ოლესტირი 9გ ფხვ.#30პაკ

ოლესტირი 9გ ფხვ.#30პაკ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოლესტირამინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 68205
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოლესტირ®

ქოლესტირამინიორალურისუსპენზიისმოსამზადებლად- USP (აშშფარმაკოპეა)

ანტიჰიპერქოლესტერინული - ანტიდიარეული

რეგულარულიფხვნილიფორთოხლისარომატით

მარტივიფხვნილიშაქრისგარეშე - ლიმონის/ლაიმისარომატით

მარტივიფხვნილიშაქრისგარეშე - ფორთოხლისარომატით

ინფორმაციამომხმარებლისთვის

ესსაინფორმაციოფურცელიგანკუთვნილიაოლესტირ® რეგულარულიფხვნილისანოლესტირ® მარტივიფხვნილისმომხმარებლებისათვის

ოლესტირ® ამცირებს ქოლესტერინის, კერძოდ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ-ქოლესტერინის (LDL-C), დონეს სისხლში. ოლესტირ®  ნაწლავში ქოლესტერინის შემბოჭველი ნაღვლის მჟავების რაოდენობას ამცირებს და  კომპლექსს აყალიბებს, რომელიც  განავალთან ერთად გამოიყოფა. ნაწლავში ნაღვლის მჟავების რაოდენობის შემცირება  ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნას იწვევს და ამით სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს.

ოლესტირ® მიღება დასაშვებია მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ის გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, რეკომენდებული სამედიცინო და მკაცრად კონტროლირებული დიეტის დროს ჰიპერქოლესტერინემიის ხანგრძლივი მკურნალობისას და არ წარმოადგენს ასეთი დიეტის ალტერნატივას. დამატებით, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ ვარჯიშისა და სხეულის მასის კონტროლის შესაბამისი რეჟიმი. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური მითითებების მიხედვით. არ შეცვალოთ დოზირება თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. არ შეწყვიტოთ მიღება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, რადგან ამან შესაძლოა, თქვენს სისხლში ლიპიდების დონის მომატება გამოიწვიოს.

ოლესტირ® ნაჩვენებია ნაღვლის მჟავებით გამოწვეული დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის მოკლე ნაწლავის სინდრომის დროს.

ოლესტირ® ნაჩვენებია ნაწილობრივი ბილიარული ობსტრუქციის დროს ქავილის შესამსუბუქებლად.

ოლესტირ®მარტივიფხვნილისშაქრისგარეშეშემადგენლობა:

დოზის ყოველი 5 გრამი შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს და შემდეგ არა-სამედიცინო ინგრედიენტებს: ასპარტამი (ოლესტირ® მარტივი ფხვნილის ყოველი 5 გრამი შეიცავს 50მგ ასპარტამს (ფენილალანინის წყარო), უწყლო ლიმონმჟავას, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს,  მედიკამენტისა და საკვების საღებავს -FD&C yellow N6 , ფორთოხლის არომატს და პროპილენგლიკოლის ალგინატს.

ოლესტირ® აგრეთვე ხელმისაწვდომია ლიმონი/ლაიმის არომატით და შემდეგი არა-სამედიცინო ინგრედიენტებით: ასპარტამი, უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მედიკამენტისა და საკვების საღებავი N10, ნატურალური ლიმონის/ლაიმის არომატი და პროპილენგლიკოლის ალგინატი.

ოლესტირ® რეგულარულიფხვნილისშემადგენლობა:

ოლესტირ® დოზის ყოველი 9 გრამი შეიცავს 4 გრამ ქოლესტირამინის ფისს და შემდეგ არა-სამედიცინო ინგრედიენტებს: უწყლო ლიმონმჟავა, კოლოიური სილიციუმის დიოქსიდი, მედიკამენტისა და საკვების საღებავი N10, d&c ყვითელი N10 ალუმინის ლაქი, მედიკამენტისა და საკვების საღებავს -FD&C yellow N6, ფორთოხლის არომატი, პროპილენგლიკოლის ალგინატი და საქაროზა.

მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ:

  • უკვე იღებდით ოლესტირ® და განგივითარდათ ალერგია ან აუტანლობა
  • გაქვთ დიაბეტი
  • გაქვთ თირკმლის დაავადება
  • ხართ ორსული ან გეგმავთ ორსულობას, ან ხართ მეძუძური დედა
  • იღებთ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს

ხანდაზმულებშიშესაძლოაგანვითარდესგასტროინტესტინალურიგვერდითი (არასასურველიეფექტებიუფროხშირად

მიუხედავად იმისა, რომ ოლესტირ® არ შეიწოვება პერორალური მიღებისას, გვერდითი ეფექტები ნაყოფზე ორსულების და ჩვილზე ძუძუთი კვებისას შესაძლოა გამოვლინდეს პოტენციურად ვიტამინებისა და ნუტრიენტების შეწოვის დარღვევის გამო.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ოლესტირ®-ის   ეფექტი მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების პრევენციაზე ცნობილი არაა.

სასურველია, სხვა მედიკამენტები მიიღოთ ოლესტირ® მიღებამდე 1 საათითადრეან 4-6 საათისშემდეგოლესტირ®-ისმიღებიდან (დასაშვებიადროისუფროდიდიშუალედითმიღებაც), რადგანშესაძლოაგავლენაიქონიოსმათშეწოვაზე.

მედიკამენტისსწორიგამოყენება

ოლესტირ® მარტივიფხვნილისადაოლესტირ® რეგულარულიფხვნილისმომზადებისწესი.

ოლესტირ® მარტივი ფხვნილისა და ოლესტირ® რეგულარული ფხვნილის მშრალი სახით მიღება დაუშვებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობის შეგრძნება.

ყოველთვის შეურიეთ სითხეს ოლესტირ® მარტივი და რეგულარული ფხვნილი მიღებამდე. ოლესტირ® მარტივი და რეგულარული ფხვნილი შესაძლოა გაიხსნას სითხეში ან კარგად ხსნად საკვებში.

ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის პაკეტის შიგთავსს დაუმატეთ 120მლ-180მლ წყალი ან თქვენთვის სასურველი არაგაზირებული სასმელი, მაგ.: რძე, ფორთოხლის წვენი. 2 წუთის შემდეგ კარგად შეურიეთ ინტენსიური მორევით ან გამოიყენეთ შეიკერი. ოლესტირ®  მხოლოდ ამის შემდეგაა მზად მისაღებად.

კარგად ხსნად საკვებში შერევისას, როგორიცაა წვნიანი, იოგურტი ან პუდინგი, ჯერ ჩაყარეთ ჭურჭელში ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის პაკეტის შიგთავსი, შემდეგ დაასხით სასურველი კერძი, კარგად მოურიეთ და ისე მიიღეთ.

გამოტოვებული დოზის ნაცვლად არ მიიღოთ ოლესტირ® მარტივი ან რეგულარული ფხვნილის ორმაგი დოზა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

გვერდითიეფექტები (არასასურველი)

მოსალონელი პირდაპირი ეფექტის პარალელურად, ნებისმიერმა მედიკამენტმა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს და გაქრეს ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. თუმცა, თუკი არასასურველი ეფექტი გრძელდება ან შემაწუხებელია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია შეკრულობა. ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს მუცლის დაჭიმვასა და შებერილობას, მეტეორიზმს, გულისრევას, ღებინებას, ანორექსიას, გულძმარვას, დისპეპსიას, გამონაყარს, კანის გაღიზიანებას, ენისა და პერიანალური არის ირიტაციას.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის დროს და განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მედიკამენტს სხვა პირს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15-30 გრადუსზე. მოარიდეთ ნესტს.

სამედიცინო ინფორმაცია:1-888-550-6060

www.pharmascience.com

Pharmascience inc

6111  როიალმუნ, მონრეალი, ქვებეკი,

კანადა H4P 2T4

რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი გამოყენებული Pharmascience Inc ლიცენზიის საფუძველზე.

35280

Pharma Science

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)