კონტრაჰისტი 5მგ #28ტ

კონტრაჰისტი 5მგ #28ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოცეტირიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 65494
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კონტრაჰისტი 

ათქ კლასიფიკაციის კოდი 

R06AE08
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც. 
1 ტაბ.
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი E. . . . . . . . . . . . 5 მგ                                                                                         
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 6ცP, ტიტანის დიოქსიდი (E171)  და მაკროგოლი 400.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ჰისტამინური HH1 - რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
H1 – რეცეპტორების ბლოკატორი.
ჩვენებები
კონტრაჰისტი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ:
- ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);
- ურტიკარია;

დოზირების რეჟიმი
6 წლიდან  - 5 მგ დღეში ერთხელ.
დოზის გამოტოვების ან რეკომენდებულზე ნაკლები დოზის მიღების შემთხვევაში ასანაზღაურებლად დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება. 
გვერდითი მოვლენები
კონტრაჰისტმა , სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
ხშირად (100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში): პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა.
იშვიათად (1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში): აღგზნებადობა და მუცლის ტკივილი. 
ძალიან იშვიათად (10000 პაციენტიდან აღინიშნება 1 პაციენტში):Pპალპიტაცია, სინკოპე, თავბრუხვევა, ტრემორი, მხედველობის გაუარესება, მტკივნეული ან გაძლიერებული შარდვა, შარდის ბუშტის დაცლის უუნარობა, გამონაყარი, ურტიკარია, სუნთქვის გაძნელება, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული საქციელი, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდის მცდელობა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვა:  კონტრაჰისტის მიღების შედეგად ზოგიერთ პაციენტში განვითარდა ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება. ამიტომ პირები, რომლებიც აპირებენ სატრანსპორტო სშუალებების მართვას პრეპარატის მიღების შემდეგ უნდა დაელოდონ მოსალოდნელ რეაქციებს.
ჭარბი დოზირება
მოძრდილებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში. მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენეტების შესახებაც.
შენახვის პირობები და ვადა 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 
ვარგისობის ვადა -  3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.