ნივრის ექსტრაქტი ომეგა-3 #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნივრის ექსტრაქტი+ომეგა 3
გარსით დაფარული ტაბლეტი
ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum) – 400 მგ
ომეგა 3 -(ეიკოზაპენტაენურიდადოკოზაჰექსაენური - EPA და DHA 30%) ცხიმოვანიმჟავები - 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნივრის ექსტრაქტი
ნიორში შემავალი გოგირდოვანი ნაერთი ალიცინი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ალიცინი ფართო სპექტრის ძლიერი ანტიბიოტიკია, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) გამომწვევებზე. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას. ალიცინს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დადებითი გავლენა პანკრეასის ფუქციაზე , ასტიმულირებენ ინსულინის წარმოებას, შედეგად მცირდება სისხლში შაქრის დონე. ალიცინის გარდა ნიორი შეიცავს , არასტაბილურ გოგირდოვანი ნაერთებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, B ჯგუფის, A, D, E და C ვიტამინებს, აგრეთვე, მინერალებსა და მიკროელემენტებს:K, Na, Ca, Mg, Mn, Si, P, Fe, Zn, Se და Ge. ნივრის ექსტრაქტი ხასითდება ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება,რითაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, ახდენს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებას; იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში; გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება Aspergillus niger-ისა და Candida albicans-ის მიმართ; ხასიათდება ანტიკანცეროგენული თვისებებით.
omega 3 ცხიმოვანი მჟავები
“ომეგა-3”-ის ცხიმოვან მჟავებს „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანი იგი შეივსოს “ომეგა-3”-ით. ორგანიზმში მოხვედრისთანავე “ომეგა3”-ის ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს; არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს; ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას; აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
ჩვენებები:
- ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა
- სუსტი იმუნური სისტემა
- მადის დაქვეითება
- დისპეფსია,გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები
მიღების წესი და დოზირება : მიიღება 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, წყლის მიყოლებით.
განსაკუთრებული მითითებები : ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები : ჰიპერმგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება :შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ჭარბი დოზირება : დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა) მკურნალობა: სიმპტომური
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა : 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
არ მიიღოთ მედიკამენტი : ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადა : წარმოებიდან 3 წელი
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. „გამა“
საქართველო.
ტელ.: 2109916