
ალოხოლი #10ტ (რუს)
გააზიარე:
ალოხოლი
Allocholum
სავაჭრო დასახელება: ალოხოლი.
სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
თითიეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაღველი მშრალი - 80 მგ, ხმელი ნიორი - 40 მგ; ნახშირი გააქტივებული - 25 მგ; ჭინჭრის ფოთლები - 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები (ბირთვი): მაგნიუმის ოქსიდი (მაგნიუმის ჟანგი) – 11 მგ, კარტოფილის სახამებელი - 43 მგ, ტალკი - 3 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) - 1 მგ, კალციუმის სტეარატი - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (გარსი): საქაროზა (შაქარი) – 164 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი (მაგნიუმის კარბონატი ძირითადი) – 35 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) – 2 მგ, ტიტანის დიოქსიდი - 3 მგ, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი) – 2 მგ, ტალკი - 3 მგ, საღებავი ტროპეოლინი О – 0,04 მგ, ფუტკრის ცვილი - 0,2 მგ.
აღწერილობა
მრგვალი ტაბლეტები, ორმხრივ ამოზნექილი, დაფარული ღია ყვითელი ფერის გარსით. განივ კვეთაზე აისახება სამი ფენა: ბირთვი - ნაცრისფერი-შავი ფერის ჩართვებით; შუა ფენა - თეთრი ფერის და გარე ფენა - ღია ყვითელი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ნაღველმდენი საშუალება.
ათქ კოდი: A05AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაღველმდენი (ქოლეკინეტიკური და ქოლერეტიკური) საშუალება, ამცირებს ლპობის და ფერმენტაციის პროცესებს ნაწლავებში. აძლიერებს ღვიძლის სეკრეტორულ ფუნქციას, რეფლექტსურად ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) ორგანოების სეკრეტორულ და მამოძრავებელ აქტიურობას.
აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას.
ნაღველის მოქმედება განპირობებულია რეფლექსური გავლენით ღვიძლის პარენქიმის სეკრეტორულ ფუნქციაზე. ნაღველი ასევე აძლიერებს კნტ-ის სეკრეტორულ და მამოძრავებელ ფუნქციას.
ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ნიორი, აძლიერესნ კნტ-ის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას, ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას.
ჭინჭრის ფოთლებს აქვთ ნაღვლისმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
გააქტივებული ნახშირი წარმოადგენს ადსორბენტს, რომელიც აკავშირებს ტოქსიკურ ნივთიერებებს კნტ-ში.
ფარმაკოკინეტიკა
ალოხოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ალოხოლის შემადგენელი ქოლის და ქენოდეზოქსიქოლის მჟავები მეტაბოლიზდება ღვიძლში: კონიუგირება ხდება ამინომჟავებთან, სეკრეტირდება ნაღველში, საიდანაც ისევ გამოიყოფა ნაწლავებში, შემდეგ ნაწილობრივ ადგილი აქვს რეაბსორბირბციას; დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ნაწლავებიდან.
გამოყენების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ქრონიკული რეაქტიული ჰეპატიტისას, ქოლანგიტისას, უკენჭო (არაკალკულოზური) ქოლეცისტიტისას, ჰიპოკინეტიკური ტიპის სანაღვლე გზების დისკინეზიისას, ატონური შეკრულობისას, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომისას.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდებში შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით, როდესაც დედისთვის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგძნობელობა, კალკულოზური ქოლეცისტიტი, ობტურაციული სიყვითელე, მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე დისტროფია, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწავების ფაზაში), მწვავე პანკრეატიტი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, საქაროზის/იზომალტოზის დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია (რადგანაც შემადგენლობაში საქაროზაა).
სიფრთხილით
შაქრის დიაბეტი (პრეპარატის შემადგენლობა შეიცავს საქაროზას).
პრეპარატის გავლენა საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს საჭიროებს
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის უნარზე და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს საჭიროებს.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, ჭამის შემდეგ, 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (ჭამის შემდეგ) 3-4 კვირის განმავლობაში.
განმეორებითი კურსები ტარდება 3-თვიანი ინტერვალით.
გვერდითი მოქმედება.
დიარეა, ალერგიული რეაქციები, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა სისხლის შრატში.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია დიარეა, გულისრევა, გულძმარვა, კანის ქავილი. სიმპტომური მკურნალობა.
სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს, ქოლესტირამინს, ქოლესტიპოლი ამცირებს შეწოვას და ამცირებს პრეპარატის ეფექტს. ერთდროული მიღება არ არის მიზანშწონილი.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურული უჯრედული შეფუთვა პოლივინილქლორიდის აპკისგან და ლაკირებული საბეჭდი ალუმინის ფოლგისაგან.
კონტურულ უჯრედულ შეფუთვებში სამედიცინო თანაბარი რაოდენობის გამოყენების ინსტრუქციების ან მუყაოს კოლოფში თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურისას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი/ორგანიზაცია, პრეტენზიების მიმღები
“ირბიტის ქიმფარმქარხანა“
623856, რუსეთი,
სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ირბიტი, კიროვის ქ. 172
ტელ./ფაქსი (34355) 3-60-90
მწარმოებლის მისამართი
623856, რუსეთი
სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ირბიტი, კ.მარქსის ქ. 124-ა.