ოქტამარის სიროფი 100მლ

ოქტამარის სიროფი 100მლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეგა-3+გინკო+ვიტამინები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 64718
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოქტამარის სიროფი

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ (2 მზომი კოვზი) შეიცავს:
თევზის ქონი ---- 0.2 გ
ომეგა - 3 (ცხიმოვანი მჟავები ) ----- 120 მგ
ვიტამინი C ----- 35 მგ
თუთია ---- 10 მგ
ნიკოტინამიდი ---- 18 მგ
ვიტამინი E ---- 3 მგ
ვიტამინ A ----- 1.2 მგ
ვიტამინი D3 ----- 10 მგ
ვიტამინ B2 ---- 1,7 მგ
ვიტამინი B1 ---- 1.4 მგ
ვიტამინი B6 ----- 0.7 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქტამარის სიროფი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თევზის ქონის მომწოდებელია კანადური კომპანია - Ocean Nutrition Canada Limited (ONC), რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ზღვის პროდუქტების წამყვან უმსხვილეს მიმწოდებელს მსოფლიო ბაზარზე. Mმისი პროდუქცია სრულებით აკმაყოფილებს GMP სტანდარტს. კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ქონი დიდი რაოდენობით შეიცავს მაღალი ხარისხის ომეგა-3-ს,რომელიც აკმაყოფილებს FFDA სტანდარტებს.
ომეგა-3 წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს(დოკოზაგექსაენური და ეიკოზაპენტაენური მჟავები), რომელიც აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ამცირებენ სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკს.
ომეგა-3 შეიცავს მეტად სასარგებლო კომბინაციას იმ ნივთიერებებისა, რომლებიც წარმოადგენენ ბადურისა და ნერვული უჯრედის მემბრანის საშენ მასალას. შესაბამისად, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის ჩამოყალიბებაში.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის – კერძოდ, აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას და შესაბამისად, უზრუნველყოფენ მთლიანად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ომეგა-3 ავლენს რა ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას - აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებაში.
გარდა ამისა ომეგა-3 აუმჯობესებს თავის ტვინში სეროტონინის ცვლას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ორგანიზმის შრომისუნარიანობას და მეხსიერებას.
B ჯგუფის ვიტამინების გარეშე წარმოუდგენელია ნერვული ქსოვილის ფორმირების პროცესი. ეს ნივთიერებები შეუცვლელ როლს ასრულებენ თავის ტვინის ისეთი უმაღლესი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში, როგორიცაა: მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება და ა.შ
ვიტამინი D არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, შესაბამისად აუცილებელია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისთვის.
ვიტამინი A აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის, ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებაში.
ვიტამინი C ასტიმულირებს მადას და ამაღლებს იმუნიტეტს,უზრუნველყობს ჯანსაღი კბილებისა და პირის ღრუს ლორწოვანის ჩამოყალიბებას
ვიტამინი E წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცების პროცესში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური აგენტების მიმართ,ხელს უწყობს აზროვნებას,წარმოადგენს ორგანიზმის სქესობრივი განვითარებისათვის უცილებელ ელემენტს.
ჩვენებები
• ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა
• მეხსიერების დაქვეითება
• თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა
• გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
• მხედველობის ფუნქციის დაქვეითება
• სხვადასხვა გენეზის ანემია
• რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადების შემდეგ
• ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
• ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა
• ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი
• რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა :
ოქტამარი სიროფი 100 მლ ბოთლი მზომი კოვზით (5 მლ)
გამოყენების წესი და დოზები :
ოქტამარი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დღეში ერთხელ.
წლამდე ასაკის ბავშვები ----- 2.5 მლ ( 1/2 მზომი კოვზი )
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები ----- 5 მლ ( 1 მზომი კოვზი )
ბავშვებში 4 წლის ასაკიდან ----- 10 მლ ( 2 მზომი კოვზი )
მწარმოებელი : Keymen,, თურქეთი Rich R