კიტო-კიტი 5გ გელი
0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების დამწვრობის სამკურნალო პრეპარატები, ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ჩიტოსანი+ნატრიუმის ჰიდროქსიდი+ძმარმჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 68601
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კიტო–კიტი
(KITO-KIT)
აღმდგენიგელი
გამოყენების ინსტრუქცია
გამოშვებისფორმა
სტერილური გელი ალუმინის ტუბში თავსახურით – 5 გ
სტერილური გელი ალუმინის ტუბში თავსახურით – 20 გ
ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
ქიტოსანი 200–215 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 45–70 მგ
ძმარმჟავა 50–80 მგ
ქარვის ანჰიდრიდი 50–75 მგ
გასუფთავებული წყალი 10 მლ–მდე
მოქმედებისმექანიზმი
ქიტოსანი ხელს უწყობს უჯრედებისა და ქსოვილების რეგენერაციას (აღდგენას).
ჩვენება
შეხორცება და გაუტკივარება ყველა ტიპის ჭრილობის დროს:
- თერმული, ელექტრო და ქიმიური დამწვრობა (მათ შორის მარილმჟავათი)
- ტრავმული ჭრილობები (ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, ნაპობი, ნაფლეთი, დაჩეჩქვილი) გამოწვეული მჭრელი იარაღებით (დანა, სამართებელი, მაკრატელი და ა.შ)
- აბრაზიული (გადაყვლეფილი) ჭრილობები, გამოწვეული წარზიდულ ნაწილებზე დაცემით (მაგ: მუხლი, წვივი, იდაყვი)
- ხახუნით გამოწვეული ჭრილობები (მაგ: წყლულები კიდურებზე)
- იატროგენული ჭრილობები (ქირურგიული ჩარევის შედეგად)
გამოყენების წესი და დოზირება
კიტო–კიტიგამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად
- კარგად დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ
- გაასუფთავეთ ჭრილობა და ის ზედაპირი, რომელზეც გელი უნდა დაიტანოთ
- დაიტანეთ გელის სქელი ფენა უშუალოდ ჭრილობაზე
- პირველ დღეს გელი რამოდენიმეჯერ შეიძლება დაიტანოთ
- მომდევნო დღეებში სრულ გამოჯანმრთელებამდე გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ
- გელი ადვილად ჩამოირეცხება წყლით
- შესაძლებელია მონოთერაპია (არ არის საჭირო სხვა ადგილობრივი საშუალების გამოყენება)
გვერდითიეფექტები
- იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, რაც გამოიხატება ქავილით ან ეგზემით
- ალერგიული რეაქცია
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ისეთი არასასურველი ან გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
უკუჩვენება
- არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
- არ გამოიყენოთ ორსულებსა და სამ წლამდე ასაკის ბავშვებში
უსაფრთხოების ზომები
- კარგად გაასუფთავეთ ჭრილობა და ჭრილობის ირგვლივი ზედაპირი
- არ გადაყლაპოთ
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
- ბოლომდე გამოყენების შემდეგ ტუბი გადააგდეთ
შენახვის პირობები
- არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
- შეინახეთ 0 ºC– 30 ºCტემპერატურაზე










