
ეპიდი სპრეი 15მლ
გააზიარე:
ეპიდი სპრეი 15მლ
სავაჭროდასახელება: ეპიდ სპრეი.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. პერორალური კომბინირებული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება.
შემადგენლობა
თითოეული შესხურება შეიცავს:
პროპოლისი 0,52 მგ,
აცეროლა (ველური ალუბალი) 1,8 მგ,
ლიმონი 0,05 გ,
ბირკავა 0,5 გ.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
პროპოლისი ეპიდ სპრეი შეიცავს პროპოლისის ჰიდროდისპერგირებით მიღებულ დეპარაფინირებულ ექსტრაქტს. პროპოლისი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. იგი შეიცავს B1, B2, B6, A და E ვიტამინებს. ასევე მდიდარია მიკროელემენტებით: K, Ca, Fe, P, Na, Zn, Cu.
აცეროლას ანუ ველური ალუბალის ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით. მის შემადგენლობაში შედის: A და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე მიკროელემენტები: Ca,Fe და P. მას გააჩნია ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.
ლიმონი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტივირუსული მოქმედება. მისი შიგთავსი გამდიდრებულია გლუკოზით. ლიმონი შეიცავს ვიტამინებს: C, A, B1, B2, E, D, P და მიკროელემენტებს: Fe, Se, Se, Na, Mn, Mg, P.
ბირკავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შეიცავს: ინულინის სტეარინის მჟავას, პალმიტინის მჟავებსა და ვიტამინებს (A, B, C, P, E).
ჩვენება
ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ფარინგომიკოზი, სტომატიტი, პაროდონტიტი, გინგივიტი.
გამოყენებისწესიდადოზირებისრეჟიმი
1-2 შესხურება 3-4-ჯერ დღეში. კვების შემდეგ.
უსაფრთხოებისზომები
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ეპიდ სპრეი არ შეიცავს შაქარს, ალკოჰოლსა და კონსერვანტებს.
ორსულობადალაქტაცია: არ არის უკუნაჩვენები.
გამოშვებისფორმა
15 მლ ფლაკონი. ორალური სპრეი.
აფთიაქიდანგაცემისრეჟიმი
III ჯგუფი ურეცეპტო.