ნონპრესი 50მგ #30ტ

ნონპრესი 50მგ #30ტ

56.53 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალიუმდამზოგავი დიურეტიკები
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ადამედ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეპლერენონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 67042
გააზიარე:

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება 

  1. 1.    სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ნონპრესი, 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ნონპრესი, 50 მგ შემოგარსული ტაბლეტები

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ეპლერენონს.

ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ყოველი 25 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 35.7მგ ლაქტოზას მონიჰიდრატს (იხ. პუნქტი 4.4).

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ეპლერენონს.

ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ყოველი 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 71.4 მგ ლაქტოზას მონიჰიდრატს (იხ. პუნქტი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ პუნქტში 6.1.

  1. 3.    წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

ნონპრესი, 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის კრემისფერი, მრგვალი ფორმის ბიკონვექსური ტაბლეტები, ერთ მხარეზე აღნიშვნით ,,25‘‘.

ნონპრესი, 50 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის კრემისფერი, მრგვალი ფორმის ბიკონვექსური ტაბლეტები, ერთ მხარეზე აღნიშვნით ,,50‘‘.

  1. 4.    კლინიკური მონაცემები

4.1   თერაპიული ჩვენებები

ეპლერენონი ნაჩვენებია:

- ბეტა-ბლოკატორებით სტანდარტული თერაპიის დროს დამატებით თერაპიის სახით, კარდიო-ვასკულარული სიკვდილიანობის და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად სტაბილურ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ გულის მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (LVEF ≤ 40 %) და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა პოსტ-მიოკარდული ინფარქტის პერიოდში.

- სტანდარტული ოპტიმალური თერაპიის დროს დამატებითი თერაპიის სახით, კარდიო-ვასკულარული სიკვდილიანობის და დაავადების რისკის შემცირებისათვის უფროს პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ  II კლასის გულის NYHA (ქრონიკული) უკმარისობა და გულის მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია (LVEF<U30%) (იხ. პუნქტი 5.1).

4.2   დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

დოზირების ინდივიდუალური განსაზღვრისთვის არსებობს ორი დოზირების ფორმა 25 მგ და 50მგ ტაბლეტების სახით. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პოსტ-მიოკარდული ინფარქტის პერიოდში:

ეპლერენონის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ერთჯერ (მაქსიმალური დოზირება). მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში ერთჯერ 25 მგ დოზის გამოყენებით და უნდა მოხდეს დოზირების თანდათანობით  გაზრდა 4 კვირის განმავლობაში50 მგ-მდე დღეში ერთჯერ შრატში კალიუმის დონის გათვალისწინებით (იხილეთ ცხრილი 1). ეპლერენონით თერაპია ჩვეულებრივ უნდა დაიწყოს მწვავე მიოკარდული ინფარქტის გამოვლენიდან 3-დან 14 -მდე დღის განმავლობაში.

პაციენტები IIკლასის NYHA (ქრონიკული) გულის უკმარისობით:

გულის ქრონიკული  II  კლასის NYHA უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში ერთჯერ 25 მგ დოზირების გამოყენებით და უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით გაზრდა დღეში ერთჯერ 50 მგ-მდე 4 კვირის განმავლობაში. აუცილებელია შრატში კალიუმის დონის კონტროლი (იხილეთ ცხრილი 1 და პუნქტი 4.4).

 

პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ შრატისმიერი კალიუმის >5,0 მმოლ/ლ დონე არ შეიძლება ეპლერენონის გამოყენება (იხილეთ პუნქტი 4.3).

შრატში კალიუმის დონის შემოწმება უნდა მოხდეს ეპლერენონით თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში და ასევე მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ან დოზირების კორექციის დროს. შრატში კალიუმის დონის შემოწმება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით რეგულარულად.

 

მკურნალობის დაწყების შემდეგ დოზირების კორექცია უნდა მოხდეს შრატში კალიუმის დონის მიხედვით, როგორც აღწერილია ცხრილში 1.

 

ცხრილი 1: დოზირების კორექცია მკურნალობის დაწყების შემდეგ

 

შრატში კალიუმის დონე (mmol/L)

შესაბამისი ზომები

დოზის რეგულირება

< 5.0

საჭიროა დონის გაზრდა

25 მგ EOD* -  25 მგ OD -მდე

25 მგ OD - 50 მგ OD- მდე

5.0 – 5.4

შენარჩუნება

არ არის საჭირო დოზირების კორექცია

5.5 – 5.9

საჭიროა დონის დაწევა

50 მგ OD - 25 მგ OD - მდე

25 მგ OD - 25 მგ EOD* - მდე

25 მგ EOD* არ შეიძლება გამოყენება

≥ 6.0

არ შეიძლება გამოყენება

N/A

 

* EOD: ყოველი შემდეგი მისაღები დღე

 

შრატში კალიუმის მაღალი დონის >6.0 მმოლ/ლ არსებობის გამო, ეპლერენონის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია მისი გამოყენების განახლება ყოველ მეორე დღეს 25 მგ დოზირებით იმ შემთხვევაში, თუ შრატისმიერი კალიუმის დონე დაეცემა და შეადგენს 5,0 მმოლ/ლ.

 

პედიატრიული პაციენტები

 

ბავშვებში და მოზარდებში ეპლერენონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული. ამ დროისათვის არსებული მონაცემები აღწერილია პუნქტში 5.1 და 5.2.

 

ხანდაზმული პაციენტები

 

ხანრაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო საწყისი დოზირების კორექცია. ასაკობრივი მიზეზით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის გართულება იწვევს ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერკალიემიის რისკის გაზრდას. ეს რისკი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს ღვიძლის სისტემური დარღვევების თანხლებისას, განსაკუთრებით თუ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერამდე დარღვევები. რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი 4.4).

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

 

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით არ არის საჭირო საწყისი დოზირების კორექცია. რეკომენდებულია შრატისმიერი კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4) და დოზირების კორექცია ცხრილი 1 მიხედვით.

პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ საშუალო სირთულის თირკმლის ფუნქციის დარღვევები (CrCl 30-60 მლ/წთ) მკურნალობა უნდა დაიწყოს ყოველ მეორე დღეს 25 მგ დოზირების გამოყენებით და დოზირების კორექცია უნდა მოხდეს შრატში კალიუმის დონის შესაბამისად (იხილეთ ცხრილი 1). რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი (იხილეთ პუნქტი 4.4).

 

არ მოიპოვება გამოცდილება პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ CrCl <50 მლ/წთ პოსტ-მიოკარდული ინფარქტის გულის უკმარისობა. ეპლერენონის გამოყენება ამ პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით.

 

25 მგ-ზე მაღალი დოზირების გამოყენება პაციენტებში CrCl <50მგ/წთ-ით არ არის გამოკვლეული.

 

პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები (CrCl <30მლ/წთ) გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

ეპლერენონი არ ექვემდებარება დიალიზს.

 

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით არ არის საჭირო საწყისი დოზირების კროექცია. ეპლერენონის მაღალი სისტემური გამოყოფის გამო ზომიერიდან საშუალომდე სირთულის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია შრატისმიერი კალიუმის დონის ხშირი და რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ხანრაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

 

თანმდევი მკურნალობა

მსუბუქიდან საშულომდე CYP3A4 ინჰიბიტორებით, მაგ., ამიოდარონით, დილთიაზემით და ვერაპამილით ერთდროული მკურნალობისას საწყისი უმაღლესი დოზირება უნდა შეადგენდეს 25 მგ. არ შეიძლება 25 მგ მაქსიმალური დოზირების გადაჭარბება (იხილეთ პუნქტი 4.5).

 

ეპლერენონის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ პუნქტი 5.2).

 

4.3   უკუჩვენებები

 

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
  • პაციენტები, რომლებშიც შრატისმიერი კალიუმის დონე მკურნალობის დაწყებისას შეადგენს > 5.0მმოლ/ლ.
  • პაციენტები, რომლებშიც აღინიშნება თირკმლის ფუნქციის რთული უკმარისობა (eGFR <30 მლ წთ ყოველ 1.73 მ2)
  • პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ ღვიძლის რთული უკმარისობა (Child-Pugh კლასი C)
  • პაციენტები, რომლებიც იღებენ კალიუმის შემნახველ დიურეზულებს, კალიუმის დანამატებს ან ძლიერ CYP 3A4 ინჰიბიტორებს (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზოდონი) (იხილეთ პუნქტი 4.5).
  • ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების კომბინაციის და ანგიოტენზინ-რეცეპტორების ბლოკატორების (ARB) ეპლერენონთან ერთად გამოყენება.

 

4.4   სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

 

ჰიპერკალიემია: მოქმედების მექანიზმის შესაბამისად ეპლერენონის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერკალიემია. აუცილებელია მკურნალობის დასაწყისში და დოზირების კორექციისას შრატში კალიუმის დონის კონტროლი. ამის შემდეგ რეკომენდებულია მისი პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, როგორიცაა მაგალითად (ხანდაზმული) პაციენტები თირკმლის უკმარისობით (იხილეთ პუნქტი 4.2) და დიაბეტის მქონე პაციენტები. ეპლერენონით მკურნალობის დაწყების შემდეგ არ არის რეკომენდებული კალიუმის დანამატების გამოყენება ჰიპერკალიემიის რისკის განვითარების გამო. ეპლერენონის დოზირების შემცირებისას აღინიშნა შრატში კალიუმის დონის შესაბამისი შემცირებაც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ეპლერენონით თერაპიის დროს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ გამოიწვია შრატში კალიუმის დონის გაზრდა.

 

ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების (ARB) ეპლერენონთან ერთდროული გამოყენებისას. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების (ARB) კომბინირებული გამოყენება ეპლერენონთან ერთად არ შეიძლება (იხ. პუნქტი 4.3 და 4.5).

 

თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა: პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა, მათ შორის დიაბეტური მიკროალბუმინურია, აუცილებელია შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ჰიპერკალიემიის რისკი მატულობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ 2 ტიპის დიაბეტის და მიკროაბუმინურიის მქონე პაციენტებში EPHESUS კვლევების მიხედვით მოიპოვება მცირე ინფორმაცია, პაციენტების მცირე ნაწილში გამოვლინდა ჰიპერკალიემიის გაზრდა. ამიტომ აუცილებელია ამ პაციენტების მკურნალობისას სიფრთილე. ეპლერენონი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით.

 

ღვიძლი ფუნქციის შეზღუდვა: პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ მსუბუქიდან საშუალობმდე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (Child Pugh კლასი A და B)  არ გამოვლენილა შრატისმიერი კალიუმის 5,5 მმოლ/ლ-ზე მეტად გაზრდა. პაციენტებში მსუბუქიდან საშუალომდე სირთულის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით აუცილებელია ელექტროლიტების დონის კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის გამოყენების შესახებ და ამიტომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.2 და 4.3).

 

CYP3A4-ინდუქტორები: ეპლერენონის ერთდროული გამოყენება ძლიერ CYP3A4-ინდუქტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხილეთ პუნქტი 4.5).

 

ლითუმის, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ეპლერენონით მკურნალობის პერიოდში (იხილეთ პუნქტი 4.5).

 

ლაქტოზა: გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

 

ნატრიუმი:ეს მედიკამენტი შეიცავს თითოეულ ტაბლეტში 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

 

4.5 წამლის ურთიერთქმედებები და სხვა სახის ზეგავლენები

 

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

 

კალიუმის შემნახველი დიურეზულები და კალიუმის დანამატები: ჰიპერკალიემიის რისკის გაზრდის გამო არ შეიძლება ეპლერენონის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის შემნახველ დიურეზულებს ან კალიუმის დანამატებს (იხილეთ პუნქტი 4.3). კალიუმის შემნახველმა დიურეზულებმა შესაძლოა გამოიწვიონ ანტიჰიპერტენზული საშუალებების ან სხვა დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტის გაძლიერება.

 

აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (ARB): ჰიპერკალიემიის რისკი შესაძლოა გაიზარდოს ეპლერენონის ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების (ARB) ერთდროული გამოყენებისას. რეკომენდებულია შრატისმიერი კალიუმის დონის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუქნქციის დაქვეითება, მაგ., ხანდაზმულებში. სამივე სამკურნალო საშუალების - ანგიოტენზინ-გარდამქნბელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების (ARB) და ეპლერენონის კომბინირებული გამოყენება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი 4.3 და 4.4).

 

ლითუმი: ეპლერენონის და ლითიუმს შორის ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმს დიურეზულებთან და ACE-ინჰიბიტორებთან ერთად აღინიშნა ლითიუმით ტოქსიურობა (იხილეთ პუნქტი 4.4). უნდა მოერიდოთ ეპლერენონის და ლითიუმის ერთდროულ გამოყენებას. თუ აუცილებელია ამ კომბინაციის გამოყენება, მაშინ აუცილებელია ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი (იხილეთ პუნქტი 4.4).

 

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი: ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. ეპლერენონთან ერთად ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ აუცილებელია ამ კომბინაციის გამოყენება, მაშინ უნდა განხორციელდეს კალიუმის შრატისმიერი დონის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი, თუკი ეპლერენონით მკურნალობის დროს გამოიყენება ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (იხილეთ პუნქტი 4.4.).

 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs): NSAIDs პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა, ვინაიდან ისინი ახდენენ ზეგავლენას გლომერულურ ფილტრაციაზე, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმულებში და/ან დეჰიდრირებულ პაციენტებში). პაციენტებში, რომლებშიც გამოიყენება ერთდროულად ეპლერენონი და NSAIDs აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე საკმარისი ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

 

ტრიმეთროპრიმი: ტრიმეთროპრიმის ეპლერენონთან ერთად გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის გამოვლენის რისკი. განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელია კალიუმის შრატისმიერი დონის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

 

ალფა-1-ბლოკატორები (მაგ., პრაზოსინი, ალფუზოსინი): თუ გამოიყენება ალფა-1-ბლოკატორი ეპლერენონთან კომბინაციაში, არსებობს ჰიპოტენზიული ეფექტის გაძლიერების რისკი და/ან ძლიერი პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ალფა-1-ბლოკატორების კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია პოსტურალური ჰიპოტენზიის კლინიკური მონიტორინგი.

 

ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეპტიურები, ამიფოსტინი, ბაკლოფენი: ამ მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ ეპლერენონთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზული ეფექტის გაზრდა და პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

 

გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოსაქტიდი: ამ მედიკამენტების ეპლერენონთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ანტიჰიპერტენზული ეფექტის პოტენციური შემცირება

(ნატრიუმის და სითხის შეკავება).

 

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

 

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ ეპლერენონი არ წარმოადგენს CYP1A2, CYP2C19, CYP2C9, CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. ეპლერენონი არ წარმოადგენს P- გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.

 

დიგოქსინი: დიგოქსინის სისტემური (AUC)  ურთიერთქმედება იზრდება 16%-ით (90% CI: 4% - 30%) ეპლერენონთან კომბინირებული გამოყენებისას. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა დიგოქსინის დოზირების დანიშვნისას, თუკი დოზირების ზედა ზღვარი აღწევს უმაღლეს თერაპიულ ზღვარს.

ვარფარინი: ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმდებები. ვარფარინის დოზირებისას აუცილებელია სიფრთხილე, თუკი დოზირება აღწევს უმაღლეს თერაპიულ ზღვარს.

 

CYP3A4 სუბსტრატები: CYP3A4სუბსტრატებზე, მაგ., მიდაზოლამით და ციზაპრიდით ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა არ გამოავლინეს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები ამ პრეპარატების ეპლერენონთან კომბინირებული გამოყენებისას.

 

CYP3A4 ინჰიბიტორები:

-  ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები: შესალოა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ეპლერენონის CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორებთან კომბინირებული გამოყენებისას. CYP3A4 ძლიერმა ინჰიბიტორებმა (კეტოკონაზოლი 200 მგ BID)გამოიწვიოს ეპლერენონის AUC გაზრდა  441%/ით (იხილეთ პუნქტი 4.3). ეპლერენონის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი და ნეფაზადონი უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).

- სუსტიდან საშუალომდე CYP3A4 ინჰიბიტორები: ერითრომიცინის, საქვინავირის, ამიოდარონის, დილთიაზემის, ვერაპამილის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებებს AUC გაზრდით 98% და 187% რიგითობით. ამიტომ არ შეიძლება ეპლერენონის დოზირების 25 მგ-ზე გადაჭარბება, თუკი სუსტიდან საშუალომდე CYP3A4 ინჰიბიტორები გამოიყენება ეპლერენონთან ერთად (იხილეთ პუნქტი 4.2).

 

CYP3A4-ინდუქტორები: კრაზანას პრეპარატების (ძლიერი CYP3A4 ინდუქტორი) ერთდროულმა გამოყენებამ ეპლერენონთან ერთად გამოიწვიოა ეპლერენონის AUC შემცირება 30%-ით . ძლიერი CYP3A4-ინდუქტორის გამოყენებისას, როგორიცაა რიფამპიცინი შესაძლოა აღინიშნოს ეპლერენონის AUC ძლიერი შემცირება. ეპლერენონის ეფექტის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული ძლიერი CYP3A4-ინდუქტორების ერთდროული გამოყენება (რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კრაზანას პრეპარატები) ეპლერენონთან ერთად (იხილეთ პუნქტი 4.4).

  

ანტაციდები: ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ანტაციდების და ეპლერენონის ერთდროული გამოყენებისას.

 

4.6  ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

 

ორსულობა

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ეპლერენონის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს უშუალოდ ან არაპირდაპირ ეპლერენონის გამოყენებასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები ორსულობის პერიოდში, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობაზე და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხილეთ პუნქტი 5.3). ეპლერენონის დანიშვნა ორსულ ქალებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.

 

ლაქტაციის პერიოდი

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ეპლერენონი დედის რძეში პერორალური მიღების შემდეგ. თუმცა პრეკლინიკური მონაცემებიდან გამოვლინდა, რომ ეპლერენონი და/ან მეტაბოლიტები აღინიშნებოდა ვირთხის დედის რძეში და ვირთხის ნაშიერი კვების შემდეგ განვითარდა ნორმალურად. ვინაიდან არ არის ცნობილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის პოტენციური რისკი ლაქტაციის პერიოდში უნდა განიხილოს საკითხი მკურნალობის შეწყვეტის ან ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ პოტენციური რისკისა და მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით. 

 

ფერტილობა

არ მოიპოვება მონაცემები ადამიანებში ფერტილურობაზე ზეგავლენის შესახებ.

 

4.7 ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

 

არ ჩატარებულა კვლევები ეპლერენონის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეპლერენონი არ იწვევს ძილიანობას ან კოგნიტიური ფუნქციის შეზღუდვას, თუმცა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნეს თავბრუსხვევის ეფექტის გამოვლენა მკურნალობის პერიოდში.

 

4.8 არასასურველი ეფექტები

 

ორ ცდაში (ეპლერენონის ეფექტურობის შესახებ მწვავე პოსტმიოკარდული ინფარქტის გულის უკმარისობისას და კვლევა გადარჩენადობის [EPHESUS] და ეპლერენონი მსუბუქი პაციენტების ჰოსპოტალიზაციის შესახებ და გადარჩენადობის კვლევა გულის უკმარისობისას [EMPHASIS-HF]), ეპლერენონის შედეგად გამოვლენილი არასასურველი ეფექტების შემთხვევების საერთო რაოდენობა  იგივე იყო როგორც პლაცების შემთხვევაში. ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტი,რომელიც გამოვლინდა EMPHASIS-HF კვლევისას იყო ჰიპერკალიემია 8,7% და 4% ეპლერენონის და პლაცებოს შემთხვევაში, შესაბამისად.

შემდეგში ჩამოთვლილი გვერდით ეფექტები კავშირშია მკურნალობასთან და პლაცებოს გამოყენებასთან ან ვლინდება სერიოზული სახით პლაცებოსთან მიმართებაში და აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოყენებისას. არასასურველი ეფექტები აღწერილია სისტემ-ორგანული კლასის და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. გამოვლენის სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (³1/10)

ხშირი (³1/100 დან  <1/10მდე)

არახშირი (³1/1,000 დან  <1/100 მდე)

იშვიათი (³1/10,000 დან  <1/1,000მდე)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობია სიხშირე (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

 

MedDRA სისტემ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქციები

ინფექციები და პარაზიტული დაავადებები

ხშირი

 

არახშირი

 

ინფექციები

 

პიელონეფრიტი, ფარინგიტი

სისხლის და ლიმფური ჯირკვლების დარღვევები

არახშირი

 

ეოზინოფილია

ენდოკრინული დარღვევები

არახშირი

 

ჰიპოთირეოდიზმი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ხშირი

 

არახშირი

 

ჰიპერკალიემია (იხ. პუნქტი 4.3 და 4.4)

 

ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია

ფსიქიური დარღვევები

არახშირი

 

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

 

არახშირი

 

თავბრუსხვევა, სინკოპე

 

თავის ტკივილები, ჰიპოასთეზია

გულის დარღვევები

ხშირი

 

არახშირი

 

მიოკარდული ინფარქტი

 

მარცხენა პარკუჭის დარღვევა, წინა გულის ციმციმი, ტაქიკარდია

ვასკულარული დარღვევები

ხშირი

არახშირი

 

ჰიპოტონია

კიდურების არტერიული თრომბოზი, ორთოსტაზული ჰიპოტონია

რესპირატორული, თორაქსის და მედიასტინუმის დარღვევები

ხშირი

ხველა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი

 

არახშირი

 

ფაღარათი, ღებინება, ყაბზობა,

 

გულისრევა, შებერილობა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი

 

არახშირი

 

უცნობია სიხშირე

 

კანზე გამონაყარი, ქავილი

 

ჰიპერჰიდროზი

 

ანგიოშეშუპება

ჩონჩხ-კუნთვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

 

 

არახშირი

კუნთების სპაზმი, ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი

 

ზურგის ტკივილი

 

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები

ხშირი

 

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევები (იხილეთ 4.4. და 4.5)

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი

 

ქოლეცისტიტი

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები

არახშირი:

 

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

არახშირი

 

 

ასთენია, მსუბუქი ტკივილები

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ხშირი

 

არახშირი

 

სისხლში შარდოვანას მომატება

 

სისხლში კრეატინინის მომატება,

ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის მომატება

 

EPHESUS კვლევებისას გამოვლინდა ძალზე ხანდაზმულ პაციენტების ჯგუფში ინსულტის უფრო ხშირი შემთხვევები (> 75 წლის ასაკში). თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა ინსულტის გამოვლენის სიხშირის მხრივ ეპლერენონის (30) ჯგუფის პლაცებოსთან (22) შედარებით არ გამოვლენილა. EMPHASIS-HF -ში აღინიშნა ინსულტის შემთხვევები ძალიან ხანდაზმულ 9 პაციენტეში (≥ 75 წლის ასაკში) ეპლერენონის ჯგუფში და 8 პაციენტში პლაცებო ჯგუფში.

 

4.9 ზედოზირება

 

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევები, რომლებიც კავშირშია ეპლერენონის ზედოზირებასთან ადამიანებში გამოყენებისას არ არის რეგისტრირებული. სავარაუდოდ ზედოზირების ყველაზე გავრცელებული ეფექტი ადამიანებში არის ჰიპოტონია ან ჰიპერკალიემია. ეპლერენონის გამოდევნა ჰემოდიალიზის მეშვეობით შეუძლებელია. გამოვლინდა რომ ეპლერენონი აქტიურად უკავშირდება ნახშირს. თუკი  ვლინდება სიმპტომური ჰიპოტონია, საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. თუ ვლინდება ჰიპერკალიემია, უნდა ჩატარდეს სტანდარტული თერაპია.

 

  1. 5.    ფარმაკოლოგიური თვისებები

 

5.1    ფარმაკოდინამიკური თვისებები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალდოსტერონის ანტაგონისტები, ათქ კოდი: C03DA04

 

მოქმედების მექანიზმი

ეპლერენონს გააჩნია შედარებითი სელექციურობა ადამიანის რეკომბინანტულ მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირების კუთხით, მის  ადამიანის რეკომბინანტულ გლუკოკორტიკოიდულ, პროგესტერონულ და ანდროგენულ რეცეპტორებთან შეკავშირებასთან შედარებით. ეპლერენონი ხელს უშლის ალდოსტერონის შეკავშირებას, ძირითადი ჰორმონი რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაში (RAAS), რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოფიზიოლოგიაში.

 

ფარმაკოდინამიკურიეფექტები

გამოვლინდა, რომ ეპლერენონი იწვევს პლაზმაში რენინისა და შრატის ალდოსტერონის მდგრად მატებას, რენინის სეკრეციაზე ალდოსტერონის უარყოფითი მარეგულირებელი უკუკავშირის ინჰიბირების შესაბამისად. შედეგად მიღებული პლაზმური რენინის აქტივობის გაზრდა და ალდოსტერონის მოცირკულირე დონეები არ აღემატება ეპლერენონის ეფექტებს.

 

გულის ქრონიკული უკმარისობის დოზის შერჩევის კვლევებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV), სტანდარტულ თერაპიაზე ეპლერენონის დამატებამ გამოიწვია  ალდოსტერონის მოსალოდნელი დოზა-დამოკიდებული ზრდა. ანალოგიურად, EPHESUS-ის კარდიორენალურ სუბკვლევაში, ეპლერენონით თერაპიამ გამოიწვია ალდოსტერონის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს შედეგები ადასტურებს ამ პოპულაციებში მინერალოკორტიკოიდული რეცეპტორის ბლოკადას.

 

ეპლერენონის შესწავლა მოხდა ეპლერენონის მწავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი, გულის უკმარისობის, ეფექტურობის და გადარჩენის კვლევაში (EPHESUS). EPHESUS იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 3 წელი, 6632 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (MI), მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (გაზომილი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით [LVEF] ≤40%) და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები. მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 3-14 დღის განმავლობაში (საშუალოდ 7 დღე), პაციენტებმა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად მიიღეს ეპლერენონი, ან პლაცებო  საწყისი დოზით 25 მგ დღეში ერთჯერ და ტიტრირებული სამიზნე დოზამდე 50 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის შემდეგ, თუ შრატში კალიუმი იყო <5.0 მმოლ/ლ. კვლევის დროს პაციენტებმა მიიღეს სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა (92%), აგფ ინჰიბიტორები (90%), ბეტა ბლოკატორები (83%), ნიტრატები (72%), მარყუჟოვანი დიურეტიკები (66%), ან HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (60 %).

 

EPHESUS-ში პირველადი საბოლოო წერილი იყო სიკვდილიანობა ნებისმიერი მიზეზით და კომბინირებული საბოლოო წერტილი იყო სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, ან ჰოსპიტალიზაცია გულ-სისხლძარღვთა მიზეზით; გარდაიცვალა 14.4% პაციენტი,

რომელიც იღებდა ეპლერენონს და 16.7% პაციენტი, რომელიც იღებდა პლაცებოს (ნებისმიერი მიზეზი), ხოლო პაციეტთა 26.7%, რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 30.0%, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწია გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის, ან ჰოსპიტალიზაციის კომბინირებულ საბოლოო წერტილს. ამრიგად, EPHESUS- ში, ეპლერენონმა შეამცირა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკი 15% -ით (RR 0.85; 95% CI, 0.75-0.96; p= 0.008) პლაცებოსთან შედარებით, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა (CV) სიკვდილიანობის შემცირებით. გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის, ან ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირდა 13% –ით ეპლერენონის გამოყენებისას (RR 0.87; 95% CI, 0.79-0.95; p= 0.002). რისკის აბსოლუტური შემცირება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის/ჰოსპიტალიზაციის საბოლოო წერტილებისათვის იყო 2.3% და 3.3%, შესაბამისად. კლინიკური ეფექტურობა პირველ რიგში გამოვლინდა, როდესაც ეპლერენონით თერაპია დაიწყო <75 წლის ასაკის პაციენტებში. თერაპიის სარგებელი 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში გაურკვეველია. NYHA ფუნქციური კლასიფიკაცია გაუმჯობესდა, ან დარჩა სტაბილური პაციენტთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დიდი ნაწილისათვის, რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს პლაცებოსთან შედარებით. ჰიპერკალემიის შემთხვევები იყო 3.4% ეპლერენონის ჯგუფში, ხოლო პლაცებო ჯგუფში 2.0% (p <0.001). ჰიპოკალემიის სიხშირე იყო 0.5% ეპლერენონის ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით -  1.5% (p <0.001).

არ გამოვლინდა ეპლერონონის თანმიმდევრული ეფექტები გულის რითმზე, QRS ხანგრძლივობაზე, ან PR ან QT ინტერვალზე 147 ნორმალურ სუბიექტში, რომელთაც ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების შეფასება ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში.

 

EMPHASIS-HF კვლევაში ( ეპლერენონი მსუბუქი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გადარჩენის კვლევაში გულის უკმარისობისას) გამოკვლეულ იქნა კლინიკურ შედეგებზე ეპლერენონის გავლენა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებისას პაციენტებში სისტოლური გულის უკმარისობით და მსუბუქი სიმპტომებით (NYHA ფუნქციური კლასი II.).

 

პაციენტები ჩართულნი იყვნენ კვლევაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყვნენ მინიმუმ 55 წლის , ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (LVEF) ≤ 30%, ან LVEF ≤ 35%-ზე QRS- ის ხანგრძლივობის > 130 მწმ-თან ერთად და იყვნენ ჰოსპიტალიზირებულნი გულ-სისხლძარღვთა (CV) მიზეზებით ჩართვამდე 6 თვით ადრე, ან ჰქონდათ B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) პლაზმური დონე მინიმუმ 250 პგ/მლ, ან მამაკაცებში  N-ტერმინალური პრო-BNP-ს დონე  პლაზმაში მინიმუმ იყო 500 პგ/მლ (750 პგ/მლ ქალბატონებში). ეპლერენონის მიღება დაიწყო დოზით 25 მგ დღეში ერთჯერ და 4 კვირის შემდეგ დოზა გაიზარდა 50 მგ-მდე დღეში ერთჯერ, თუ შრატში კალიუმის დონე იყო <5.0 მმოლ/ლ. ალტერნატიულად, თუ სავარაუდო GFR იყო 30-49 მლ/წთ/1.73 მ2, ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო დოზით 25 მგ ალტერნატიულ დღეებში, და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ერთჯერ.

 

საერთო ჯამში, ეპლერენონით, ან პლაცებოთი მკურნალობისათვის რანდომიზებულ იქნა (ორმაგად ბრმა) 2737 პაციენტი, დიურეტიკებით (85%), აგფ ინჰიბიტორებით (78%), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით (19%), ბეტა ბლოკერებით(87%), ანტითრომბოლიზური საშუალებებით (88%), ლიპიდების შემამცირებელი საშუალებებით (63%) და დიგიტალისის გლიკოზიდებით (27%) საბაზისო თერაპიის ჩათვლით. საშუალო LVEF იყო ~ 26% და საშუალო QRS ხანგრძლივობა იყო 122მწმ. პაციენტების უმეტესობა (83.4%) წარსულში იყო საავადმყოფოში მოხვედრილი გულ-სისხლძსრღვთა მიზეზებით, რანდომიზაციამდე 6 თვის განმავლობაში, მათგან დაახლოებით 50% გულის უკმარისობის გამო. პაციენტთა დაახლოებით 20% ქონდა იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ან ჩაუტარდათ გულის რესინქრონიზაციის თერაპია.

 

საწყისი საბოლოო წერტილი, სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით, ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციით, გამოვლინდა 249 პაციენტში (18.3%) ეპლერენონის ჯგუფში და 356 პაციენტში (25.9%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.63, 95% CI, 0.54-0.74; p<0.001). ეპლერენონის მოქმედება საწყისი საბოლოო წერტილის შედეგებზე იყო მსგავსის ყველა წინასწარ განსაზღვურლ ქვეჯგუფში.

 

მეორადი საბოლოო წერტილი ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობისათვის გავლინდა 171 პაციენტში (12.5%) ეპლერენონის ჯგუფში და 213 პაციენტში (15.5%) პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.62-0.93; p = 0.008). გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შესახებ იყო ცნობები 147 (10.8%) პაციენტში ეპლერენონის ჯგუფში და 185 (13.5%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში (RR 0.76; 95% CI, 0.61-0.94; p = 0.01).

 

კვლევის დროს ჰიპერკალემია (შრატში კალიუმის დონე> 5,5 მმოლ/ლ) აღინიშნა 158 პაციენტში (11.8%) ეპლერენონის ჯგუფში და 96 პაციენტში (7.2%) პლაცებოს ჯგუფში (p <0.001). ჰიპოკალემია, განსაზღვრული, როგორც შრატში კალიუმის დონე <4.0 მმოლ/ლ, სტატისტიკურად იყო შედარებით დაბალი ეპლერენონის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (38.9% ეპლერენონის შემთხვევაში და 48.4% პლაცებოსთან შედარებით

p <0.0001).

 

პედიატრიული პოპულაცია:

 

ეპლერენონი არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში.

 

ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიულ პაციენტთა (ასაკობრივი ჯგუფი 4-დან 17 წლამდე, n = 304) 10-კვირიანი კვლევისას ეპლერენონის იმ დოზებით გამოყენებამ (25 მგ-დან 100 მგ-მდე დღეში), რომლის ზეგავლენა იყო ისეთივე, რაც ზრდასრულებში, ეფექტურად არ შეამცირა  არტერიული წნევა. ამ კვლევაში და პედიატრიული უსაფრთხოების ერთწლიან კვლევაში 149 პაციენტის მონაწილეობით, უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ზრდასრულებისა. ეპლერენონი არ არის შესწავლილი ჰიპერტენზიის მქონე 4 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან შედარებით მეტი ასაკის პედიატრიული პაციენტების კვლევამ აჩვენა ეფექტურობის ნაკლებობა (იხ. ნაწილი 4.2).

 

პედიატრიულ პაციენტებში ჰორმონალური სტატუსის რაიმე (გრძელვადიანი) ეფექტი არ არის შესწავლილი.

 

5.2    ფარმაკოკინეტიკური თვისებები

 

აბსორბცია

ეპლერენონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არ არის ცნობილი. პლაზმაში

მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. როგორც პლაზმის

პიკური დონე (Cmax), ისე ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) არის დოზის პროპორციული 10-100მგ დოზისათვის და ნაკლებად პროპორციული 100მგ-ზე მეტი დოზებისათვის. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 2 დღეში. აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.

 

განაწილება

ეპლერენონის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50% -ს შეადგენს და ძირითადად უკავშირდება ალფა 1-მჟავა გლიკოპროტეინებს. განაწილების აშკარა მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში ფასდება 50 (± 7) ლ-ით. ეპლერენონი უპირატესად არ უკავშირდება სისხლის წითელ უჯრედებს.

 

ბიოტრანსფორმაცია

ეპლერენონის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება CYP3A4-ის მეშვეობით. ადამიანის პლაზმაში არ გამოვლენილა ეპლერენონის აქტიური მეტაბოლიტები.

 

გამოყოფა

ეპლერენონის დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით და ფეკალიებით. რადიაქტიურად მონიშნული პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 32% გამოიყო განავლით და დაახლოებით 67% გამოიყო შარდით. ეპლერენონის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 3-5 საათს. პლაზმის თვალსაჩინო კლირენსი არის დაახლოებით 10 ლ/სთ.

 

განსაკუთრებული პოპულაციები

ასაკი, სქესი და რასა: ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა 100 მგ დოზით დღეში ერთჯერ შესწავლილ იქნა ხანდაზმულებში (≥65 წელი), მამაკაცებში და ქალებში, და შავკანიანებში. ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მამაკაცებსა და ქალებს შორის. სტაბილურ მდგომარეობაში ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა Cmax-ის ზრდა (22%) და AUC-ს ზრდა  (45%) ახალგაზრდებთან შედარებით (18-დან 45 წლამდე). სტაბილურ მდგომარეობაში, Cmax იყო 19%-ით დაბალი და AUC იყო 26%-ით დაბალი შავკანიანებში (იხ. ნაწილი 4.2.)

 

პედიატრიული პოპულაცია: ეპლერენონის კონცენტრაციების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელის ორი კვლევიდან, რომლებშიც მონაწილეობდა 4-16 წლის ასაკის ჰიპერტენზიის მქონე 51 პედიატრიული პაციენტი, დაადგინა, რომ პაციენტის სხეულის მასას ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ეპლერენონის  განაწილების მოცულობაზე, მაგრამ არა მის კლირენსიზე. უფრო მძიმე პედიატრიულ პაციენტში ეპლერენონის  განაწილების მოცულობა და პიკური ზემოქმედება ივარაუდება, რომ მსგავსია იმავე სხეულის მასის მქონე ზრდასრულებში; 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე პაციენტში, განაწილების მოცულობა დაახლოებით 40%-ით დაბალია, ხოლო პიკური ექსპოზიცია სავარაუდოდ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ზრდასრულებში. ეპლერენონით მკურნალობა დაიწყო 25 მგ დღეში ერთჯერ მიღებით პედიატრიულ პაციენტებში და გაიზარდა 25 მგ-მდე დღეში ორჯერ  2 კვირის შემდეგ და საბოლოოდ

50მგ-მდე დღეში ორჯერ კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ამ დოზების მიღებისას, ეპლერენონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია პედიატრიულ სუბიექტებში მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა ზრდასრულების კონცენცენტრაციას  50 მგ-ის დღეში

ერთჯერ მიღებისას.

 

თირკმლის უკმარისობა: ეპლერენონის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სტაბილურ მდომარეობაში AUC და Cmax გაიზარდა 38% და 24%, შესაბამისად, თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და შემცირდა 26% და 3%, შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. არ გამოვლინდა კორელაცია ეპლერენონის  პლაზმური კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის. ეპლერენონი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით (იხ. ნაწილი 4.4.).

 

ღვიძლის უკმარისობა: 400 მგ ეპლერენონის  ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ღვიძლის ზომიერი (Chil-Pugh Class B) უკმარისობის მქონე პაციენტებში და შედარდა ნორმალურ სუბიექტებს. სტაბილურ მდგომარეობაში ეპლერენონის   Cmax და AUC გაიზარდა 3.6%-ით და 42%-ით, შესაბამისად (იხ. ნაწილი 4.2). იქიდან გამომდინარე, რომ ეპლერენონის  გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ეპლერენონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ამ პაციენტთა ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.3).

 

გულის უკმარისობა: 50 მგ  ეპლერენონის  ფარმაკოკინეტიკა შეფასდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA კლასიფიკაცია II-IV). ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, რომელთა შერჩევა მოხდა ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სტაბილურ მდგომარეობაში AUC და Cmax იყო 38%-ით და 30%-ით უფრო მაღალი, შესაბამისად. ამ შედეგების შესაბამისად, ეპლერენონის  პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი, რომელიც ეფუძნება EPHESUS პაციენტთა ქვეჯგუფს, მიუთითებს იმაზე, რომ ეპლერენონის  კლირენსი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მსგავსი იყო ჯანმრთელი ხანდაზმული პაციენტებისა.

 

5.3    კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

 

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობის პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის პრეკლინიკურმა კვლევაბმა არ გამოავლინა განსაკუთებული საფრთხე ადამიანებისათვის.

განმეორებითი დოზირების ტოქსიკურობის კვლევებში, ვირთხებსა და ძაღლებში, გამოვლინდა პროსტატის ატროფია კლინიკური ექსპოზიციის დონეებზე შედარებით მაღალი ესქპოზიციის დონეების გამოყენებისას. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

 

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

 

6.1    დამხმარე ნივთიერებების ჩამონთვალი

 

ტაბლეტის ბირთვი:

ლაქტოზას მონოჰიდრატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის კროსკარმელოზა

ჰიპრომელოზა

ნატიუმის ლაურილ სულფატი

ტალკი

მაგნიუმის სტეარატი

ტაბლეტის გარსი:

ჰიპრომელოზა

მაკროგოლი 400

პოლისორბატი 80

ტიტანის დიოქსიდი (E171)

რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

რკინის წითელი ოქსიდი (E172)

 

 

 

6.2    შეუთავსებლობა

 

არ არის ხელმისაწვდომი.

 

6.3    ვარგისიანობის ვადა

 

3 წელი

 

6.4    შენახვის განასკუთრებული პირობები

 

ინახება 25ºC დაბალ ტემპერატურაზე.

 

6.5    შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

 

ტაბლეტები მოთავსებულია პერფორირებულ პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.

ბლისტერულ შეფუთვაში ხელმისაწვდომია 20 ან 30 შემოგარსული ტაბლეტი (2 ან 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).

 

6.6    უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სახის მოპყრობისას

 

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

სამკურნალო საშუალება ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.

 

 გაცემის პირობები:

 ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

 

7. მწარმოებელი

 

ს.ს. ადამედ ფარმა

მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5.

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

 

8. სავაჭრო უფლების მფლობელი

 

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი