ცსინობროლი 5მგ #20ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ცსინობროლი
1. რას წარმოადგენს ცსინობროლი და რისთვის გამოიყენება
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცსინობროლის აქტიური ინგრედიენტი.
ცსინობროლი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან (ურტიკარია) ასოცირებული ნიშნების (სიმპტომების) სამკურნალოდ.
2. ცსინობროლის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ცსინობროლი
• თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, ან ანტიჰისტამინის, ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. რას შეიცავს ცსინობროლი).
• თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის მძიმე უკმარისობა კრეატინინის 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კლირენსით).
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ცსინობროლის გამოყენებისას ცსინობროლის გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან აპკით შემოგარსული ტაბლეტები არ იძლევა დოზის ადაპტირების საშუალებას.
სხვა პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოთ გასაცემ პრეპარატებს.
ცსინობროლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ცსინობროლის ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის, ლევოცეტირიზინის ან სხვა ცენტრალურად მოქმედი საშუალებების და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ცეტირიზინის რაცემატი არ ზრდის ალკოჰოლის მოქმედებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს, თუ ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ ცსინობროლით შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, დაღლილობა და გამოფიტვა. თუ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებას ან მექანიზმების მართვას, გირჩევთ პირველ რიგში დააკვირდეთ, თუ როგორ რეაგირებთ პრეპარატზე. თუმცა, სპეციალური ტესტებით არ გამოვლენილა უარყოფითი ზემოქმედება გონების სიფხიზლეზე, რეაგირების უნარზე ან მართვის უნარზე ჯანმრთელ ადამიანებში, ლევოცეტირიზინის რეკომენდებული დოზებით მიღების შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცსინობროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას; თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, მათ მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
3. როგორ მიიღება ცსინობროლი
ცსინობროლი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთYექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და ბავშვებისათვის 6 წლის ასაკიდან არის ერთი ტაბლეტი დღეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო დაბალი დოზის გამოყენება თირკმლის დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის უკმარისობა, გამოიყენება ჩვეულებრივი დოზები.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ როგორც ღვიძლის, ისე თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო დაბალი დოზა თირკმლის დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით, ხოლო ბავშვებში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სხეულის წონის საფუძველზე; დოზის განსაზღვრა მოხდება ექიმის მიერ. ცსინობროლი რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ცსინობროლი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
ძალიან დიდი რაოდენობის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში თავდაპირველად შეიძლება აღინიშნოს აგზნება და შფოთვა, შემდეგ კი ძილიანობა. თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ცსინობროლის ჭარბი დოზა, უთხარით ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს.
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ ცსინობროლის მიღება ან თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსირების მიზნით; დაელოდეთ შემდეგი მიღებისათვის გათვალისწინებულ დროს და მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება
ცსინობროლით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა არ იწვევს მნიშვნელოვან ეფექტებს, უბრალოდ დაავადების სიმპტომები შეიძლება პროგრესიულად ხელახლა გამოვლინდეს იმავე სიმძიმით, როგორც ცსინობროლით მკურნალობის დაწყებამდე იყო. ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ცსინობროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემური ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ძალიან ხშირი ( 1/10)
- ხშირი (1/100 - <1/10)
- არახშირი (1/1000 - <1/100)
- იშვიათი (1/10000 - <1/1000)
- ძალიან იშვიათი (<1/10 000)
- ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
ჩვეულებრივ, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გვერდითი ეფექტებია პირის სიმშრალე, თავისტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა.
ნაკლებად ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და მუცლის ტკივილი.
გამოვლენილი იყო სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: პულსაცია, გულისცემის სიხშირის მომატება, კონვულსიები, მხედველობის დარღვევები, შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა და ღებინება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნებისას შეწყვიტეთ ცსინობროლის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება ჭინჭრის გამონაყარით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს შოკს ან კოლაფსს, რაც შეიძლება ფატალური იყოს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენებები, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ცსინობროლი
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ცსინობროლი კოლოფზე “Exp” ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ცსინობროლი, თუ შენიშნავთ დაზიანების რაიმე ხილულ ნიშნებს.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ შეფუთვას ან პრეპარატს, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. Eეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
- აქტიური სუბსტანცია არის 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტები მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და ოპადრაი.
ცსინობროლის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის მოთეთრო ფერის, მრგვალი, ჭდით. წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში 20 (20x10) ტაბლეტით და ფლაკონში 30 ტაბლეტით.