ნატალსიდი 250მგ #10რექ/სუპოზ.

ნატალსიდი 250მგ #10რექ/სუპოზ.

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ალგინატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 64850
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია

ნატალსიდი®

რეგისტრაციის ნომერი:

სავაჭრო დასახელება:

ნატალსიდი®

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:ნატრიუმის ალგინატი

წამლის ფორმა:რექტალური სუპოზიტორიები

შემადგენლობა:

ერთი სუპოზიტორია შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება:

ნატრიუმის ალგინატი (ნატრიუმის ალგინატი) – 250 მგ;

დამხმარე საშუალებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლი (მარკა H 15, W 35), სუპოსირი (მარკა NA 15, NAS 50).

აღწერა: ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები თეთრი ფერის ყავისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი, ან ღია ნაცრისფერი ყავისფერი ელფერით, დასაშვებია სუპოზიტორიის ზედაპირზე ნადების წარმოქმნა და გასაყოფზე ჰაეროვანი წნელები და ძაბრისებური ღრმულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰემოსტაზური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ათქ კოდი: B02BC.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - ნატრიუმის ალგინატი - ბუნებრივი პოლისაქარიდი, რომელიც მიიღება წაბლა ზღვის წყალმცენარეებისგან. ახდენს გამოხატულ ჰემოსტატიკურ, ანთების საწინააღმდეგო და რეპარაციულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

აღწერილი არ არის.

გამოყენების ჩვენებები

ქრონიკული ანალური ნახეთქები ეპითელიზაციის სტადიაზე, ქრონიკული სისხლმდენი ჰემოროი, პროქტოსიგმოიდიტი და ანთებითი მოვლენები სწორ ნაწლავში პოსტოპერაციულ პერიოდში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატი ნატალსიდი® უკუნაჩვენები არ არის ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზები

რექტალურად. გამოყენების წინ სუპოზიტორიები უნდა ამოიღოთ კონტურული შეფუთვიდან.

სუპოზიტორია შეიყვანება სწორ ნაწლავში ნაწლავების ნებაყოფლობით დაცლის ან გამწმენდი ოყნის შემდეგ.

მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-ჯერ.

პრეპარატ ნატალსიდით® მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს.

გვერდითი მოქმედება

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

თუ ინსტრუქციაში მითითებული რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა სხვა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან არ აღინიშნა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები 250 მგ.

5 სუპოზიტორია პოლიეთილენით ლამინირებული პოლივინილქლორიდის ფირიან კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

ორი კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი           

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

603950, ქ. ნიჟნი-ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ. 7

ტელ: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

ელ-ფოსტა: med.stada@ru