მაგნიუმის სულფ25% 5მლ#10ა

მაგნიუმის სულფ25% 5მლ#10ა

2.70 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის სულფატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 652
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების

მაგნიუმის სულფატი

გამოყენების ინსტრუქცია

წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია სრულად ამ სამკურნალო საშუალებისგამოყენებამდე, რადგანავ ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები,  მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქციები,  მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არისჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

სავაჭრო დასახელება: მაგნიუმის სულფატი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Magnesium sulfate.
გამოშვების ფორმა: ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი  ხსნარი 250 მგ/მლ.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

შემადგენლობა: ერთი ამპულა (5 მლ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი - 1,25 გ, დამხმარენივთიერებები - ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: პლაზმის შემცვლელი და პერფუზიული ხსნარები. ინტრავენურად შესაყვანი ხსნარების დანამატები. ელექტროლიტები.

ათქ კოდი: В05ХА05.

გამოყენებისჩვენებები

- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის ჰიპერტონიული კრიზი თავის ტვინის შეშუპების მოვლენებით);

- ჰიპომაგნიემია;

- პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია („პირუეტის“ ტიპის), წინაგულის ტაქიკარდია, არითმია;

- ეკლამფსია (კრუნჩხვების დასათრგუნად) და პრეეკლამფსია (მძიმე პრეეკლამფსიის დროს კრუნჩხვების პრევენციისთვის);

- საშვილოსნოს ტეტანია; ტოკოლიზი;

- ტოქსიკოზი;

- მძიმე მეტალების (ბარიუმი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტეტრაეთილ ტყვია) მარილებით მოწამვლა.

უკუჩვენებები

 - მიასთენია;

- ბრადიკარდია;

- გამოხატული არტერიული  ჰიპოტენზია;

- ჰიპოკალციემია;

 - მშობიარობისწინა პერიოდი (მშობიარობამდე 2 საათით ადრე);

- თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები);

- ჰიპერმგრძნობელობა და ჰიპერმაგნიემია;

- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა 1-3 ხარისხის;

 - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.

გამოყენებისმეთოდიდადოზები

ინტრავენურად (ნაკადურად ნელა ან წვეთოვნად). პაციენტი უნდა იყოს მწოლიარე მდგომარეობაში.

კუნთშიდა თერაპია უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა შეუძლებელია, მაგალითად, როდესაც პერიფერიული ვენები არ არის ხელმისაწვდომი.

არსებობს ძალიან შეზღუდული გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც ადასტურებს,  რომ მაგნიუმის სულფატის ხსნარის კონცენტრაცია კუნთებში შეყვანისთვის არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ/მლ-ს (20%-იანი ხსნარი).

აუცილებელია შრატში მაგნიუმის დონის გაკონტროლება მკურნალობამდე და მკურნალობის განმავლობაში. მაგნიუმის სულფატის დოზა უნდა შეირჩეს  ინდივიდუალურად,  პაციენტის საჭიროებებისა და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად.

თავიდან უნდა იქნას არიდებული შრატში  მაგნიუმის მომატება >2.5 მმოლ/ლ-ზე მაღლა. მაგნიუმის სულფატის დოზები მითითებულია გრამებში, რაც შეესაბამება პრეპარატის რაოდენობას: 1 გ - 4 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ (25%-იანი ხსნარი), 2 გ - 8 მლ, 3 გ - 12 მლ, 4 გ - 16 მლ, 5 გ - 20 მლ, 10 გ - 40 მლ, 15 გ - 60 მლ, 20 გ - 80 მლ, 30 გ - 120 მლ, 40 გ - 160 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ (25%-იანი ხსნარი), შესაბამისად.

1 მლ პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ მაგნიუმს.

მაგნიუმის სულფატის ხსნარი შეიძლება განზავდეს 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5%-იანი დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარით.

ჰიპომაგნიემია

მსუბუქი. მაგნიუმის სულფატის ხსნარი გამოიყენება პარენტერალურად, თუ  მაგნიუმის პრეპარატების მიღების პერორალური მეთოდი შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია (გულისრევის, ღებინების, კუჭში შეწოვის დარღვევის გამო და ა.შ.). სადღეღამისო დოზაა 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ).

ეს დოზა შეიყვანება ერთჯერადად ან 2-3 შეყვანაზე.

მძიმესაწყისი დოზა 5 გ (20 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) ინტრავენურად ნელა 1 ლიტრ ინფუზიურ ხსნარში (0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5%-იანი დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი). დოზირება ხდება სისხლის შრატში მაგნიუმის იონების შემცველობის შესაბამისად.

ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია არტერიული წნევის, გულის ფუნქციის, მყესების რეფლექსების, თირკმელების ფუნქციისა და სუნთქვის სიხშირის მონიტორინგი. თუ საჭიროა კალციუმისა და მაგნიუმის მარილების ერთდროულად შყვანა, პრეპარატები უნდა იქნან შეყვანილი სხვადასხვა ვენებში.

დეფიციტური მდგომარეობების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხლილის გამოჩენა, რომ თავიდან იქნას აცილებული მაგნიუმის თირკმელებით ექსკრეციის შესაძლებლობის გადაჭარბება და ჰიპერმაგნიემიის განვითარება.

პროფილაქტიკურიგამოყენებაპარენტერალურიკვებისდროს

მოზრდილებში გამოყენებული შემანარჩუნებელი დოზა მერყეობს 1 გ-დან 3 გ-მდე (4-12 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) დღეში.

ჩვილებისა და ბავშვებისათვის შემანარჩუნებელი დოზის დიაპაზონია 0,25 გ-დან 1,25 გ-მდე (1-5 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) დღეში.   

გულისრითმისდარღვევა: 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) 5 წუთის განმავლობაში. შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა.   

პაროქსიზმულიწინაგულოვანიტაქიკარდიის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი ზომები არაეფექტურია და არ აღინიშნება მიოკარდიუმის დაზიანება. ჩვეულებრივი დოზაა 3-4 გ (12-16 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) შეიყვანება ინტრავენურად ნელა, განსაკუთრებული სიფრთხილით.

ბარიუმითმოწამვლისშემთხვევაში პრეპარატის ჩვეულებრივი დოზაა 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) ინტრავენურად.

როგორცანტიდოტი, მაგნიუმის სულფატი გამოიყენება ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ტეტრაეთილტყვიით მოწამვლისას, 5 მლ ხსნარი ინტრავენურად ნაკადურად.

ტოკოლიზი: საწყისი დოზა 4 გ (16 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) ინტრავენურად, შემდეგ 1-2 გ/სთ.

ეპილეფსიასთან, გლომერულონეფრიტთან დაკავშირებული კრუნჩხვების კუპირებისათვის მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 1 გ (4 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ), კუნთებში ან ინტრავენურად.

ჰიპერტონულიკრიზების დროს ინტრავენურად შეჰყავთ (ნელა, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში!) 1-5 გ (5-20 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ).

არითმიებისკუპირებისათვის ინტრავენურად შეჰყავთ 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ამისათვის 10 მლ ხსნარი უნდა განზავდეს 200 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში ან კალიუმის მაპოლარიზირებელ ნარევში. შესაძლებელია განნმეორებითი შეყვანა.

პრეეკლამფსიადაეკლამფსია. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, კლინიკური სიტუაციის შესაბამისად. გაჯერების დოზაა 2-4 გ (8-16 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) 5-20 წუთის შემდეგ (ინფუზია). შემანარჩუნებელი დოზაა 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) საათში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30-40 გ მაგნიუმის სულფატს. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში - არაუმეტეს 20 გ მაგნიუმის სულფატი 48 საათში.

გვიანიტოქსიკოზის, პრეეკლამფსიისადაეკლამფსიისმკურნალობისდროს პრეპარატი შეიყვანება რიჩარდის სქემის შესაბამისად: საწყისად 4,0 გ (16 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) ინტრავენურად ნელა 3-4 წუთის განმავლობაში, 4 საათის შემდეგ მეორდება ინტრავენურად შეყვანა იმავე დოზით და დამატებით შეყავთ 5,0 გ (20 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ). შემდგომ მაგნიუმის სულფატის კუნთში შეყვანა მეორდება 4 საათში ერთხელ 4,0-5,0გ დოზით (16-20 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ). რიჩარდის სქემის ნაცვლად შეიძლება 5,0 გ მაგნიუმის სულფატის ინტრავენურად წვეთოვნად შეყვანა  (20 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) 400 მლ 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5%-იან გლუკოზის ხსნარში სიჩქარით 9-25 მგ/წთ (15-40 წვეთი/წთ). პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის მკურნალობის დროს ეფექტური კრუნჩხვის-საწინააღმდეგო მოქმედება მიიღწევა  შრატში მაგნიუმის 1,6–3,3 მმოლ/ლ დონეზე. შრატში მაგნიუმის დონე 2,64 მმოლ/ლ ითვლება ოპტიმალურად კრუნჩხვითი შეტევების კონტროლისათვის.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30-40 გ მაგნიუმის სულფატს. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში - არაუმეტეს 20 გრ მაგნიუმის სულფატი 48 საათის განმავლობაში.

საშვილოსნოსტეტანია. გაჯერების დოზა - 4 გ (16 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) 20 წუთის შემდეგ (ინფუზია). შემანარჩუნებელი დოზაა თავდაპირველად 1-2 გ (4-8 მლ ინტრავენურად და კუნთში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) საათში, შემდეგ - 1 გ (4 მლ ინტრავენურად და კუნთებში შესაყვანი ხსნარი 250 მგ/მლ) საათში, (შესაძლებელია წვეთოვნად შეყვანა 24-72 საათის განმავლობაში).

გამოყენებაბავშვებში

ჰიპომაგნიემიისმკურნალობადაპროფილაქტიკა

ახალშობილები: სადღეღამისო დოზაა - 50-100 მგ/კგ (0,2-4 მლ/კგ) ინტრავენურად და კუნთში.

ბავშვები: 25-50 მგ/კგ მაგნიუმის სულფატი კუნთში ან ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 2000 მგ.

ინტრავენური შეყვანისათვის ბავშვებში და ჩვილებში რეკომენდებულია მაგნიუმის სულფატის 10 მგ /მლ ხსნარის გამოყენება. ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად 1 საათის განმავლობაში.

მძიმე შემთხვევებში, შეიძლება დოზის ნახევარის შეყვანა პირველი 15-20 წუთის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ბავშვებში ინტრავენურად მაგნიუმის სულფატის ხსნარის 30 მგ/მლ გამოყენება.

ბავშვებში კუნთში ინექციისთვის რეკომენდებულია 200 მგ/მლ კონცენტრაციამდე (20 %-იანი ხსნარი) განზავებული ხსნარის გამოყენება.

გამოყენებახანდაზმულპაციენტებში

მაგნიუმის სულფატის დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში განისაზღვრება მათი თირკმლის ფუნქციის დარღვების ხარისხის შესაბამისად.

 გვერდითიმოქმედება

 - ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა;

-ალები, ოფლიანობა;

- ჰიპოტენზია, სისუსტე, თავის ტკივილი;

- ღრმა სედაცია, მყესების რეფლექსების დათრგუნვა;

- ქოშინი;

 - გულისრევა, ღებინება;

- პოლიურია.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან

ერთდროულად გამოყენებისას აძლიერებს ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა საშუალებების მოქმედებას (ალკოჰოლი, ფსიქოტროპული, საძილე, პარკინსონის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები). ბარბიტურატებთან, ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ჰიპოტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის ალბათობა ძლიერდება.

საგულე გლიკოზიდები აძლიერებს გამტარებლობის დარღვევებისა და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარების რისკს, მაგნიუმის სულფატთან ერთად გამოყენებისას.

ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს, ნიფედიპინს და მიორელაქსანტებს შეუძლიათ გააძლიერონ მაგნიუმის მარილებით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა.

ინტრავენურად კალციუმის მარილების შეყვანა ასუსტებს მაგნიუმის სულფატის ეფექტს.   მაგნიუმის სულფატის ერთდროულად შეყვანისას სხვა ვაზოდილატორებთან, მათი ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება.

ფარმაცევტულად შეუთავსებადია (წარმოქმნის ნალექს) კალციუმის პრეპარატებთან, ალკოჰოლთან (მაღალ კონცენტრაციებზე), კარბონატებთან, ბიკარბონატებთან და ტუტე ლითონების ფოსფატებთან, დარიშხანმჟავას მარილებთან, ბარიუმთან, სტრონციუმთან, კლინდამიცინის ფოსფატთან ჰიდროკორტიზონის სუცინატთან, პოლიმიქსინის B სულფატთან, პროკაინთან, სალიცილატებთან და ტარტრატებთან.

იფრთხილისზომები

მაგნიუმის სულფატი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული, რომ არ წარმოიქმნას პრეპარატის ტოქსიკური კონცენტრაცია.

ხანდაზმულპაციენტებში, როგორც წესი, უნდა გამოიყენონ შემცირებული დოზა, რადგანაც მათ დაქვეითებული აქვთ თირკმელების ფუნქცია.

პაციენტებმათირკმელებისფუნქციისდარღვევით (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე მეტი) და ოლიგურიით არ უნდა მიიღონ 20 გ-ზე მეტი მაგნიუმის სულფატი (81 მმოლი Mg 2+) 48 საათის განმავლობაში, მაგნიუმის სულფატი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ძალიან სწრაფად. რეკომენდებულია გაკონტროლდეს მაგნიუმის იონების კონცენტრაცია სისხლის შრატში (არ უნდა იყოს 0,8-1,2  მმოლ/ლ-ზე მეტი), დიურეზი (არანაკლებ 100 მლ/სთ), სუნთქვის სიხშირე (არანაკლებ 16/წთ), არტერიული წნევა, აუცილებელია მყესების რეფლექსების კონტროლი.

მაგნიუმის სულფატის შეყვანისას აუცილებელია ინტრავენური შეყვანისთვის მომზადებული კალციუმის ხსნარის, მაგალითად, კალციუმის გლუკონატის 10% -იანი ხსნარის ქონა.

მაგნიუმის  სულფატის გამოყენებისას შესაძლებელია რადიოლოგიური კვლევების არასწორი შედეგების მიღება, სადაც გამოიყენება ტექნეციუმი.

ხანგრძლივიგამოყენებისას  საჭიროა ცენტრალური ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი, არტერიული წნევის, გულის ფუნქციის, მყესების რეფლექსების, სუნთქვის სიხშირის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

კალციუმისადამაგნიუმისსულფატისპრეპარატებისერთდროულად შეყვამის აუცილებლობისას ისინი უნდა იქნან შეყვანილი სხვადასხვა ვენაში.

პლაზმაშიმაგნიუმისდონისლაბორატორიულიკონტროლისას უნდა გათვალისწინებული იქნას, რომ მაგნიუმის დონის ნორმალური მაჩვენებლები პლაზმაში არ გამორიცხავს მის დეფიციტს ქსოვილებში, რადგანაც მაგნიუმის კონცენტრაცია პლაზმაში და მისი დონე უჯრედშორის სითხეში ყოველთვის არ არის ურთიერთდაკავშირებული.

გამოყენება პედიატრიაში

შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით პრეპარატის გამოყენება ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელს მყესების რეფლექსებისა და პლაზმაში მაგნიუმის კონცენტრაციის კონტროლის ქვეშ.

გამოყენებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში

ორსულობის დროს მაგნიუმის სულფატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. თუმცა, ეკლამპსიის ნიშნების მქონე პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში შესაძლებელია მაგნიუმის სულფატის შეყვანა ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რადგანაც ეს შეიძლება საფრთხე უქმნიდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს.  ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული 5-7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ორსულ ქალებში ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკისთვის, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დონის დაქვეითება და ახალშობილებში ჩონჩხის სისტემის ცვლილებები.

ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედებაავტოტრანსპორტისა და სხვამექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა განსაკუთრებულია სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის მართვისას  სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობებით დაკავებისას, რომლებიც საჭიროებენ  ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

დოზის გადაჭარბება

ინტოქსიკაციის კლასიკურ ადრეულ ნიშანს პლაზმაში მაგნიუმის დონის 2,0-3,5 მმოლ/ლ-მდე მომატებისას წარმოადგენს ღრმა მყესების რეფლექსების (მუხლის) დაქვეითება. პლაზმაში მაგნიუმის დონის 3.5-5.0 მმოლ/ლ-ის მიღწევისას გამოჩნდება PQ ინტერვალის გახანგრძლივება. მაგნიუმის დონეზე 4-5 მმოლ/ლ მყესის ღრმა რეფლექსები ქრება, ვითარდება გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ჰიპერჰიდროზი, დიპლოპია,  ჩნდება ლუღლუღით  მეტყველება. მაგნიუმის 5.0-7.5 მმოლ/ლ დონეზე ვითარდება სუნთქვის დათრგუნვა და გულის გამტარებლობის დარღვევა. მაგნიუმის 12,5 მმოლ/ლ დონეზე აღინიშნება გულის გაჩერება და ცენტრალური ნერვული სისტემის ღრმა დათრგუნვა.

დახმარებისზომები. სპეციფიკური ანტიდოტის - კალციუმის მარილების შეყვანა (კალციუმის ქლორიდი ან გლუკონატი) ინტრავენურად 100-200 მგ იონიზებულ კალციუმზე  გადაანგარიშებით 5-10 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ანტიდოტის შეყვანა მეორდება. მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში გამოიყენება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, პერიტონეალური დიალიზი ან ჰემოდიალიზი. ტარდება სიმპტომური თერაპია (ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორები, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის საკორექციო საშუალებები).

შეფუთვა

5 მლ მინის ამპულაში.

10 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. (#10).

შენახვისპირობები

სინათლისგან დაცულ  ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობისვადა

3 წელი. სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდანგაცემისპირობები

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი: II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაციამწარმოებლისშესახებ

ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა“, ბელორუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ბორისოვი,  ჩაპაევის ქ. # 64, ტელ/ფაქსი +375 (177) 735612, 731156.