ოქსოლინის 0.25% 10გ მალ ტუბ

ოქსოლინის 0.25% 10გ მალ ტუბ

2.18 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დკპ ჟიტომირის ფ/ფ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტეტრაქსოლინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 66896
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ოქსოლინის მალამო

(OXOLINI UNGUENTUM)

სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 გ. მალამო შეიცავს ოქსოლინის (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 2,5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი.

სამკურნალწამლო ფორმა. მალამო.

თეთრი ან ღია ყვითელი ფერის მალამო. შენახვის დროს დასაშვებია ვარდისფერი ელფერის წარმოქმნა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტივირუსული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის. АТС კოდი D06BB.

ოქსოლინი ახდენს ანტივირუსულ მოქმედებას დნმ- და რნმ-ვირუსების მიმართ: ადენოვირუსი, გრიპის ვირუსი, მარტივი ჰერპესი და Herpes zoster. პრეპარატის ანტივირუსული აქტივობის მექანიზმი მოიცავს ქიმიურ ურთიერთქმედებას ვირუსების ნუკლეინის მჟავების გუანინის ნარჩენებთან, რის შედეგადაც ნუკლეინის მჟავა ფუნქციურად არააქტიური ხდება.

მალამოს კანზე და ლორწოვან გარსებზე დატანისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ნაწილობრივ შეაღწევს სისხლსა და პარენქიმულ ორგანოებში (ღვიძლი, თირკმელები, ელენთა). ოქსოლინი შედარებით სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად და არ გროვდება ორგანოებში.

გამოყენების ჩვენებები.

ვირუსული რინიტის მკურნალობა, გრიპის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ოქსიოლინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენების დროს.

სიფრთხილით გამოიყენეთ მალამო ადრენომიმეტიკურ ინტრანაზალურ საშუალებებთან ერთად, ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობის რისკის გამო.

განსაკუთრებული გაფრთხილებები.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. მონაცემები უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პრეპარატი არ ახდენს გავლენას.

ბავშვები. მონაცემები ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზები.

ვირუსული რინიტის მკურნალობა: პრეპარატი დაიტანება ცხვირის ლორწოვან გარსზე 2-3 ჯერ დღე-ღამეში 3-4 დღე-ღამის განმავლობაში.

გრიპის პროფილაქტიკა: ეპიდემიის მატების და მაქსიმალური აფეთქების დროს (ჩვეულებრივ, 25 დღე-ღამის განმავლობაში) ან გრიპის მქონე პაციენტებთან კონტაქტის დროს, პრეპარატი უნდა იქნეს გამოყენებული ყოველდღიურად ცხვირის ლორწოვან გარსზე 2-ჯერ დღე-ღამეში (დილა-საღამოს).

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ დღემდე არ იყო შეტყობინებული.

სიმპტომები: შესაძლებელია ცხვირის ლორწოვან გარსზე წვის შეგრძნება და რინორეა.

მკურნალობა: შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება, ჩამოიბანეთ პრეპარატის ნარჩენები თბილი წყლით.

გვერდითი მოვლენები.

მალამოს დატანის ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რინორეა, ლორწოვანი გარსის შეღებვა ლურჯ ფერად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ადრენომიმეტიკულ საშუალებებთან ერთდროულმა ინტრანაზალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

შეინახეთ არაუმეტეს 10 °C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 გ. ალუმინის ტუბში ხრახნიანი პოლიეთილენის თავსახურით, მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., ს. 4.