ვინორელბინი 10მგ/მლ 1მლ #1ფლ

ვინორელბინი 10მგ/მლ 1მლ #1ფლ

39.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბელმედპრეპარატები მინსკი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვინორელბინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 69008
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია
ვინორელბინი
Vinorelbin
(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ვინორელბინი, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 10 მგ/მლ.
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
პრეპარატ ვინორელბინის მოქმედი ნივთიერებაა ვინორელბინი (ვინორელბინის ტარტრატის სახით). 1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ვინორელბინს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 10 მგ ან 50 მგ ვინორელბინს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
3. სამკურნალო ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
გამჭვირვალე ან ღია-ყვითელი ფერის ხსნარი.
4. კლინიკური მონაცემები
4.1. გამოყენების ჩვენებები
- ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი კიბო;
- სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო.
4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.
ვინორელბინის ინტრატეკალურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.
შეყვანა ხორციელდება უშუალოდ განზავებიდან 6-10 წუთის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალებასთან მოქცევის ინსტრუქცია მოყვანილია ნაწილში 6.6.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა მონოთერაპიის დროს შეადგენს 25-30 მგ/მ2 კვირაში ერთხელ.
პოლიქიმიოთერაპიის დროს გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა (25-30 მგ/მ2 სხეულის ზედაპირისა), მაგრამ გამოყენების სიხშირე მცირდება: მაგალითად, პრეპარატი შეიყვანება 1 და მე-5 დღეს ან 1 და მე-8 დღეს ყოველ სამ კვირაში; შეყვანის სიხშირე განისაზღვრება მკურნალობის პროტოკოლით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (≥65 წელს)
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. მაგრამ არ შეიძლება პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის გამორიცხვა ზოგიერთ პაციენტებში. ასაკი არ ახდებს გავლენას ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი 5.2).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდირებულია დოზის 20 მგ/მ2-მდე შემცირება და ჰემოტოლოგიური მონიტორინგის სათანადო ჩატარება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. ნაწილები 4.4. და 5.2.).
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
რადგანაც ვინორელბინის თირკმლისმიერი ეკსკრეცია უმნიშვნელოა, ფარმაკოკინეტიკური დასაბუთება დოზის შესამცირებლად პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით არ არსებობს (იხ. ნაწილი 4.4).
ბავშვები
ვინორელბინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი, ამიტომ მისი გამოყენება მოცემულ ჯგუფში არ არის რეკომენდირებუოი (იხ. ნაწილი 5.1.).
გამოყენების წესი
პრეპარატის შეყვანის წინ აუცილებელია პრეპარატის განზავება ინსტრუქციის თანახმად, რომელიც მოცემულია 6.6. ნაწილში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აუცილებელია დამატებით არანაკლებ 250 მლ იზოტონური ხსნარის შეყვანა ვენის ამორეცხვის მიზნით. საჭიროა პრეპარატის შეყვანის დროის დაცვა (6-10 წუთი), რადგანაც ინფუზიის დროის გაზრდა ზრდის ვენის გაღიზიანების რისკს.
ვინორელბინის შეყვანის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ საინექციო ნემსი სათანადოდ არის შეყვანილი ვენაში. სამკურნალო საშუალების მოხვედრამ მიმდებარე ქსოვილებში შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეყვანის შეწყვეტა, ვენის ფიზიოლოგიური ხსნარით ჩარეცხვა და ექსტრავაზატის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოცილება. სამკურნალო საშუალების დარჩენილი ნაწილი შეყვანილი უნდა იქნას მეორე ვენაში. ზომიერი სითბოს გამოყენება ამსუბუქებს ნივთიერების დიფუზიას და, როგორც ჩანს, ამცირებს ჰიპოდერმიტის განვითარების რისკს. სისხლძარღვებიდან სამკურნალო საშუალების ქსოვილებში ჩაქცევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი გლუკოკორტიკოიდები ინტრავენურად, რათა შემცირდეს ფლებიტის განვითარების რისკი.
გამოყენების წინ საჭიროა საინფუზიო ხსნარის ვიზუალურად შემოწმება ნაწილაკების ან ფერის შეცვლის არსებობაზე.

4.3. უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ვინორელბინის ან სხვა ვინკა ალკალოიდების მიმართ;
- ნეიტროფილების რაოდენობა სისხლში ˂1500/მმ3;
- მძიმე ინფექციური დაავადება, მიმდინარე ან გადატანილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში;
- თრომბოციტების რაოდენობა სისხლში ˂100000/მმ3;
- კობინაცია ყვითელი ცხელების ვაქცინასთან (იხ. ნაწილი 4.5);
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი 4.6).

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ვინორელბინი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ სიმსივნის საწინააღდეგო პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილებით.
რადგანაც ვინორელბინის გამოყენებასთან ასოცირებულ მთავარ რისკს წარმოადგენს სისხლმბადი სისტემის დათრგუნვა, მკურნალობას უნდა ახლდეს სათანადო ჰემატოლოგიური მონიტორინგი (ჰემოგლობინის, ლეიკოციტების, ნეიტროფილების და თრომბიციტების განსაზღვრით) ყოველი ახალი ინფუზიის წინ.
დოზამალიმიტირებელ ტოქსიკურ ეფექტს წარმოადგენს ნეიტროპენია. ჰემოტოქსიკურობის კუმულირება არ არის აღნიშნული. ნეიტროფილების უმცირესი რიცხვი აღინიშნება მე-7-14 დღეს თერაპიის დაწყების შემდეგ. აღდგენა ხდება მომდევნო 5-7 დღის განმავლობაში.
1500/მმ3-ზე ნაკლები ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითების და/ან 100 000 მმ3-ზე თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითების დროს, საჭიროა მკურნალობის დროებითი შეჩერება ამ მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ინფექციური დაავადების სიმპტომებზე პირველი ეჭვის გაჩენისას, საჭიროა დაუყოვნებლივ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარება.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია სიფრთხილის სპეციალური ზომების მიღება ვინორელბინის დანიშვნისას პაციენტებში გულის იშეიური დაავადებით ანამნეზში (იხ. ნაწილი 4.8).
ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევებით (იხ. ნაწილი 5.2). ამ ჯგუფში დოზის კორექციასთან დაკაშირებული რეკომენდაციები მოყვანილია ნაწილში 4.2.
რადგანაც თირკმლისმიერი ეკსკრეცია უმნიშვნელოა, ფარმაკოკინეტიკური დასაბუთება ვინორელბინის დოზის შემცირებისათვის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით არ არსებობს (იხ. ნაწილი 4.2. და 5.2).
არ არის რეკომენდირებული ვინორელბინით ქიმიოთერაპიის კომბინირება სხივურ თერაპიასთან, თუ დასხივების არეში ღვიძლი ხვდება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ვინორელბინის კომბინირებული გამოყენებისას ჩYP3A იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან. არ არის რეკომენდირებული ვინორელბინის ცოცხალ ატენუირებულ ვაქცინებთან, ფენიტოინთან და სხვა ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან, იტრაკონაზოლთან და სხვა ვინკა ალკოლოიდებთან კომბინირებული გამოყენება (იხ. ნაწილი 4.5).
თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კონტაქტი, არსებობს რქოვანას მწვავე ანთების და დაწყლულების განვითარების რისკი, წნევის ქვეშ მასზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში. ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა თვალების დაუყოვნებლივ ამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) ხსნარით.
განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იაპონური წარმოშობის პაციენტებში, რადგანაც ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებების განვითარების შემთხვევები უფრო ხშირად აღინიშნება ამ პოპულაციაში.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები:
ყველა ციტოტოქსიკური პრეპარატისთვის დამახასიათებელი ურთიერთქმედებები:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც უკუნაჩვენებია კომბინირებული გამოყენებისათვის:
- ვაქცინა ყვითელი ცხელების წინააღმდეგ: არსებობს გენერალიზებული ვაქცინალური დაავადების განვითარების რისკი ლეტალური დასასრულით (იხ. ნაწილი 4.3).
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული კომბინირებული გამოყენებისათვის:
- ცოცხალი ატენუირებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ იხ. პუნქტი “სამკურნალო საშუალებებეი, რომლებიც უკუნაჩვენებია კომბინირებული გამოყენებისათვის”): გენერალიზებული ვაქცინალური დაავადების რისკი შესაძლო ლეტალური დასარულით. რისკი მომატებულია პაციენტებში, რომელთა იმუნიტეტი დათრგუნულია დაავადებით. რეკომენდირებულია ინაქტივირებული ვაქცინის გამოყენება, თუ ასეთი არსებობს (მაგალითად, პოლიომელიტის დროს) (იხ. ნაწილი 4.4).
- ფენიტოინი (და ექსტრაპოლაციის გზით ფოსფენიტოინი): კრუნჩხვების აღნიშვნის რისკი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ციტოსტატიკური პრეპარატით ფენიტოინის აბსორბციის დაქვეითების შედეგად ან ვინორელბინის ეფექტურობის დაკარგვის რისკი ფენიტოინით მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გაზრდის ხარჯზე.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სიფრთხილის ზომების დაცვისას:
- ანტიკოაგულანტები: მომატებულია თრომბოზების და ჰემორაგიების გავნითარების რისკი ონკოლოგიური დაავადებების დროს. შესაძლებელია ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების რეგულარული კონტროლირება.
- მაკროლიდები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი): ტოქსიკურობის მომატებული რისკი კლარითრომიცინით, ერითრომიცინით ან ტელითრომიცინით ვინორელბინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო. საჭიროა სათანადო კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი. თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, რეკომენდირებულია სხვა ანტიბიოტიკების გამოყენება.
- კობიცისტატი: მომატებული ნეიროტოქსიკურობა კობიცისტატით ვინორელბინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო. აუცილებელია სათანადო კლინიკური მონიტორინგი და, შესაძლოა, ვინორელბინის დოზის კორექცია.
სამკურნალო საშუალებები, რომლებთანაც ურთიერთქმედება უნდა იქნა გათვალისწინებული:
- იმუნოდეპრესანტები (ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი): ჭარბი იმუნოდეპრესია და ლიმფოპროლიფერაციის რისკი.
ურთიერთქმედებები, დამახასიათებელი ვინკა ალკალოიდებისთვის:
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული კომბინირებული გამოყენებისათვის:
- იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, კეტოკონაზოლი: ვინკა ალკალოიდების მომატებული ნეიროტოქსიკურობა, ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის დაქვეითების შედეგად (იხ. ნაწილი 4.4).
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სიფრთხილის ზომების დაცვის შემთხვევაში:
- პროტეაზას ინჰიბიტორები: ვინორელბინის მომატებული ტოქსიკურობა პროტეაზას ინჰიბიტორებით მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო. აუცილებელია სათანადო კლინიკური მონიტორინგი და, შესაძლებელია, ვინორელბინის დოზის კორექცია.
სამკურნალო საშუალებები, რომლებთანაც ურთიერთქმედება უნდა იქნას გათვალისწინებული:
- მიტომიცინი ჩ: მსუბუქი ტოქსიკურობის მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.8.).
- ყველა ვინკა ალკალოიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს, რასთანაც დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის დაცვა ვინორელბინის კომბინირებისას მემბრანული გადამტანების ძლიერ მოდულატორებთან.
მხოლოდ ვინორელბინისათვის დამახასიათებელი ურთიერთქმედებები:
რადგანაც ჩYP3A4 თამაშობს მნიშვნელოვან როლს ვინორელბინის მეტაბოლიზმში, კომბინაციამ ამ იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, აზოლურ ფუნგიციდებთან, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი) შესაძლოა გაზარდოს ვინორელბინის კონცენტრაცია სისხლში. და პირიქით, ვინორელბინის კომბინირებულმა გამოყენებამ ამ იზოფერმენტის ძლიერ ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ფენიტოინი) შესაძლოა დააქვეითოს მისი კონცენტრაცია სისხლში (იხ. ნაწილი 4.4).
ტოქსიკური ზემოქმედება ძვლის ტვინზე შეიძლება გაძლიერდეს ვინორელბინის კომბინაციასთან სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც გააჩნიათ მიელოსუპრესიული ეფექტი.
მკურნალობის რამდენიმე ციკლის განმავლობაში ვინორელბინის ცისპლატინთან კომბინაციის დროს ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ არსებობს. მაგრამ გრანულოციტოპენიის აღნიშვნის სიხშირე ვინორელბინის ცისპლატინთან კომბინირებული გამოყენების დროს უფრო მაღალია, ვირე ვინორელბინით მონოთერაპიის დროს.
ინტრავენური ვინორელბინისა და ლაპატინიბის კომბინაციის შესწავლის კლინიკური კვლევის I ფაზაში გამოთქმული იყო ვარაუდი მე-3-4 ხარისხის ნეიტროპენიის შემთხვევების რაოდენობის მომატების შესახებ. ამ კვლევაში ინტრავენურად შეყვანილი ვინორელბინის რეკომენდებულმა დოზამ შეადგინა 22,5 მგ/მ2 პირველ და მე-8 დღეს ყოველ 3 კვირაში 1000 მგ დოზით ლაპატინიბის ყოველდღიურ მიღებასთან კომბინაციაში. მოცემული კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ქალები რეპროდუქციული პოტენციალით (კონტრაცეფცია ქალებსა და მამაკაცებში)
ქალებმა რეპროდუქციული პოტენციალით და მამაკაცებმა, რომლებიც ღებულობენ ვინორელბინს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ეფექტური საშუალებები მკურმალობის დროს და მისი დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.3).
ორსულობა
ვინორელბინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. ნაწილი 4.3.), რადგანაც, შესაძლოა, მან სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე (იხ. ნაწილი 5.3).
ორსულობის დროს ვინორელბინით მკურნალობისთვის სასიცოცხლო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, ჩატარებული უნდა იქნას სამედიცინო კონსულტაცია ბავშვზე მავნე ზემოქმედების რისკის შესახებ. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის დროს, აუცილებელია პაციენტისთვის შეთავაზებული იქნას მედიკო-გენეტიკური კონსულტირების ჩატარება.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ვინორელბინი დედის რძით. ვინორელბინის გამოყოფა დედის რძით არ შესწავლილა ცხოველებში. შესაძლებელია რისკი ჩვილისთვის, ამიტომ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ვინორელბინით მურნალობის დაწყებამდე (იხ. ნაწილი 4.3).
ფერტილობა
ვინორელბინით მკურმალობის შედეგად ფერტილობის შეუქცევადი დაკარგვის განვითარების შესაძლებლობის შედეგად, პაციენტებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით.

4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ შესწავლილა, თუმცა ვინორელბინის ფარმაკოდინამიკური პროფილის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეპარატი არ ახდენს ასეთ ზეგავლენას. მიუხედავად ამისა, მოცემული სამკურნალო საშუალების რიგი გვერდითი ეფექტის გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილის დაცვა (იხ. ნაწილი 4.8).

4.8. არასასურველი რეაქციები:
არასასურველი ეფექტების სიხშირე კლასიფიცურებული იყო შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10 000-დან, მაგრამ < 1/1000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი რეაქციები სამკურნალო საშუალების ვინორელბინის გამოყენებისას: ნეიტროპენია, ანემია, ნევროლოგიური დარღვევები, ტოქსიკური ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და ყაბზობა), ღვიძლის მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ალოპეცია და ლოკალური ფლებიტი.
რეაქციები აღწერილია ჯანმო-ს კლასიფიკაციის გამოყენებით (ხარისხი 1 = G1; ხარისხი 2 = G2; ხარისხი 3 = G3; ხარისხი 4 = G4; ხარისხი 1-4 = G1 - 4; ხარისხი 1-2 = G1 - 2; ხარისხი 3-4 = G3 - 4).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი:
- ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები (სასუნთქი და შარდგამომყოფი სისტემების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხვ.), მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული და ჩვეულებრივ შექცევადი შესაბამისი მკურნალობის დროს.
არახშირი:
- მძიმე სეფსისი ვისცერალური ორგანოების დაზიანებით.
- სეპტიცემია.
ძალიან იშვიათი:
- გართულებული სეპტიცემია, ხანდახან ლეტალური დასასრულით.
სიხშირე უცნობია:
- ნეიტროპენიული სეფსისი.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირი:
- ძვლის ტვინის დათრგუნვა, რაც, ძირითადად, ვლინდება ნეიტროპენიით (G3: 24,3%; G4: 27,8%), რომელიც შექცევადია 5-7 დღის განმავლობაში და არაკუმულალციურია დინამიკაში.
- ლეიკოპენია.
- ანემია (G3-4: 7,4%).
ხშირი:
- თრომბიციტოპენია (G3-4: 2,5%), იშვიათ შემთხვევებში მძიმე.
სიხშირე უცნობია:
- ფებრილური ნეიტროპენია.
- პანციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია:
- სისტემური ალერგიული რეაქციები, როგორიცაა, ანაფილაქსია, ანაფილაქტიური შოკი ან ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
სიხშირე უცნობია:
- ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათი:
- მძიმე ჰიპონატრიემია.
სიხშირე უცნობია:
- ანორექსია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი:
- ნევროლოგიური დარღვევები (G 3-4: 2,7%), რომლებიც მოიცავენ მყესების ღრმა რეფლექსების დაკარგვას.
- ქვემო კიდურების სისუსტე ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის დროს.
არახშირი:
- მძიმე პარესთეზია სენსორული და მოტორული სიმპტომებით. ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწტვეტის შემდეგ.
დარღვევები გულის მხრივ
იშვიათი:
- გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი)
ძალიან იშვიათი:
- ტაქიკარდია, გულისცემა და გულის რითმის დარღვევები.
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
არახშირი:
- ჰიპოტონია, ჰიპერტონია, ვაზომოტორული ალები და სიცივის შეგრძნება კიდურებში.
იშვიათი:
- მძიმე ჰიპოტონია, კოლაფსი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
არახშირი:
- დისპნოე და ბრონქოსპაზმი.
იშვიათი:
- ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვინორელბინს და მიტომიცინს.
კუჭ-ნაწლავური დარღვევები
ძალიან ხშირი:
- სტომატიტი (G 1-4: 15% ვინორელბინით მონოთერაპიის დროს).
- გულისრევა, ღებინება (G 1-4: 30,4%, G 3-4: 2,2%). ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ამცირებს მათი დადგომის ალბათობას.
- ყაზბობა - ძირითადი სიმპტომი (G 3-4: 2,2%), რომელიც იშვიათად პროგრესირებს პარალიზურ ილეუსამდე ვინორელბინით მონოთერაპიის დროს და (G 3-4: 4,1%) ვინორელბინის კომბინირებისას სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან.
ხშირი:
- დიარეა, ჩვეულებრივ მსუბუქი ან ზომიერი.
იშვიათი:
- პარალიზური ილეუსი: მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ნაწლავის პასაჟის აღდგენის შემდეგ.
- პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ძალიან ხშირი:
- ღვიძლისმიერი ფერმენტების გარდამავალი ზრდა (G 1-2) კლინიკური გამოვლინებების გარეშე (ასპარტატამინოტრანსფერაზა - 27,6% და ალანინამინოტრანსფერაზა - 29,3 %).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან ხშირი:
- ალოპეცია, ჩვეულებრივ ზომიერი (G 3-4: 4,1% ვინორელბინით მონოთერაპიის დროს).
იშვიათი:
- გენერალიზებული კანის რეაქციები.
სიხშირე უცნობია:
- ხელისგულის-ფეხისგულის ერითემა.
დარღვევები კუნთოვანი, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი:
- ართრალგია, მათ შორის, ყბის ტკივილი, მიალგია.
ზოგადი დარღვევები და რეაქცია შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი:
- რეაქციები ინექციის ადგილას, მათ შორის: ერითემა, წვის შეგრძნება, ვენების ფერის ცვლილება და ლოკალიზებული ფლებიტი (G 3-4: 3,7% ვინორელბინით მონოთერაპიის დროს).
ხშირი:
- ასთენია, დაღლილობა, ცხელება, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, მათ შორის, ტკივილები გულმკერდში და სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას.
იშვიათი:
- ლოკალური ნეკროზი. ნემსის ან კათეტერის სწორმა ინტრავენურმა განთავსებამ, ასევე ბოლუსურმა შეყვანამ ვენის შემდგომი სავალდებულო დიდი ოდენობით ამორეცხვამ შესაძლოა შეამციროს ეს გვერდითი მოქმედებები.
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის “სარგებელი-რისკის” შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. სამედიცინო მუშაკებისთვის რეკომენდირებულია შერტყობინება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით (უნიტარული საწარმო “ბელორუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ექსპერტიზის და ტესტირების ცენტრი”, ჰტტპ://წწწ.რცეტჰ.ბყ ).

4.9 ჭარბი დოზირება:
სიმპტომები
ვინორელბინის ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, რასაც ხანდახან ახლავს ინფექციური გართულებები, ცხელება და პარალიზური ილეუსი.
მკურნალობა
ზოგადი გამაძლიერებელი ღონისძიებების და სისხლის გადასხმის, ზრდის ფაქტორებისა და ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკების დანიშვნის აუცილებლობას უნდა განსაზღვრავდეს მკურნალი ექიმი. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები:
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები. გველის სუროს ალკალოიდები და მისი ანალოგები.
ათქ კოდი: L01ჩA04.
ვინორელბინი (ვარდისფერი გველის სუროს ალკალოიდი, მიღებული ნახევრად სინთეზური გზით) - სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება ვინკა ალკალოიდების ჯგუფიდან, მაგრამ სხვა ვინკა ალკალოიდებისგან განსხვავებით, ვინორელბინის მოლეკულის კატარანტინული ნაწილი სტრუქტურულ მოდიფიკაციას არის დაქვემდებარებული. მოლეკულურ დონეზე ვინორელბინის მოქმედება მიმართულია ტუბულინის დინამიკურ წონასწორობაზე უჯრედის მიკრომილაკების აპარატში. ვინორელბინი აინჰიბირენს ტუბულინის პოლიმერიზაციას, უკავშირდება რა ძირითადად მიტოზურ მიკრომილაკებს, უფრო მაღალი კონცენტრაციებით კი ახდენს გავლენას აქსონალურ მიკრომილაკებზე. ტუბულინის სპირალიზაციის ინდუქცია ვინორელბინის გავლენის ქვეშ უფრო სუსტად არის გამოხატული, ვიდრე ვინკრისტინის შემთხვევაში.
ვინორელბინი ახდენს უჯრედების მითოზის ბლოკირებას G2-M მეტაფაზის სტადიაზე, იწვევს რა უჯრედების სიკვდილს ინტერფაზის დროს და შემდგომი მიტოზის დროს.
ვინორელბინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის შესწავლილი.
II ფაზის ორი არაკონტროლირებადი ცდების კლინიკურმა მონაცემებმა ვინორელებინის საინფუზიო ფორმის გამოყენებით 33 და 46 ბავშვში მორეციდივე სოლიდური სიმსივნეებით (მათ შორის, რაბდომიოსარკომა, რბილი ქსოვილების სხვა სახის სარკომები, იუინგის სარკომა, ლიპოსარკომა, სინოვიალური სარკომა, ფიბროსარკომა, ცენტრალური ნერვული სისტემის კიბო, ოსტეოსარკომა, ნეირობლასტომა) 30-დან 33,75 მგ-დე/მ2²დოზებით (პირველ და მე-8 დღეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ ან ექვსი ციკლი კვირაში ერთხელ ყოველ 8 კვირაში), აჩვენეს უმნიშვნელო კლინიკური ეფექტი. პრეპარატის ტოქსიკურობის პროფილი ანალოგიურია პროფილისა მოზრდილი პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 4.2).
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ფასდებოდა სისხლში.
განაწილება
განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში მაღალია, საშუალოდ 21,2 ლ/კგ (დიაპაზონი: 7,5-39,7 ლ/კგ), რაც მოუთითებს მნიშვნელოვან განაწილებაზე ქსოვილებში. ვინორელბინს გააჩნია მაღალი აფინურობა თრომბოციტების და ლიმფოციტების მიმართ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება სუსტია (13,5 %). ვინორელბინი ინტენსიურად უკავშირდება სისხლის უჯრედებს, პირველ რიგში თრომბოციტებს (78%). ვინორელბინის 78% უკავშირდება თრომბოციტებს, 4,8% - ლიმფოციტებს.
ქირურგიული ბიოფსიების შედეგები მიუთითებენ ვინორელბინის მნიშვნელოვან დაგროვებაზე ფილტვებში, სადაც მისი კონცნეტრაცია 300 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში. არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი
ვინორელბინის ყველა მეტაბოლიტი წარმოიქმნება ჩYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით, რომელიც მიეკუთვნება Р450 ციტოქრომების სისტემას, 4-O-დეზაცეტილვინორელბინის გარდა, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოიქმნება კარბოქსილესთერაზის ზემოქმედებით. 4-O-დეზაცეტილვინორელბინი წარმოადგენს ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც სისხლში აღინიშნება, და ერთდადერთ მეტაბოლიტს, რომელიც ინარჩუნებს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას. სულფატური და გლუკურობიდული კონიუგატები არ არის აღმოჩენილი.
გამოყოფა
ვინორელბინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი საბოლოო/ტერმინალურ ფაზაში შეადგენს დაახლოებით 40 საათს. სისხლის კლირენსი, ღვიძლისმიერი სისხლის
მიმოქცევის ჩათვლით, მაღალია და შეადგენს საშუალოდ 0,72 ლ/სთ/კგ (0.,32-1,26 ლ/სთ/კგ). ვინორელბინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველით. დოზის 20%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად უცვლელი სახით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით
ვინორელბინის ზემოქმედება თირკმელების ფუნქციაზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. არ არის საჭირო დოზის შემცირება პაციეტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით, დაბალი თირკმლისმიერი ელიმინაციის/ეკსკრეციის გამო.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ერთ კვლევაში ვინორელბინის გამოყენებით ნაჩვენები იყო, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკაზე. მოცემული კვლევა ჩატარებული იყო პაციენტის მონაწილეობით სარძევე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზებით ღვიძლში. გაკეთებული იქნა დასკვნა, რომ ვინორელბინის საშუალო კლირენსის ცვლილება აღინიშნება მხოლოდ მაშიმ, როდესაც დაზიანებულია ღვიძლის 75%-ზე მეტი.
დოზადამოკიდებული ეფექტის ფარმაკოლოგიური კვლევის I ფაზა ჩატარდა პაციენტთა მონაწილეობით ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: 6 პაციენტი ზომიერი დისფუნქციით (ბილირუბინი ˂ 2 × ნორმის ზედა ზღვარი, ტრანსამინაზები ˂ 5 × ნორმის ზედა ზღვარი) იღებდნენ ვინორელბინს 25 მგ/მ2 დოზით და 8 ავადმყოფი მძიმე დისფუნქციით (ბილირუბინი > 2 × ნორმის ზედა ზღვარის და/ან ტრანსფერაზები > 5 × ნორმის ზედა ზღვარი) ღებულობდნენ 20 მგ/მ2-მდე. ორივე ქვეჯგუფსა და პაციენტთა ჯგუფში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით საშუალო კლირენსის მაჩვენებლები მსგავსი იყო. ამგვარად, ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით. მაგრამ სიფრთხილის ზომის სახით რეკომენდირებულია ვინორელბინის დოზის შემცირება 20 მგ-მდე/მ2 და ჰემატოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (იხ. ნაწილები 4.2. და 4.4.).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კვლევამ, ჩატარებულმა ხანდაზმული ასაკის პაციენტების (70 წელზე უფროსი ასაკის) მონაწილეობით, რომლებიც დაავადებულნი არიან არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კობოთი, აჩვენა, რომ ვინორელბინის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკზე. მიუხედავად ამისა, ხანდაზმული პირების დასუსტებული მდგომარეობის გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ვინორელბინის დოზის გაზრდისას (იხ. ნაწილი 4.2.).
ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ურთიერთკავშირი
აღინიშნება დამოკიდებულება სისხლში ვინორელბინის ცირკულირების დროისა და ლეიკოციტების ან პოლიმორფულბირტვული ნეიტროფილების რაოდენობის შემცირებას შორის.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები:
წინაკლინიკურ მონაცემებში, რომლებიც მიღებულია ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების შედეგების მიხედვით მრავალჯერადი შეყვანისას, განსაკუთრებული ზიანი ადამიანისათვის არ არის გამოვლენილი.
ვინორელბინი იწვევს ქრომოსომების დაზიანებას, მაგრამ არ უჩვენებია მუტაგენური თვისებები ეიმსის ტესტში. სავარაუდოა, რომ ვინორელბინმა შესაძლებელია მოახდინოს მუტაგენური მოქმედება (გამოიწვიოს ანეუპლოიდია და პოლიპლოიდია) ადამიანებში.
ცხოველებზე კვლევებში ვინორელბინმა აჩვენა ემბრიო- და ფეტოლეტალური და ტერატოგენური მოქმედება.
ძაღლებში, რომლებიც ვინორელბინს მაქსიმალური ასატანი დოზით ღებულობდნენ, არ იყო გამოვლენილი ზემოქმედება ჰემოდინამიკაზე. აღმოჩენილი იქნა რეპოლარიზაციის მხოლოდ მცირე და უმნიშვნელო გადახრა, დამახასიათებელი სხვა ტესტირებადი ვინკა ალკალოიდებისათვის.
პრიმატებში, რომლებიც იღებდნენ ვინორელბინის განმეორებით დოზებს 39 კვირის განმავლობაში, არ აღინიშნებოდა ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები:
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
საინექციო წყალი.

6.2. შეუთავსებლობა:
არ არის რეკომენდირებული ვინორებინის განზავება ტუტე ხსნარებში (ნალექის გაჩენის რისკი).
ეს•სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, 6.6. ნაწილში მითითებულის გარდა.

6.3. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
მზა ხსნარის შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°ჩ-დან 8°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
ვინორელბინის ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5 % გლუკოზის ხსნარში განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური აქტიურობა ნარჩუნდება 8 დღის განმალოვბაში 20°ჩ ± 5°ჩ ტემპერატურაზე ან მაცივარში (2°ჩ-დან 8°ჩ-მდე), სინათლისგან დაცულ ადგილას, მინის ფლაკონში, პვქ ან ვინილაცეტატის პაკეტში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი უნდა გამოყენებული იქნას უშუალოდ მომზადების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის დრო და მორფოლოგიური თვისებები უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალის მიერ. ჩვეულებრივ შენახვის დრო განზავების შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°ჩ-დან 8°ჩ-მდე ტემპერატურაზე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც განზავება ხორციელდებოდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვის დროს:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°ჩ-დან 8°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
მზა ხსნარის შენახვის პირობები განზავების შემდეგ იხილეთ ნაწილში 6.3.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

6.5. პირველადი შეფუთვის სახე და შიგთავსი:
1 მლ ან 5 მლ მინის ფლაკონებში, რომლებიც დახუფულია რეზინის საცობებით.
ფლაკონი ჩანართ-ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6. სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების, რომლებიც მიღებულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ, განადგურების დროს
თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. უნდა მოხდეს პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების უტილიზირება.

სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალების ვინორელბინის მომზადება და შეყვანა უნდა განხორციელდეს მომზადებული პერსონალის მიერ. ორსული ქალები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ და არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ციტოსტატიკებთან მუშაობის დროს. ხსნარის მომზადებისას აუცილებელია დაცვის შესაბამისი საშუალებების გამოყენება: დამცავი სათვალეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ერთჯერადი ქირურგიული ნიღაბი, ერთჯერადი წინსაფარი. ნებისმიერი შემთხვევითი შხეფები ან დაღვრილი პრეპარატი გაწმენდილი უნდა იქნას. მკაცრად უნდა იქნას თავიდან აცილებული თვალებთან ნებისმიერი კონტაქტი. თუ კონტაქტი მაინც მოხდა, საჭიროა თვალების დიდი რაოდენობის საინექციო ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) ხსნარით ამორეცხვა. კანზე შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, კონტაქტის ადგილი სათანადოდ უნდა იქნას მობანილი წყლით, შემდეგ ფრთხილად უნდა წავისვათ საპონი და კარგად მოვიბანოთ წყლით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ხსნარის მომზადების შემდეგ ყველა ზედაპირი, რომელიც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა, გაწმენდილი უნდა იქნას, რის შემდეგაც სახე და ხელები დაბანილი უნდა იქნას.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
პრეპარატი უნდა გაიხსნას 25-50 მლ (0,2-2 მგ/მლ) ფიზიოლოგიურ ხსნარში (Nაჩლ 0,9% ხსნარი) ან საინექციო გლუკოზას 5% ხსნარში.
არ შეიძლება ვინორელბინის შერევა სხვა პრეპარატებთან პოლიქიმიოთერაპიის დროს.
ვიბორელბინი შეთავსებადია უფერო მინის ფლაკონებთან, საინფუზიო პაკეტებთან პვქ-სგან, ვინილაცეტატისა და პოლიეტილენისაგან, საინფუზიო სისტემებთან პვქ-ს მილაკებით.
პრეპარატის შეყვანის ინსტრუქცია იხილეთ ნაწილში 4.2.
უტილიზირება
დარჩენილი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენები განადგურებული უნდა იქნას ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მომთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
7.სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო “ბელმედპრეპარატები”.
ბელარუსის რესპუბლიკა, 220007, ქ. მინსკი,
ფაბრიციუსის ქ., 30, ტელ/ფაქსი: (+375 17) 220 37 16,
ე-მაილ: [email protected]

8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

9. პირველადი რეგისტრაციის თარიღი
პირველადი რეგისტრაციის თარიღი:
10. ტექსტის გადახედვის თარიღი