გალეგადეპი #30ტ
გააზიარე:
გალეგადეპი 30 ტაბლეტი
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი 295 მგ,
კამის (Foeniculum vulgaris) თესლის ექსტრაქტი 150 მგ,
ხბოშუბლას (Galega officinalis) ღეროს და ყვავილის ექსტრაქტი 65 მგ,
მარიგოლდის (Tagetes erecta) ყვავილის ექსტრაქტი 15 მგ,
ვიტამინი D 7,5 მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კამას - აირებისგან გამათავისუფლებელი და სპაზმოლიზური მოქმედების გარდა, აქვს
გალაქტოგენური თვისებები. მისი გამოყენება ზრდის მელოგინეებში რძის გამომუშავებას.
ხბოშუბლა ხელს უწყობს რძის გამომუშავებას, აუმჯობესებს სარძევე ჯირკვალში სისხლის
მიმოქცევას და მის ტროფიკას, რითაც გამოიხატება მისი გალაქტოპოეტინური ეფექტი მეძუძურ ქალებში. იგი არა მარტო ზრდის რძის რაოდენობას, არამედ აუმჯობესებს მის ხარისხს.
მარიგოლდის ყვავილების ექსტრაქტი შეიცავს 20% ლუთეინს. ლუთეინი იცავს ბავშვის მხედველობის ორგანოს დაზიანებისაგან, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ლუთეინის ერთადერთი წყარო ახალშობილებისათვის დედის რძეა, რადგან ლუთეინი
შედის მხოლოდ ახალ ბოსტნეულში, რომელიც არ არის ახალშობილთა რაციონში.
კალციუმი დავიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ფორმირებას და განვითარებას. ბავშვი კალციუმს ღებულობს დედის რძიდან ძუძუთი კვების დროს. თუ დედის ორგანიზმი განიცდის კალციუმის დეფიციტს, მაშინ ვითარდება ოსტეოპოროზი.
მეძუძურობის დროს კალციუმისა და ვიტამინი D-ს მიღება აღმოფხვრის მათი
დეფიციტის განვითარების ალბათობას, ძვლების დემინერალიზაციის განვითარების
რისკს და ხელს უწყობს მეძუძური დედის ძვლოვანი სისტემის გამაგრებას.
ჩვენება
ლაქტაციის გასაუმჯობესებელი საშუალება.
დოზირება
მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება.
საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ.
შენახვისწესი
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი № 30
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Erbozeta S. p. A.
Strada delle Seriole 41/43
Loc. Galavotto (z.ind.Gualdicciolo)
47894 Chiesanuova (RSM).