ფეროგრინი პლუსი 8მლ #10ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფეროგრინ პლიუსი 8მლ 10 ფლაკონი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. რკინის პრეპარატები პოლივიტამინებთან ერთად.
შემადგენლობა:
ფლაკონში არსებული სითხე შეიცავს მცენარეებისა და ბოსტნეულის ექსტრაქტს:
ვაშლი 1,4გრ, ისპანახი 300მგ, გარგარი 72მგ, წიწმატი 72მგ, სტაფილო 18მგ, ჭარხალი 10მგ, ჭინჭარი 10მგ, ასკილი71,4მგ.
თავსახურში მოთავსებული ფხვნილი შეიცავს:
• ვიტ.ჩ-50მგ
• ვიტ.B12-1,3მკგ
• ლიპოსომური რკინა -რკინის პიროფოსფატის შემცველობით-11მგ
• მანგანუმი -2,3მგ
• ფოლიუმის მჟავა-180მკგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლიპოსომური ტექნოლოგიით შექმნილი საშუალება სტრუქტურულად წარმოადგენს:
ლიპოქოატედ-ეს არის მეთოდი, რომლის დახმარებითაც რკინა(III) პიროფოსფატი მოთავსებულია უჯრედის მემბრანის ანალოგიური ფოსფოლიპიდებიდან შექმნილ ლიპოსომურ გარსში. რკინის ორგანიზმზე მოქმედების დადებითი ეფექტები ლიპოსომური სტრუქტურის კაფსულაში სრულყოფილად ვლინდება. მაქსიმალურად ხდება რკინის შეწოვა და ეფექტი დგება სწრაფად. რკინის გადატანა ლიპიდური კაფსულით იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისაგან და საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას რკინის მცირე , მაგრამ სამკურანლო დოზა, რომელიც კაფსულის დაურღვევლად ტრანსპორტირდება უშუალოდ სამიზნე ორგანოში, სადაც ხდება რკინის სწრაფი გამოთავისუფლება.
ჩვენება:
• სხვადასხვა გენეზის ანემია
• ფეხმძიმობა, ლაქტაცია
• ხშირი ავადობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
• აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
• 0-3 წლამდე: ½-1 ფლაკონი დღეში.
• 3-10 წლამდე: 1 ფლაკონი დღეში.
• მოზრდილები: 2 ფლაკონი დღეში.
მოზრდილებში მიღება სასურველია დილით, უზმოზე
უსაფრთხოების ზომები:
ფეროგრინი პლუსი არ შეიცავს შაქარს, ქიმიურ კონსერვანტებსა და ალკოჰოლს.
იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენები არ არის.
აფთიაქიდან გაცემის რეჟმი:
III ჯგუფი ურეცეპტო
გამოშვების ფორმა:
8მლ ფლაკონი. №10










