ქონდრომაქსი #60ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები, ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გლუკოზამინი+ქონდროიტინი+კოლაგენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 68863
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ქონდრომაქსი #60ტ
შემადგენლობა
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
გლუკოზამინი 500 მგ
ქონდროიტინის სულფატი 100 მგ
მეთილსულფონილმეთანი 100 მგ
კოლაგენი II 50 მგ
აღწერილობა
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია:
გლუკოზამინი (Glucosamine) წარმოადგენს საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისთვის. მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უკავშირდება მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებას და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებას.
ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin Sulfate) წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილისა და იოგების მნიშვნელოვან სტრუქტურულ კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს კოლაგენური ბოჭკოების შენებაში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციაში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მეთილსულფონილმეთანი (MSM) წარმოადგენს ორგანული გოგირდის შემცველ ნაერთს, რომელიც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის.
კოლაგენი II (Collagen II) წარმოადგენს ძვლების, ხრტილის, იოგების, მყესების და კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურულ ცილას.
•გლუკოზამინი ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს. ხელს
უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას. ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს სინოვიალურ სითხეში სახსრების ხრტილსა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს. ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში.
•ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და
შენებაში, იცავს მას დაშლისაგან. აუმჯობესებს სახსრების კვებას და მოძრაობას. ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავისა და პრეგლიკანების სინთეზს. მოქმედებს ჰიალინური ხრტილის ცვლის პროცესზე. ამცირებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ ცვლილებებს. ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.
•მეთილსულფონილმეთანი აუმჯობესებს მოძრაობას სახსარში. ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების ნორმალურ ფუნქციონირებას. აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. ასტიმულირებს გოგირდშემცველი ამინომჟავების სინთეზს. მონაწილეობს უჯრედის ჟანგვით პროცესებსა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისათვის. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ჩვენება
•პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი,
•ოსტეოქონდროზი
•წვრილი სახსრების ართროზი
•ქონდრომალაცია
•მხარბეჭის
•პერიართრიტი
•სპონდილოზი, ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია
•მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად)
•ძვალსახსროვანი სისტემის პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი
•გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრული დარღვევა
•ფიბრომიალგია
მიღების წესი და დოზირება
12 წლიდან: 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ცალკეულ შემთხვევებში - მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
უკუჩვენება
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
ქონდრომაქსი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში 12 წლამდე.
სიფრთხილით ინიშნება სისხლდენებისადმი მიდრეკილ პირებში, ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
რეკომენდაცია
ორი თვის შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება.
შენახვის პირობები
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +250C- მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით