პანკლავი 875მგ/125მგ #14ტ

პანკლავი 875მგ/125მგ #14ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამოქსიცილინი+კლავულანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 64800
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პანკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #14

გენერიული დასახელება: ამოქსიცილინი+კლავულანი

მწარმოებელი ქვეყანა: სერბეთი

მწარმოებელი: ჰემოფარმი

გაცემის რეჟიმი: რეცეპტული

პანკლავი, გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა: 875 მგ ამოქსიცილინი, 125 მგ კლავულანის მჟავა.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდალური სილიკონის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი E171.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი - ნახევრად სინთეზური პენიცილინი და ბეტა ლაქტამაზას ინჰიბიტორი.

ჩვენებები: ზემო სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების, ქვემო სასუნთქი გზების, საშარდე გზების, გინეკოლოგიური, ძვალ-სახსროვანი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების, სანაღვლე გზების, სქესობრივი გზით გადამდები და პირის ღრუს ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად კვების დროს, დაუღეჭავად და საკმარისი ოდენობით წყლის მიყოლებით. მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები, 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასით: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს: თითო 250მგ.125 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში თითო 500მგ.125 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში. კლავულანის მჟავას მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებში შეადგენს 600 მგ, ბავშვებისთვის 10 მგ სხეულის წონის კგ-ზე. ამოქსიცილინის მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებისთვის - 6გ, ბავშვებისთვის 45 მგ სხეულის მასის კგ-ზე. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-14 დღე, რასაც განსაზღვრავს ექიმი. თირკმლის უკმარისობის დროს უნდა მოხდეს დოზის კორექცია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სტომატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი. ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი, იშვიათად - მრავლობითი ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრა. სხვა: კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადება, თანდართული მეორადი ინფექცია, პროთრომბინის დროის მოამტება, ვაგინიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ცეფალოსპორინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ანტაციდები, გლუკოზამინი, შარდმდენები, ამინოგლიკოზიდები - ამცირებენ პრეპარატის შეწოვას. ასკორბინის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი - პანკლავის ეფექტის გაძლიერება. მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფონამიდები - საწინააღმდეგო ეფექტი. პრეპარატი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მონიტორინგს. ამცირებს შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების ეფექტს. შარდმდენები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - ზრდიან ამოქსიცილინის კონცენტრაციას სისხლში. ალოპურინოლთან მატულობს კანზე გამონაყრის განვითარების რისკი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები: ორსულობა, ძუძუთი კვება, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მათ შორის პენიცილინის მიღებასთან დაკავშირებული კოლიტი, ქრონიკული თირკმლის უკმარისობა. კურსობრივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი. მხედველობაშია მისაღები არსებული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექცია, რაც საჭიროებს ანტიმიკრობული მკურნალობის ცვლილებას. მკურნალობის პროცესში შესაძლოა აღინიშნოს შარდში გლუკოზის არსებობაზე ცრუ დადებითი შედეგი.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, აგზნება, უძილობა, იშვიათად - გულყრა, სითხისა და ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა. მკურნალობა: სიმპტომური. ეფექტურია ჰემოდიალიზი.

ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში. საჭიროებისას, მედიკამენტის მიღების შემთხვევაში წყდება ძუძუთი კვება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები ამოტვიფრული ინიციალებით „A“ და „K“ ცალ მხარეს და ჩანაჭდევით მეორე მხარეს. 14 ტაბლეტი მოთავსებულია მუქი შუშის ბოთლში, პლასტიკური სილიკონის გელიანი თავსახურით და პირველი გახსნის კონტროლით. თითო ბოთლი თანდართულ ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი: ჰემოფარმ ა.დ. სერბეთი. 26300 გ.ვრშაც, ბეოგრადსკი პუტ ბბ, სერბეთი. ტელ: 13803100, ფაქსი: 13803424.