დოზირება, გამოყენების მეთოდი და დრო

სამედიცინო დანიშნულების მიხედვით, 1 ამპულა დღეში გამოიყენება კუნთშიდა ინექციის სახით.

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ ყოფილა დაფიქსირებული.

გვერდითი მოვლენები

დღეის მდგომარეობით, არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ, სწორად შენახულ პროდუქტს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ბოლო გადახედვის თარიღი: 2016 წ. ივლისი