რაუნატინი 0.002გ #50ტ

რაუნატინი 0.002გ #50ტ

5.12 ლარი 4.35 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ზდოროვიე ხარკოვი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რაუვოლფიას ალკალოიდები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 64929
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

რაუნატინი-ზდოროვიე

შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს რაუვოლფიას ექსტრაქტს (რაუვოლფიას ალკალოიდების ჯამი) (ღებინების რაუვოლფიას ფესვის ექსტრაქტი მშრალი (31-33: 1) (ექსტრაგენტი: მეთანოლი)) 2 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გრანულირებული შაქარი; სიმინდის სახამებელი; გლუკოზა, მონოჰიდრატი; კალციუმის სტეარატი; სტეარინის მჟავა; მინერალური ზეთი; მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი; ტიტანის დიოქსიდი (E 171); პოვიდონი; ტალკი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო; ფუტკრის ცვილი; საღებავი სიკოვიტი Green Z2755, რომელიც შეიცავს ქინოლინის ყვითელს (E 104) და დაპატენტებულ V ლურჯს (E 131).

სამკურნალო ფორმა. გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია მწვანე ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით. ტაბლეტების ზედაპირზე დასაშვებია წინწკლების არსებობა. განივ განაკვეთზე მოჩანს სამი შრე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიჰიპერტენზული საშუალებები. ანტიადრენერგული საშუალებები მოქმედების ცენტრალური მექანიზმით. რაუოლფიას ალკალოიდები. ATX კოდი С02А А04.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი შეიცავს ალკალოიდების ნაკრებს გველის რაუვოლფიას ფესვებიდან ან ქენდირისებრთა ოჯახის პირსასაქმებელი რაუვოლფიის ფესვების ქერქიდან. ალკალოიდები წარმოდგენილია რეზერპინის, სერპენტინის, აიმალინის სახით. ალკალოიდების საერთო შემცველობა - არანაკლებ 90%.

რაუნატინს აქვს ჰიპოტენზური ეფექტი, რომელიც განპირობებულია ბიოგენური მონოამინების შემცირებით (ნორადრენალინი, დოფამინი, სეროტონინი) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) (კორტიკო-ჰიპოთალამურ სტრუქტურებში, განსაკუთრებით ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილში). მედიატორის დეპონირების პროცესების დარღვევის გზით პერიფერიული ადრენერგული ნერვული დაბოლოვებების პრესინაფსური მემბრანის ვეზიკულებში, სისხლძარღვთა კედელში, თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვან შრეში, პრეპარატი ბლოკავს ადრენერგულ გადაცემას, რაც იწვევს არტერიული წნევის თანდათანობით დაწევას. რეზერპინისგან განსხვავებით, პრეპარატის ჰიპოტენზური ეფექტი უფრო ნელა ვითარდება, მაგრამ თავისი გამოხატულებით მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება რეზერპინს. პრეპარატის თავისებურებას თირკმლებში გლომერული ფილტრაციის გაძლიერება წარმოადგენს,

რაც ზრდის სისხლმიმოქცევას თირკმლებში.

პრეპარატი ასევე აქვს ანტიარითმიული მოქმედება და დამამშვიდობებელი ზეგავლენა ცნს-ზე. რეზერპინთან შედარებით პრეპარატის სედაციური მოქმედება ნაკლებად გამოხატულია.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი თანდათანობით ვითარდება გამოყენების დაწყებიდან მე-10-14 დღეს და ნარჩუნდება 2-3 თვის განმავლობაში.

რიგ შემთხვევებში რაუნატინს უკეთესი ამტანობა აქვს, ვიდრე რეზერპინს.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის ალკალოიდები კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; Cmax სისხლში აღინიშნება მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ. სისხლის ცილებთან კავშირი - 40-50%. T1/2 - 50-170 სთ; მეტაბოლიზდება ნაწლავებსა და ღვიძლში, გამოიყოფა ძირითადად განავლით, ასევე შარდთან ერთად.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. მსუბუქი და საშუალო ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია.

უკუჩვენებები .

მომატებული მგრძნობელობა რაუვოლფიას ალკალოიდების მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, გულის ორგანული დაზიანებები, ბრადიკარდია, აორტალური მანკები, გამოხატული ცერებრული ატეროსკლეროზი, დეპრესია, ეპილეპსია, პარკინსონიზმი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, წყლულოვანი კოლიტი, ნეფროსკლეროზი, ბრონქული ასთმა, ფეოქრომოციტომა, ელექტროკონვულსიური თერაპია (პრეპარატი უნდა მოიხსნას სულ მცირე 7 დღით ადრე ელექტროკონვულსიური თერაპიის ჩატარებამდე).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია აგზნების და ჰიპერტენზიის განვითარება. რაუნატინის ანტიჰიპერტენზული მოქმედება ძლიერდება სხვა ანტიჰიპერტენზულ საშულებებთან ერთდროული გამოყენებისას (თიაზიდური დიურეზული საშუალებები, β-ადრენობლოკატორები, აგფ-ის ინჰიბიტორები, კალციუმის იონების ანტაგონისტები). აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) ალკოჰოლის, ბარბიტურატების, ანტიდეპრესანტების დამთრგუნველ მოქმედებას. დიგიტალისის პრეპარატებმა ან ქინიდინმა რაუნატინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება არითმია გამოიწვიონ. ამცირებს ანტიპარკინსონული და სიმპატომიმეტური საშუალებების ეფექტურობას.

გამოყენების თავისებურებები . პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს ტკივილი გულის არეში.

გეგმიური ოპერაციული ჩარევების წინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს რამოდენიმე დღით ადრე ოპერაციამდე. საერთო ნარკოზით სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც გამოიყენებენ რაუნატინს, აუცილებელია ატროპინით პრემედიკაცია.

პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ელექტროიმპულსური თერაპიის

სეანსის წინ.

რაუვოლფიას ალკალოიდები ზრდიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას და სეკრეციას, რის გამოც საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ პრეპარატი გამოიყენება ანამნეზში წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.

ასევე სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი დაუძლურებულ და ხანდაზმულ პაციენტებში; თირკმლის უკმარისობის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, არითმიის დროს, პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი.

თუ პაციენტს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა დაუდგინდა, პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში . პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან ალკალოიდი რეზერპინი გაივლის პლაცენტას და გადადის დედის რძეში. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ზეგავლენის უნარი რეაქციების სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი რეაქციების უნარის დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რის გამოც პრეპარატით მკურნალობის კურსის დროს საჭიროა თავის არიდება პოტენციურად სახიფათო ქმედებებისაგან, რომლებიც მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს მოითხოვს.

გამოყენების წესი და დოზები. რაუნატინი ინიშნება მოზრდილებში პერორალურად ჭამის შემდეგ. პირველ დღეს საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 1 ტაბლეტს ღამით, მე-2 დღეს - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მე-3 დღეს - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, შემდეგ საერთო დოზა იზრდება 4-6 ტაბლეტამდე დღეში. სტაბილური თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ (როგორც წესი, 10-14 დღის შემდეგ) პრეპარატის დოზას თანდათან ამცირებენ 1-2 ტაბლეტამდე დღეში. მკურნალობის კურსი - 3-4 კვირა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენებების მიხედვით პრეპარატს იღებენ ხანგრძლივად შემანარჩუნებელი დოზით (1 ტაბლეტი დღეში).

ბავშვები .

მონაცემები პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.

ჭარბი დოზირება .

სიმპტომები: ოფლიანობა, საერთო სისუსტე და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. მძიმე შემთხვევებში ეიფორიის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ ვითარდება ძილიანობა, ჰიპოდინამია, მძიმე დეპრესია (რომელიც შეიძლება სუიციდის მიზეზი გახდეს), გამოხატული პარკინსონიზმის მოვლენები, გონების დაკარგვა, კომა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოთერმია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. ნაჩვენებია ფორსირებული დიურეზი. არტერიული წნევის გამოხატული შემცირებისას, კოლაფსის დროს პაციენტი დააწვინეთ პაციენტი და ზემოთ აუწიეთ ფეხები; აუცილებლობისას ნაჩვენებია რეოპოლიგლუკინის ან მეზატონის ინტრავენური შეყვანა ანგიოტენზინამიდის ან 2 % ნორადრენალინის ჰიდროტარტრატის ხსნარის დამატებით. ადრენომიმეტური საშუალებები დიდი სიფრთხილით ინიშნება ფილტვების შეშუპების განვითარების რისკის გამო. კანქვეშ შეჰყავთ ნატრიუმის 10% კოფეინ-ბენზოატის ხსნარი. სუნთვის მკვეთრი დათრგუნვა ან სუნთქვის შეჩერება მოითხოვს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოწოვას, ინტუბაციას და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარებას, ოქსიგენოთერაპიას.

სპეციფიკური ანტიდოტები რაუნატინით და რაუვოლფიას შემცველი სხვა პრეპარატებით მოწამლვისას არ არსებობს.

გვერდითი რეაქციები . პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ზოგჯერ შესაძლებელია:

გულ-სისხლძარღვთასისტემისმხრივ: შეშუპებები, წამოხურებები, ბრადიკარდია, სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია ტკივილის გაძლიერება გულის არეში; ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სტენოკარდიის შეტევების

სიხშირის გაზრდა.

ნერვულისისტემისმხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ოფლიანობა, დეპრესია, ზოგადი სისუსტე; ხანგრძლივი გამოყენებისას - კოშმარული სიზმრები, პარკინსონიზმის სიმპტომების განვითარება.

მხედველობისორგანოსმხრივ: მიოზი.

საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის

ტკივილი, მადის მომატება ან შემცირება, ნერწყვდენა, პირის სიმშრალე, კუჭის წვენის

სეკრეციის გაზრდა.

ჰეპატობილიარულისისტემისმხრივ: მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

შარდსასქესოსისტემისმხრივ: დიზურია, იმპოტენცია.

ენდოკრინულისისტემისდანივთიერებათაცვლისმხრივ: ლიბიდოს დაქვეითება,

ნატრიუმის შეკავება, პროლაქტინის სეკრეციის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია, სარძევე ჰირკვლების გაჯირჯვება, სხეულის მასის მომატება.

ალერგიულირეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.

სისხლმბადისისტემისმხრივ: თრომბოციტოპენური პურპურა.

გვერდითი მოვლენები გაივლიან დოზის შემცირებისას ან პრეპარატის გამოყენების ხანმოკლე (1-3 დღე) შესვენების შემდეგ.

ვარგისობის ვადა . 3 წელი.

შენახვის პირობები . ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა . ტაბლეტები №50 ბლისტერში, რომლებიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი . შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი მოქმედების განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ. № 22.

ბოლო გადახედვის თარიღი.