აქვალორი ყელის ალოე გვირ125მლ

აქვალორი ყელის ალოე გვირ125მლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 64854
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

აქვალორიყელის მინიალოე ვერა და რომაული გვირილით

აქვალორიყელისალოე ვერა და რომაული გვირილით

საირიგაციოდა ყელის სავლები საშუალებაბავშვებისა და მოზრდილებისათვის

ძირითადი მახასიათებლები

აღწერა

საირიგაციო და ყელის სავლები საშუალებაა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

აქვალორიყელის მინიალოე ვერა და რომაული გვირილით" 50მლ,

აქვალორიყელისალოე ვერა და რომაული გვირილით125მლ, 150მლ - აეროზოლია ლითონის ბალონში, რომელიც აღჭურვილია ანატომიური გამფრქვევი მოწყობილობით. ჭურჭლის შიგთავსი  წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო სითხეს გვირილის სუნით, მარილის გემოთი. იგი შეიცავს ზღვის წყლის სტერილურ ხსნარს (100 მლ შეიცავს 70-77 მლ ნატურალურ ზღვის წყალს), NaCl ჰიპერტონული კონცენტრაციით და ალოე ვერას (0,025% ხსნარი) და რომაული გვირილის (0,025% ხსნარი) ექსტრაქტებს.

ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ოსმოსური წნევის სხვაობის შედეგად, უჯრედშორისი სივრციდან ჭარბი სითხის მოცილების გზით, ამცირებს პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ალოე ვერას და რომაული გვირილის ექსტრაქტებს  ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და აღმდგენი ეფექტი გააჩნია.

არ შეიცავს კონსერვანტებს. არ არის სამკურნალო პროდუქტი.

განკუთვნილია 6 თვიდან ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.

ტექნიკური სპეციფიკაცია

ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლები

პარამეტრის დასახელება

აღწერილობა

 

პროდუქტის მოწყობილობის აღწერა

აეროზოლი მოთვსებულია ლითონის ბალონში წნევის ქვეშ. ბალონის შიგნით სპეციალური ცალმხრივი სარქველია, ოთხფენიანი პაკეტის შიგთავსით,  რომელიც ინარჩუნებს შიგთავსის სტერილურობას გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხელს უშლის შიგთავსის უკან გადინებას და ატმოსფერული ჰაერის შეღწევას პაკეტში.

ავსების მოცულობა

50მლ, 125მლ, 150მლ

შიგთავსისი მახასიათებლები

გამჭვირვალე უფერო სითხე გვირილის მსუბუქი სუნით, მარილის გემოთი; წარმოადგენს ზღვის წყლის სტერილურ ხსნარს (100 მლ შეიცავს 70-77 მლ ნატურალურ ზღვის წყალს), NaCl-ს ჰიპერტონული კონცენტრაციით და ალოე ვერას და რომაული  გვირილის ექსტრაქტებით.

შიგთავსის შემადგენლობა

ნატურალური ზღვის წყალი, გასუთავებული წყალი, ალოე ვერას ექსტრაქტი (0,025% ხსნარი), გვირილის ექსტრაქტი (0,025% ხსნარი).

 

pH

6,6-8,5

NaCl შემცველობა

19 – 23 გ/ლ

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას 50С–250С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამედიცინო მოწყობილობის დანიშნულება

საირიგაციო და ყელის სავლები საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის -  აქვალორი ყელის მინი ალოე ვერა და რომაული გვირილით დააქვალორიყელისალოე ვერა და რომაული გვირილით, გამოიყენება პირის ღრუს და ყელის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული) პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის, პირის ღრუსა და ყელის ქირურგიული ჩარევის შემდეგი მდგომარეობებისას.

პროდუქტი ასევე გამოიყენება ყელის დასატენიანებლად და პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან პათოლოგიური ნადების მოსაცილებლად; სასარგებლო გავლენა გააჩნია  პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე, ხელს უწყობს პირის ღრუსა და ყელის დისკომფორტის და სიმშრალის შემცირებას.

პროდუქტის  პირის ღრუსა და ყელში გამოვლების შემდეგ, იზრდება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე დატანილი წამლების თერაპიული ეფექტურობა, მცირდება რესპირატორული დაავადებების ხანგრძლივობა.

გამოყენების პირობები

ინდივიდუალური გამოყენებისთვის და გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

გამოყენების ჩვენებები

*პირის ღრუს და ყელის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული):

- მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი;

- მწვავე ტონზილიტი (ანგინა);

- ქრონიკული ტონზილიტი;

- ლარინგიტი;

- სტომატიტი;

- გინგივიტი;

- პაროდონტიტი.

* რესპირატორული ინფექციების (გრიპი, SARS და სხვ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;

* პირის ღრუსა და ყელის ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენებები

• ინდივიდუალური აუტანლობა ბალონის შიგთავსის კომპონენტების მიმართ.

სპეციალური მითითებები

• ორსულობა და ლაქტაცია არ არის უკუჩვენება.

• გადაყლაპვა უსაფრთხოა!

გამოყენების  წესი

-  გამფრქვევი მოათავსეთ ბალონზე;

- გამფრქვევი მიმართეთ ანთებით ადგილას, გააფრქვიეთ და ჩაატარეთ გამორეცხვითი პროცედურა რამდენიმე წამის განმავლობაში;

- გამორეცხვის პროცედურის დასრულების შემდეგ, სასურველია 30-40 წუთის განმავლობაში ჭამისგან თავის შეკავება;

-  პროცედურა გაიმეორეთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ.

სანიტარული ინსტრუქციები

სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებამდე გამფრქვევი დაამუშავეთ მდუღარე წყლით ან ეთილის სპირტის ხსნარით.

შეფუთვა და ეტიკეტირება

ლითონის ბალონი, ყელის გამფრქვევით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ბალონზე მითითებულია

- მწარმოებლის სახელი და მისამართი, ქვეყანა;

- პროდუქტის დასახელება რუსულ და ინგლისურ ენებზე;

- პროდუქტის დანიშნულება;

- გამოყენების წესი;

- განსაკუთრებული მითითებები;

- შენახვის პირობები;

- სტერილობის აღნიშვნა;

- სერია;

- ვარგისობის ვადა;

- აფთიაქებიდან გაცემის პირობები;

- რეგისტრაციის მოწმობის ნომერი

კოლოფზე მითითებულია

- მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ქვეყანა;

- პროდუქტის დასახელება რუსულ და ინგლისურ ენებზე;

- პროდუქტის დანიშნულება;

- გამოყენების წესი;

- განსაკუთრებული მითითებები;

- შენახვის პირობები;

- სტერილობის აღნიშვნა;

- სერია;

- წარმოების თარიღი;

- ვარგისობის ვადა;

- აფთიაქებიდან გაცემის პირობები;

- რეგისტრაციის მოწმობის ნომერი;

- საჩივრების მიღების მისამართი

შენახვის, ტრანსპორტირების წესი

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

ინახება მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას 50C-250C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

საირიგაციო და ყელის სავლები საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის აქვალორი ყელის მინი ალოე ვერა და რომაული გვირილით და აქვალორი ყელის ალოე ვერა და რომაული გვირილით ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით დახურული მანქანებით, მოქმედი წესების შესაბამისად. ამ ტიპის ტრანსპორტირება ხდება 10C-400C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი, გარანტიები

საირიგაციო და ყელის სავლები საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის აქვალორი ყელის მინი ალოე ვერა და რომაული გვირილით 50მლ  და აქვალორი ყელის ალოე ვერა და რომაული გვირილით 125 მლ, 150 მლ მწარმოებელი Aurena Laboratories AB, შვედეთი/ Laboratories AB, Fjarrviksvagen 22, 653 50 Karlstad, შვედეთი.

სამედიცინო პროდუქტის ხარისხი და Aurena Laboratories AB, შვედეთის საწარმოო ობიექტები აკმაყოფილებს ხარისხის ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რაც დასტურდება ISO 13485:2012 სერტიფიკატით და პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციაში.

მწარმოებელი იძლევა გარანტიას პროდუქტის ხარისხზე მთელი შენახვის ვადის განმავლობაში.

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:

სს "NIZHFARM", რუსეთი, 603950, ნიჟნი ნოვგოროდი,

GSP-459, ქ. საგლანსკაია, 7,

ტელ: +7 (831) 278-80-88; ფაქსი: + 7 (831) 430-72-28.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)