ომკ-2 10მლ თვ.წვეთები
გააზიარე:
ომკ-2 თვალის წვეთები 10მლ
შემადგენლობა
ციტიქოლინის ნატრიუმის მარილი 2%,
ჰიალურონის მჟავა 0.2%,
ვიტამინი B12 0.05%.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ციტიქოლინი წარმოადგენს ნეირონების მემბრანების ფოსფოლიპიდების სინთეზის ძირითად და ბუნებრივ ფაქტორს. იგი უზრუნველყოფს დაზიანებული ნერვული უჯრედების მემბრანის სტრუქტურულ განახლებას. ციტიქოლინი წარმოადგენს ე.წ.ზრდის ფაქტორს მხედველობის ნერვის ნერვული ბოჭკოებისათვის დეგენერაციული ოფთალმოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორიცაა გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკოს იშემია, ასევე ჰიპერტონულ დაავადებასთან დაკავშირებული თვალის ფსკერის ცვლილებები (ანგიოპათია, ანგიოსკლეროზი და რეტინოპათია).
პრეპარატი შეიცავს მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას, რომელიც მიღებულია ბიოსინთეზური გზით.
ჰიალურონისმჟავას გააჩნია მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები, რომლებიც განაპირობებს საცრემლე აპკის სტაბილურობის გაუმჯობესებას, ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს, ქმნის ხელსაყრელ გარემოს დაზიანებული რქოვანას და კონიუქტივას რეგენარაციისათვის. მუკოადჰეზიური თვისების გამო ზრდის აქტიური კომპონენტის კონტაქტის ხანგრძლივობას თვალის ქსოვილებთან.
ვიტამინი B12 უზრუნველყოფს რქოვანას ეპითელიუმის რეგენერაციას, მის დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, მხედველობის ფუნქციების შენაჩუნებას.
ჩვენებები
- გლაუკომა;
- ოპტიკური გლაუკომატოზური ნეირორეტინოპათია;
- მხედველობის ნერვის დისკის იშემია;
- ჰიპერტონულ დაავადებასთან დაკავშირებული თვალის ფსკერის ცვლილებები (ანგიოპათია, ანგიოსკლეროზი და რეტინოპათია);
- მაღალი ხარისხის მიოპია;
- ამბლიოპია;
- რეფრაქციული ოპერაციები.
გამოყენების წესი
1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
უსაფრთხოების ზომები
არ გამოიყენოთ თუ ფლაკონი დაზიანებულია.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეეხოთ თვალს საწვეთურით.
შესაძლოა ჩაწვეთების შემდეგ რამდენიმე წუთით მხედველობა გახდეს ბუნდოვანი. ამიტომ მხედველობის სრულად აღდგენამდე თავი შეიკავეთ ისეთი საქმიანობისაგან, რომელიც მოითხოვს ვიზუალურ კონტაქტს.
რეკომენდებულია 10-15 წუთიანი შუალედი სხვა თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე.
შენახვა და გამოყენება
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში
მწარმოებელი
Farmigea SPA, Italy.