ლინკასი ორვი მც.გრ#5პაკ მენთ/ა

ლინკასი ორვი მც.გრ#5პაკ მენთ/ა

6.10 ლარი
ქვეყანა: პაკისტანი
მწარმოებელი: ჰერბიონი პაკისტანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+ია+ტირიფი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 65224
გააზიარე:

ლინკას ორვი

გრანულები

ლინკას ორვი მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების   ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგაც, როგორიცაა გრიპი.

ლინკას ორვი გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.

ლინკას ორვი - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეტიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ლინკას ორვი - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფთა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ლინკას ორვი არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოა მისი გამოყენება უფროსებში და ბავშვებში.

        

ლინკას ორვის  შემადგენლობა:

კომპონენტი

რაოდენობა

Salix alba

750.00 mg

Adhatoda vasica

300.00 mg

Glycyrrhiza glabra

550.00 mg

Viola odorata

100.00 mg

Valeriana officinalis

100.00 mg

Foeniculum vulgare

 75.00 mg

Eucalyptus globules

 35.00 mg

Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები)

125.00 mg

 

ლინკას ორვის  შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

Salix alba

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზინფიცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

Adhatoda vasica

შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის  ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

Glycyrrhiza glabra

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

Viola odorata

არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

Valeriana officinalis

არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს  თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას

Foeniculum vulgare

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

Eucalyptus globules

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.

Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები)

იწვევს კომფორტულობის და გამოცოცხლების შეგრძნებას მასტიმულირებელი ეფექტის შედეგად  

გამოყენების ჩვენებები:

ყელის გაღიზიანება

ხველა

გრიპი

ცხვირის შეგუბება

ცხელება

გაციება

თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია

პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება:

ერთი პაკეტი 2-3 ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:

გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები მოსალონდელია პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ლინკას ორვის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება

არ არის ცნობილი

გამოშვების ფორმა:

პაკეტები; ყოველი კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა:

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის წესი

 ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი

ჰერბიონი

ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ 30/28 კორანგის საწარმოო ზონა, კარაჩი, პაკისტანი

www.herbion.com