ტრეპარინი 250ერთ #50კაფს

ტრეპარინი 250ერთ #50კაფს

52.12 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ომიკრონ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სულოდექსიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 65993
გააზიარე:

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ტრეპარინი 250 L.R.U. რბილი კაფსულები

სულოდექსიდი (გლუკორონილის გლიკოზამინოგლიკანის სულფატი)

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია

- შეინახეთ ეს ფურცელი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს, მაშინაც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ, ვინაიდან ეს შეიძლება სახიფათო იყოს.

- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, ამთ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

1. რა არის ტრეპარინი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ტრეპარინის მიღების წინ

3. როგორ მიიღება ტრეპარინი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ტრეპარინი

1. რა არის ტრეპარინი და რისთვის გამოიყენება

ტრეპარინი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს სულოდექსიდს, რომელიც მიეკუთვნება ჰეპარინის ანტითრომბული პრეპარატების კლასს.

ტრეპარინი ნაჩვენებია მოზრდილებში ქვედა კიდურებში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევებით გამოწვეული წყლულები კანზე (ქრონიკული ვენური წყლულები).

სულოდექსიდი მოქმედებს სისხლძარღვებში სისხლის შენადედების (თრომბების) წარმოქმნის თავიდან აცილების გზით.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან აღინიშნება გაუარესება.

2. რა უნდა იცოდეთ ტრეპარინის მიღების წინ

არ მიიღოთ ტრეპარინი

  • · თუ გაქვთ ალერგია აქტიური სუბსტანციის (სულოდექსიდის) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6)
  • · თუ აგქვთ ალერგია ჰეპარინის ან მსგავსი პრეპარატების მიმართ (სისხლის გასათხელებელი საშუალებები)
  • · თუ გაქვთ წინასწარგანწყობა სისხლდენის მიმართ (დიათეზი სისხლდენით)
  • · თუ გაქვთ სისხლდენითი დარღვევები (დარღვევები, რომლებიც ხასიათდება მწვავე სისხლდენით)
  • · თუ ხართ ორსულად ან შეიძლება დაორსულდეთ.

გაფრთხილებები და სიფღრთხილის ზომები

ტრეპარინის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს), ექიმი დაგინიშნავთ რეგულარულ სისხლის ანალიზებს (იხ. „სხვა პრეპარატები და ტრეპარინი“).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

სხვა პრეპარატები და ტრეპარინი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს, როგორიცაა ჰეპარინი (კანქვეშა ანტიკოაგულაციური თერაპია) ან პერორალურ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს (როგორიცაა ვარფარინი), ვინაიდან ტრეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენის რისკის გაზრდა.

ტრეპარინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ტრეპარინი ჭამის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად და გეგმავთ ბავშვის ყოლას, ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ტრეპარინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გამოცდილება შეფასებული არ არის, შესაბამისად, ორსულობის დროს ტრეპარინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ტრეპარინი გავლენას არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ტრეპარინი შეიცავს სოიოს ზეთს.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს სოიოს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილზე ან სოიოზე, ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ.

ტრეპარინი შეიცავს ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებული რეაქციების ჩათვლით).

3. როგორ გამოიყენება ტრეპარინი

რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენ მიერ პრეპარატის მიღების სიხშირე და რაოდენობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

მიღების წესი

ტრეპარინი მიიღება უზმოზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ზოგადად, რეკომენდებული მკურნალობის ციკლი არის 60 დღე. მკურნალობის ციკლი განმეორებით უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ.

დოზა განსხვავდება რაოდენობისა და სიხშირის მიხედვით, ექიმის შეხედულების მიხედვით.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტრეპარინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ ტრეპარინის ჭარბი დოზა, ვინაიდან შეიძლება არსებობდეს სისხლდენის მომატებული რისკი.

სისხლდენის შემთხვევაში, მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

თუ დაგავიწყდათ ტრეპარინის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ტრეპარინის მიღება

თუ შეწყვიტეთ ტრეპარინის მიღება

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • · გულისრევა
  • · ღებინება
  • · ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში)
  • · ალერგია კანისმიერი ან სხვა რეაქციებით

გვერდითი ეფექტები ინფორმირება

თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ეროვნული ინფორმირების სისტემის მეშვეობით ვებ-გვერდზე: http://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ ინახება ტრეპარინი

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე Exp ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატების გადაყრა არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრეპარინი

  • · აქტიური სუბსტანცია არის სულოდექსიდი (გლუკორონილის გლუკოზამინოგლიკანის სულფატი).
  • · სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, რაფინირებული სოიოს ზეთი, ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი E214, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი E216 (იხ. პუნქტები “ტრეპარინი შეიცავს სოიოს ზეთს“ და „ტრეპარინი შეიცავს ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი“), ყვითელი ფუტკრის ცვილი E901, გლიცერინი E422, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის ოქსიდი ყვითელი E172, რკინის ოქსიდი წითელი E172, რკინის ოქსიდი ყავისფერი E172.

ტრეპარინის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ტრეპარინი არის რბილი ოვალური ფორმის კაფსულები წითელი - ყავისფერი ფერის ბლისტერებში. ყოველ შეფუთვაში მოთავსებულია 50 კაფსულა.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Omikron Italy S.r.l.

ვიალე ბრუნო ბუოცი, 5

00197 რომი (იტალია)

მწარმოებელი

Catalent Italy S.p.A. - ვია ნეტუნენსე კმ 20.100 - აპრილია (LT) (იტალია)

ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს განახლდა