სინერგა საშეტი #20 პაკეტი

სინერგა საშეტი #20 პაკეტი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 66607
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

შემადგენლობა:

პალმიტოილეთანოლამიდი……………………150 მგ.

რძის  აქტიური  სფუარები, ტიპი:

Kluyveromyces F.M. B0399………………….. 20 x 10

Saccharomyces  cerevisiae…………………… 280 x 10

ხსენი  (colostrum)

ფენილალანინი…………………………………….. 50  მგ.

ვიტამინი  С………………………………. 200 მგ.
ფარმაკოლოგიური  თვისებები:  სინერგა   ამაღლებს  იმუნიტეტს,  ზრდის ორგანიზმის

წინააღმდეგობის  უნარს   ინფექციებისადმი.  გვარიდებს  გაციებას,  გრიპსა და ვირუსულ

ინფექციებს. ხელს  უშლის  ანთებითი  პროცესის  განვითარებას, ამცირებს   ანთების

პერიოდს. ამცირებს  რევმატიზმისა  და ალერგიის  სიმპტომებს. აღადგენს  ნაწლავების

მიკროფლორის  ბალანსს,  აუმჯობესებს  საჭმლის  მონელება-შეთვისების  პროცესებს.

ათავისუფლებს  ორგანიზმს ტოქსინებისა და  შლაკებისაგან.  სინერგა  ხელს  უწყობს

ავადობის  შემდგომ  ფიზიკური  რესურსის  სწრაფ აღდგენას, ამაღლებს

სიცოცხლისუნარიანობასა  და  შრომისუნარიანობას.

ფარმაკოლოგიური  მოქმედება:  პალმიტოილეთანოლამიდი  მიეკუთვნება  ცხიმოვანი

მჟავების  ამინებს.  მონაწილეობს  იმუნური  სისტემის  უჯრედების  გააქტიურებაში,

რომლებიც  ებრძვიან  ინფექციურ  დაავადებებს. პალმიტოილეთანოლამიდის  შემცველობა

გრიპისა  და  გაციების  დროს  ორგანიზმში  დაქვეითებულია, რაც  ამცირებს  ორგანიზმის

წინააღმდეგობის  უნარს.  რძის  აქტიური  საფუარები,  ტიპი  Kluyver B0399 (Kluyveromyces F.M.B0399)  რეგულარული  გამოყენებისას  აძლიერებენ   იმუნიტეტს. წარმოქმნიან  ფერმენტ

L-რძემჟავას  და  მონაწილეობენ   B-გალაქტოზიდაზას  სინთეზში, რითაც  აუმჯობესებენ საჭმლის  მონელებას,  ზრდიან  გალაქტოზისა და  გლუჯოზის  შეთვისებას.  ხსენი

გამოიყოფა  სარძევე   ჯირკვლებიდან  ორსულობის  ბოლო  დღეებში და  მშობიარობიდან  3

დღის  განმავლობაში.  ხსენი  (colostrum)  (მიღებული  ახალნამშობიარევი  ძროხებიდან  48

საათის  შემდეგ)  მრავალკომპონენტური  და  მრავალფუნქციური  სუბსტანციაა,  რომელიც

შეიცავს  ბევრ  ბიოლოგიურად  აქტიურ  ნივთიერებას.  ხსენი  (colostrum)  შეიცავს   IgA-ს და

IgG-ს.   IgA   ამაღლებს  ლორწოვანი  გარსების  ბარიერულ  ფუნქციას,  ზრდის  ადგილობრივ

იმუნიტეტს,  ეწინააღმდეგება  სხვადასხვა  გამომწვევის  მოხვედრას  ორგანიზმში  სასუნთქი

გზებიდან  და  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან.  IgG  ანეიტრალებს  ბაქტერიულ  და  ვირუსულ

ტოქსინებს,  ასტიმულირებს  ფაგოციტოზს,  ხელს  უწყობს  პათოგენური

მიკროორგანიზმების  ლიკვიდაციას.  ფენილალანინი  მონაწილეობს  ნეირომედიატორების

სინთეზში,  აუმჯობესებს  გუნება-განწყობას  და  ემოციებს, ზრდის  ყურადღების

კონცენტრაციის  უნარს. ვიტამინი  C თრგუნავს  ჰისტამინისა  და  პროსტაგლანდინების

გამოყოფას.  აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას.  მონაწილეობს  დეტოქსიკაციის

პროცესებში.  ზრდის  ორგანიზმის  წინააღმდეგობის  უნარს  ინფექციებისადმი.

ჩვენებები:   მორეციდივე  რესპირატორული  ინფექციები;  ხშირი  ავადობა,  გრიპი  და

გაციება;  ქრონიკული  დაღლილობის  სინდრომი;

დოზირება:    3-12 წლამდე  ასაკი:  1  პაკეტი  1-ჯერ  დღეში  (დილით);

12  წლის  ზემოთ:  1  პაკეტი  2-ჯერ  დღეში  (დილა-საღამოს);

სინერგა  მიიღება  რესპირატორული  ინფექციების  მწვავე  პერიოდში  10  დღე.

მორეციდივე  რესპირატორული  ინფექციების  პროპილაქტიკისათვის.  მიიღება  4  თვის

განმავლობაში:  პირველ  თვეს  20  დღე,  შემდეგ  თვეებში  10  დღე.

გამოყენების  ინსტრუქცია:   პაკეტის   შიგთავსი მთლიანად  გადმოღვარეთ  ჭიქაში,

დაამატეთ  50  მლ.  წყალი  და  მოურიეთ.  მიღებული  ხსნარი  მიიღეთ  ჭამამდე  15  წუთით

ადრე.

უკუჩვენებები  და  გვერდითი  მოვლენები:  პრეპარატში  შემავალი  კომპონენტების  მიმართ

მომატებული  მგრძნობელობა.

არ  არის  რეკომენდებული  ორსულობისა  და  ლაქტაციის  პერიოდში.

გაფრთხილება:  შეინახეთ  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.  არ  გამოიყენოთ

შენახვის  ვადის   გასვლის  შემდეგ.  არ  გადააჭარბოთ  რეკომენდებულ  დოზას.

შენახვის  წესი:  ინახება  მშრალ,  გრილ,  სინათლისაგან  დაცულ  ადგილას.  შენახვის  ვადა

მითითებულია  კოლოფზე.

გამოშვების  ფორმა:  საშეტები  დისპერგირებული,  თხევადი  შიგთავსით,  N/20                                                 საკვები  დანამატი.  გაიცემა  რეცეპტის  გარეშე.

 

მწარმოებელი:  Galsor  s.r.l.   იტალია

Via Filippo  Bonavitacola, 1

83048  Montella  (AV)