ბეპანთენი პლუსი 30მლ სპრეი

ბეპანთენი პლუსი 30მლ სპრეი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსპანთენოლი+ქლორჰექსიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 66221
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი პლიუსი
სამკურნალწამლო ფორმა
სპრეი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო სითხე, სუსტი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50მგ/მლ, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 5მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, მაკროგოლის ლაურილ ეთერი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა. დექსპანთენოლი – ბეპანთენი პლიუსის აქტიური კომპონენტი, კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და მოქმედებს როგორც ვიტამინი. ადგილობრივი გამოყენებისას დექსპანთენოლი აბსორბირდება უფრო სწრაფად, ვიდრე პანთოტენის მჟავა.
პანთოტენის მჟავა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კოენზიმ A-ს კომპონენტს, აცეტილკოენზიმ A-ს სახით ასრულებს ცენტრალურ როლს ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმში. პანთოტენის მჟავა აუცილებელია დაზიანებული კანის და ლორწოვანი გარსების ეპითელიუმის წარმოქმნის და შეხორცებისთვის.
ქლორჰექსიდინი – ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც კარგად აიტანება და გააჩნია ბაქტერიოციდური მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, განსაკუთრებით Staphylococcus aureus მგძნობიარე შტამების მიმართ, რომლებიც არიან კანის ინფექციური დავადებების ყველაზე ხშირი გამომწვევები.
ქლორჰექსიდინი არის ნაკლები ხარისხით აქტიური გრამუარყოფით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ. Pseudomonas და Proteus ზოგიერთი სახეობები მდგრადია ქლორჰექსიდინი მიმართ. მას გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო სუსტი მოქმედება და არ ავლენს ანტივირუსულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა. დექსპანთენოლი სწრაფად აბსორბირდება დაზიანებული კანიდან. კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და ავსებს პანთოტენის მჟავის ენდოგენურ რეზერვს. პანთოტენის მჟავა უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (β-გლობულინებს და ალბუმინს). პანთოტენის მჟავა პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება, რადგანაც მთლიანად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით და განავლით. ცდებით დადგენილია, რომ პანთოტენის მჟავა ძირითადად გამოიყოფა (დაახლოებით 60-70%) შარდით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა განავლით. მოზრდილების შარდში ყოველდღიურად აღმოჩენილია 2-7მგ, ბავშვების შარდში 2-3მგ.
ქლორჰექსიდინი გარეგანი და შიგნით მიღებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება. ინფორმაცია ნივთიერების განაწილების შესახებ შეზღუდულია. ქლორჰექსიდინი თითქმის არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს. ცდებით დადგენილია, რომ ნაერთის შიგნით შეყვანის შემდეგ, შეუცვლელი ქლორჰექსიდინი, ისაზღვრება, პრაქტიკულად მხოლოდ განავალში. კანიდან შეწოვა ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლებში, მოზრდილ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალია.
მიღების ჩვენებები
კანის ზედაპირული დაზიანებები, როდესაც არსებობს დაინფიცირების რისკი: ნაკაწრები, ჭრილობები, დაბეჟილობა, კანის ნახეთქები, დამწვრობები, პიოდერმია, დერმატიტი.
კანის ქრონიკული დაზიანებები: ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები, ნაწოლები.
კანის დაავადებები ინფექციური გართულებების დროს, მაგალითად, მეორადად ინფიცირებული ეგზემა ან/და ნეიროდერმიტი.
კერტების ნახეთქები ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში.
მცირეინვაზიურ ქირურგიაში ტრავმების და ქირურგიული ჭრილობების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, ჩვენებების შესაბამისად. ჭრილობების მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს სახვევით ან მის გარეშე.
კეთდება დღეში ერთი ან რამდენიმე შესხურება წინასწარ გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე ან კანის ანთებით უბნებზე.
ლაქტაციის პერიოდში კერტების დამუშავების შემთხვევაში, ყოველი ძუძუთი კვების წინ საჭიროა მათი ჩამობანა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და მიმდინარეობაზე და შეადგენს 1-2 კვირას. მკურნალობის შემდგომ ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
გვერდითი მოველენები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ალერგიული რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, ასთმის სიმპტომების ჩათვლით, კანის სუსტიდან საშუალო დაზიანებამდე, სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულსისხლძარღვთა სისტემის, (გულის და სუნთქვის უკმარისობის ჩათვლით) დაზიანებამდე.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დექსპანთენოლზე ან/და ქლორჰექსიდინზე ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.
არ შეიძლება პერფორირებულ დაფის აპკზე დატანა.
ჭარბი დოზირება
ერთ დაზიანებულ უბანზე პრეპარატის ხშირმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ადამიანებში პანთოტენის მჟავით ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. არის ცნობები ქლორჰექსიდინის შიგნით მიღებისას ინტოქციკაციით გამოწვეული დისტერეს-სინდრომის და ჰეპატოტოქსიკურობის შესახებ.
უსაფრთხოების ზომები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კანის დიდ უბნებზე. პრეპარატი განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებებისთვის.
თვალებში მოხვედრისა შეიძლება გამოიწვიოს კონიუქტივის გაღიზიანება, რაც გამოწვეულია ქლორჰექსიდინით. შესაძლებელია ოტოტოქსიკური მოქმედება, განსაკუთრებით პრეპარატის შუაყურში ინსტილაციის დროს.
ბეპანთენი პლიუსის გამოყენება კანის დაინფიცირების მცირე ალბათობის შემთხვევაში რეკომენდებული არ არის (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს). ამ შემთხვევაში უმჯობესია ბეპანთენი კრემის გამოყენება.
თუ დროის განმავლობაში სიმპტომები ნარჩუნდება და დაზიანებული უბნის მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია გამსაპნებელ ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთან. ბეპანთენი პლიუსის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან, მათი ურთიერთქმედების გამოსარიცხად (მოქმედების ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია). 0.05%-ზე მაღალი კონცენტრაციებით ქლორჰექსიდინი წარმოქმნის მარილებს ბორატებთან, დიკარბონატებთან, კარბონატებთან, ქლორიდებთან, ციტრატებთან, ფოსფატებთან და სულფატებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოლექვა. 0.01%-ზე დაბალი კონცენტრაციებით კრისტალიზაცია ნაკლებსავარაუდოა.
საქაროზა, პოლისორბატ-80, მაგნიუმის, თუთიის და კალციუმის უხსნადი მარილები ახდენენ ქლორჰექსიდინის ინაქტივაციას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ბავშვის ან ნაყოფის პოტენციურ რისკს, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მეთვალყურეობით. ორსულობის დროს საჭიროა თავი ავარიდოთ კანის ვრცელ უბნებზე გამოყენებას.
ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ჭარბი რაოდენობით.
გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე არ მოქმედებს.
შენახვის პირობები
არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი. Aარ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
30მლ ფლაკონი, გამფრქვევი მოწყობილობით, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
ფირმა-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი
ბაიერ ქონსიუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

ლიხტენხელდტ გმბჰ ფარმაცოიტიშე ფაბრიკ,
ინუსტრიეშტრასსე 7-11
23812 ვალშტედტ, შლევზიგ-გოლშტეინ, გერმანია