კლაირა #28ტ
გააზიარე:
ჩანართი-ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
კლაირა®, 2 მგ + 2 მგ и 3 მგ + 2 მგ და 1 მგ და 3 მგ, აპკიანი გარსით დაფარული აბების ნაკრები
მოქმედი ნივთიერებები: დიენოგესტი, მიკრო; ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან მასში მოყვანილია თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები.
- შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატი პირადად თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია მათთვის ზიანის მიყენება, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
- თუ რაიმე არასასურველი რეაქციები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი კლაირა® და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კლაირა®-ს გამოყენებამდე
3. პრეპარატი კლაირა®-ს მიღება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატი კლაირა®-ს შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
1. რას წარმოადგენს პრეპარატი კლაირა® და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კლაირა® — ეს არის ჰორმონალური კონტრაცეპტიული პრეპარატი, რომელიც შეიცავს დიენოგესტის, მიკროს; ესტრადიოლის ვალერატის, მიკრო 20-ს მოქმედ ნივთიერებათა კომბინაციას, განკუთვნილია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისთვის.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი კლაირა® ნაჩვენებია როგორც პერორალური კონტრაცეფცია ქალებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგ.
პრეპარატი კლაირა® ნაჩვენებია ჭარბი და/ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის სამკურნალოდ (რომელიც არ არის გამოწვეული საშვილოსნოს რაიმე ხილული/აშკარა დაავადებით, ანუ არ ვლინდება გამოკვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებისას, მაგალითად ულტრაბგერითი კვლევისას) ქალებში, რომელთაც სურთ პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
კლაირა®-ს ტაბლეტების ნაკრებში შედის 2 მუქი ყვითელ ტაბლეტი, 5 ვარდისფერ ტაბლეტი, 17 ღია ყვითელი ტაბლეტი, 2 წითელი ტაბლეტი და 2 თეთრი ტაბლეტი (სულ 28 ტაბლეტი). ფერადი გარსით დაფარული 26 ტაბლეტიდან თითოეული შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ქალის სასქესო ჰორმონებს, ან ესტრადიოლის ვალერატს ან ესტრადიოლის ვალერატს დიენოგესტთან ერთად. 2 თეთრი ტაბლეტიდან თითოეული შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს; ამ ტაბლეტებში ჰორმონები არ არის.
ვინაიდან კონტრაცეპტულ პრეპარატ კლაირა®-ს შემადგელობაში შედის ორი განსხვავებული ჰორმონი, იგი მიეკუთვნება ე.წ. «კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს».
პრეპარატ კლაირა ® მოქმედების მეთოდი
პრეპარატი კლაირა®-ს კონტრაცეპტული ეფექტი ვლინდება ურთიერთშემავსებელი მექანიზმების მეშვეობით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის ჩახშობა (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა); საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის მატება, რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს შიდა შრე) ცვლილებები, რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (ენდომეტრიუმზე მიმაგრებას).
ქალებში, რომლებიც პრეპარატ კლაირა®-ს იღებენ, მცირდება მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის მტკივნეულობა და ინტენსივობა, რის შედეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის რისკი.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღებამდე
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი კლაირა ® , თუ :
გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება. თუ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დაწყებამდე. მან შეიძლება გირჩიოთ სხვა ტიპის აბების მიღება ან არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების სრულიად განსხვავებული მეთოდი (არაჰორმონალურის ჩათვლით).
- გაქვთ ალერგია პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებზე ან ნებისმიერ სხვა კომპონენტებზე (ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში);
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ვენური თრომბოზი (ვენაში თრომბის წარმოქმნა) ან თრომბოემბოლია (სისხლძარღვის დაცობა მოწყვეტილი თრომბით), მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია (ფილტვის არტერიის დაცობა მოწყვეტილი თრომბით);
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) არტერიული თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა) ან თრომბოემბოლია , მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი; ან დაავადებები, რომლებიც შეიძლება ინსულტის ან ინფარქტის წინამორბედები იყოს (ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან სტენოკარდია (ძლიერი ტკივილი მკერდში), შესაბამისად);
- გაქვთ სისხლის შემადედებელი სისტემის მემკვიდრეობითი ან შეძენილი დარღვევები (მაგალითად, რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ჰიპერჰომოცისტეინემია, ანტითრომბინ III დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები კარდიოლიპინის მიმართ, მგლურას ანტიკოაგულანტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენური ან არტერიული თრომბოზი (იხ. ქვეკარი «პრეპარატი კლაირა® და თრომბოზი»);
- გაქვთ ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის გაჩენის მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის (იხ. ქვეკარი «პრეპარატი კლაირა® და თრომბოზი») ან ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორის არსებობის გამო, როგორიცაა:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების გართულებებით;
- უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია (ანუ არ იღებთ თქვენი მაღალი წნევის სათანადო მკურნალობას);
- მძიმე დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ დაგეგმილია ან ცოტა ხნის წინ გქონდათ მოცულობითი ოპერაციული ჩარევა ხანგრძლივი უმოძრაობით ან გაქვთ ფართო ტრავმა (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირში ჩასვეს ან არტაშანი დაადეს);
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) შაკიკი (ე.წ. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით, როგორიცაა მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან გაშეშება სხეულის რომელიმე ნაწილში);
- გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება (შესაძლო სიმპტომებია: კანის გაყვითლება ან მთელი სხეულის ქავილი) ან ოდესმე გქონიათ ასეთი დაავადება და ღვიძლის პრობლემები დარჩა;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე ;
- გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) ჰორმონზე დამოკიდებული კიბო (მათ შორის სარძევე ჯირკვლის ან სასქესო ორგანოების კიბო) ან მასზე ეჭვი;
- გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა საშოდან ;
- ორსულად ხართ ან ეჭვობთ ამის შესაძლებლობაზე;
- ძუძუთი კვებავთ;
- გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი, გლუკოზის და/ან გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.
თუ ზემოთ ჩამოთვლი სიმპტომებიდან რომელიმე პირველად გაგიჩნდათ პრეპარატ კლაირა®-ს მიღებისას, შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან .
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კლაირა®-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ კლაირა®-ს მიღებისას და თქვენს ექიმთან რეგულარული შემოწმების გავლა. პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან , თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე შეიძლება გამოიყენოს თქვენს მიმართ ან თუ რომელიმე ეს მდგომარეობა წარმოიქმნა ან გაუარესდება პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დროს:
- ეწევით;
- გაქვთ ჭარბი წონა;
- გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- გაწუხებთ შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე, როგორიცაა მხედველობის, მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან გაშეშება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
- გაქვთ გულის სარქვლის დაავადება ან გულის რითმის დარღვევა;
- გეგმავთ ან ახლახან გაიკეთეთ ოპერაცია ხანგრძლივი უმოძრაობის პერიოდის გარეშე;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება);
- გაქვთ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლის დაავადებას);
- გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება);
- გაწუხებთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
- გაქვთ თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
- გაქვთ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (სისხლის ცხიმების);
- ადრე ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების მიღებისას პირველად წარმოიქმნებოდა ან უარესდებოდა ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება, რაც გამოიხატება კანის სიყვითლესა და ყავისფერ ლაქებში, ქავილში), ქოლელითიაზი (ქვები ნაღვლის ბუშტში), სმენის დაქვეითება, პორფირია (პიგმენტური მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევა), ჰერპესი ორსულობის დროს ან სიდენჰემის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება);
- ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ.
პრეპარატი კლაირა ® და თრომბოზი
თრომბოზი არის სისხლის კოლტით (თრომბით) სისხლძარღვის (არტერიის ან ვენის) დაცობა.
თრომბოზი ზოგჯერ ჩნდება ფეხების ღრმა ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი). სისხლძარღვის კედლიდან მოწყვეტილი თრომბები სისხლის ნაკადით გადაიტანება მთელ ორგანიზმში და «იჭედება» უფრო წვრილ სისხლძარღვებში მათში სისხლის დინების დაბლოკვით – ამას ეწოდება ვენური თრომბოემბოლია. ისეთ შემთხვევაში, როდესაც თრომბი ახშობს სისხლძარღვებს ფილტვებში, ხდება ეგრეთ წოდებული «ფილტვის ემბოლია». ძალიან იშვიათად თრომბები ხვდება გულის სისხლძარღვებში და ამის შედეგად ჩნდება მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოემბოლია იწვევს ინსულტს.
თრომბოზი და ვენური თრომბოემბოლია აუცილებლად არ წარმოიქმნება კონტრაცეპტული აბების გამოყენების გამო. მაგალითად, ამ დაავადებების რისკი ასევე იზრდება ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ.
თრომბოზი ყოველთვის არ არის სრულად განკურნებადი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ხანგრძლივი სერიოზული შედეგები, ძალიან იშვიათ – ლეტალური შემთხვევები (შემთხვევების 1-2%-ში). მნიშვნელოვანია გვახსოვდეს , რომ პრეპარატ კლაირა ® -ს გამოყენებისას საშიში თრომბოზების განვითარების საერთო რისკი დაბალია .
ვენური და არტერიული თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარების რისკი იზრდება მათში, ვინც პირველად იწყებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას ან განაახლა ამ პრეპარატების მიღება შესვენების შემდეგ (4 კვირა და მეტი). ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მაქსიმალურია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველ წელს, განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში.
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ისეთ პროგესტინებს, როგორიცაა ლევონორგესტრელი, ნორგესტიმატი ან ნორეთისტერონი, დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალ რისკთან. პრეპარატ კლაირა®-ს შეიძლება ჰქონდეს ვენური თრომბოემბოლიის ანალოგიური რისკი.
მთლიანობაში, ვენური თრომბოემბოლიის რისკი უფრო მაღალია ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ. ამის მუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ თრომბოზის და თრომბოემბოლიის რისკი ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ესტროგენის დაბალი დოზის მქონე პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა კლაირა®.
ძალზე იშვიათ შემთხვევებში, თრომბები შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელების, ტვინის ან თვალების ჩათვლით.
უნდა შეწყვიტოთ აბების მიღება და დაუყოვნებლივ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, თუშეამჩნევთთრომბოზის, თრომბოემბოლიის, ინსულტის, სისხლძარღვთა გამტარიანობის დარღვევის ანმიოკარდიუმისინფარქტისშესაძლონიშნებს, მაგალითად: მთელი ფეხის ან ფეხის ვენის გასწვრივ შეშუპება; ტკივილი ან დისკომფორტი ფეხში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ან სიარულის დროს; ტემპერატურის ლოკალური მატება, ფეხის კანის სიწითლე ან შეფერილობის ცვლილება; გაძნელებული ან გახშირებული სუნთქვა; უეცარი ხველა, მათ შორის სისხლიანი ნახველის ამოღებით; მწვავე ტკივილი მკერდის უკან, ზურგში, ყბაზე, მარცხენა ხელზე გავრცელებით; შფოთვის გრძნობა; ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა; გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა; უეცარი სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნებისმიერ ნაწილში; მეტყველების და გაგების პრობლემები; მხედველობის უეცარი ცალმხრივი ან ორმხრივი დაკარგვა; სიარულის უეცარი დარღვევა; უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე; მუცლის ძლიერი ტკივილი; ცივი ოფლი; გულისრევა; ღებინება.
ვენებში ან არტერიებში თრომბების წარმოქმნის, ვენური თრომბოემბოლიის ან ინსულტის გაჩენის რისკი იზრდება :
- ასაკთან ერთად;
- თუ ეწევით (სიგარეტის რაოდენობის ზრდასთან ან თქვენი ასაკის მატებასთან ერთად, რისკი იზრდება, განსაკუთრებით 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში);
- თუ გაქვთ ჭარბი წონა;
- თუ თქვენმა ერთ-ერთმა უახლოესმა ნათესავმა (მშობლები, ძმები, დები) 50 წელზე უფრო ნაკლებ ასაკში გადაიტანა თრომბოზი (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის თრომბოემბოლია (ფილტვის არტერიის დაცობა თრომბით), ინფარქტი, ინსულტი ან სხვა ტიპის თრომბოზი). თრომბოზისადმი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილების შემთხვევაში უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია პრეპარატ კლაირა®-ს მიღების შესაძლებლობასთან დაკვშირებით;
- თუ გაქვთ დისლიპოპროტეინემია (სისხლში ლიპიდების (ცხიმების) თანაფარდობის დარღვევა);
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ შაკიკი;
- თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება ან გულის რითმის დარღვევა;
- ფართო ოპერაციის, იმობილიზაციის ან სერიოზული ტრავმის შედეგად (მაგალითად, თუ თქვენი ფეხი ან ფეხები თაბაშირში ჩასვეს ან არტაშანი დაადეს). ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა ® - ს (თუ იგეგმება ოპერაცია, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) მიღება და არ განაახლოთ მისი მიღება ორი კვირის განმავლობაში, სანამ სრულად არ დადგებით ფეხზე. დროებითი უმოძრაობა (მაგალითად, საჰაერო მოგზაურობა ხანგრძლივობით 4 საათზე მეტი) ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით სხვა ადრე აღწერილი რისკ-ფაქტორების არსებობისას.
უშუალოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალები იმყოფებიან თრომბების წარმოქმნის მომატებული რისკის ზონაში. თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რამდენად მალე მშობიარობის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება.
ქალებში, რომლებსაც თანხვედრაში აქვთ რამდენიმე რისკ-ფაქტორი ან მკვეთრად გამოხატულია ერთ-ერთი მათგანი, გასათვალისწინებელია მათი ურთიერთგაძლიერების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში, თრომბის წარმოქმნის რისკის მატების დონე შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ასეთ შემთხვევაში ექიმი არ დაგინიშნავთ ტაბლეტებს დიენოგესტისა და ესტრადიოლ ვალერატის კომბინაციით.
პრეპარატი კლაირა®დასიმსივნეები
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ადამიანის პაპილომავირუსის ქრონიკული ინფექცია. პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან.
სარძევე ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იღებენ მათ, მაგრამ უცნობია დაკავშირებულია თუ არა ეს პრეპარატის მიღებასთან. მაგალითად, შესაძლებელია, რომ სიმსივნე უფრო ხშირად გამოვლინდეს ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, რადგან ასეთი ქალები უფრო ხშირად გადიან გამოკვლევას. ქალებში, რომლებიც ოდესმე იღებდნენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, ვლინდება სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ადრეული სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს მიუღია ისინი. სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის სიხშირე თანდათანობით მცირდება ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. მნიშვნელოვანია მკერდის რეგულარულად შემოწმება და თუ რაიმე სიმკვრივეს შეიგრძნობთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს .
იშვიათ შემთხვევებში პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, უფრო იშვიათად კი კიბო. ცალკეულ შემთხვევებში, ეს სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ შიდა სისხლდენას. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს , თუ გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი მუცლის ტკივილი .
სხვამდგომარეობები
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პირველად ვლინდება, მეორდება ან უარესდება პრეპარატ კლაირა®-ს დანიშვნამდე ან მისი მიღების დროს, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს , თუ :
- გაქვთ (ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა) ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტის წარმოქმნის რისკის მატება პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას);
- პრეპარატ კლაირა®-ს მიღების ფონზე აღინიშნება არტერიული წნევის მდგრადი მატება. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა ® - ს მიღება და მიმართოთ ექიმს , რომ მან დაგინიშნოთ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა. თქვენ შეძლებთ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, როდესაც მკურნალობის შედეგად მიღწეული იქნება არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები;
- ადრე ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების წინა გამოყენებისას წარმოიქმნებოდა შემდეგი მდგომარეობები: სიყვითლე და/ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან (ნაღვლის ნაკადის ბლოკირება); ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება), ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაქვეითება, რომელიც დაკავშირებულია ოტოსკლეროზთან;
- პრეპარატ კლაირა®-ს მიღების ფონზე აღინიშნება ენდოგენური დეპრესიის (ფსიქიკური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინში ცვლის პროცესების დარღვევებთან), ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ანთებითი დაავადება) მიმდინარეობის გაუარესება;
- მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (მაგალითად, ქუთუთოების, პირის, ყელის უეცარი შეშუპება და ა.შ.), ვინაიდან ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები;
- არის ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები, ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოს პრეპარატ კლაირა®-ს მიღება ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;
- ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივი, რომელიც პირველად განვითარდა წინა ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა ® - ს მიღება ;
- შაქრიანი დიაბეტი. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დროს. იშვიათ შემთხვევებში, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ინსულინრეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, თუმცა, როგორც წესი, საჭირო არ არის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (ეთინილესტრადიოლის <0.05 მგ);
- გაქვთ გულის ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, თქვენ უნდა იყო ზედმიწევნითი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ;
- გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია), განსაკუთრებით წინა ორსულობის დროს, თქვენ უნდა მოერიდოთ მზეზე დიდხან ყოფნას ან ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დროს.
გავლენა ლაბორატორიულტესტებზე
თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის ან სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ აბებს, რადგან ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლება იქონიოს ზოგიერთი ანალიზის შედეგებზე.
სამედიცინოშემოწმებებისგეგმაპრეპარატ კლაირა®-სმიღებამდედამიღების დროს
პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დაწყებამდე (ან განახლებამდე) ექიმს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია არსებული და გადატანილი დაავადებების შესახებ, ასევე ოჯახის წევრებში დაავადებების არსებობის შესახებ, გაიაროთ საფუძვლიანი ზოგადი სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა და ასევე დარწმუნდეთ, რომ არ ხარს ორსულად.
საკონტროლო შემოწმებები აუცილებელია ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.
უნდაგაითვალისწინოთ, რომპრეპარატიარიცავსაივინფექციისგან (შიდსი) დასქესობრივიგზითგადამდებისხვადაავადებებისგან!
ეფექტურობის შემცირება
პრეპარატ კლაირა®-ს ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს: თუ გამოტოვებთ ჰორმონალური აბების მიღებას, გაქვთ კუჭ-ნაწლავის დარღვევები ჰორმონალური აბების მიღების დროს ან წამლების ურთიერთქმედების შედეგად (იხ. ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი კლაირა®» და კარი 3 «პრეპარატ კლაირა®-ს მიღება»).
მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენისსიხშირედაგამოხატულობა
პრეპარატ კლაირა®-ს მიღების ფონზე, განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში, შეიძლება განვითარდეს მენსტრუალურის მსგავსი არარეგულარული სისხლდენა («მონასმის» ან «გარღვევის» სისხლდენა). თქვენ უნდა გამოიყენოთ ჰიგიენური საშუალებები და განაგრძოთ აბების მიღება ჩვეულებრივად. არარეგულარული სისხლდენა ჩვეულებრივ წყდება მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს (ჩვეულებრივ ტაბლეტების მიღებიდან 3 თვის შემდეგ). თუ სისხლდენა გაგრძელდა, გაძლიერდა ან ხელახლა დაიწყო, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
რეგულარულიმენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობა
თუ ყველა ტაბლეტს იღებდით სწორად, არ გქონდათ ღებინება ან დიარეა და არანაირ სხვა სამკურნალო საშუალებებს არ იღებდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორსულად იყოთ. გააგრძელეთ კლაირა®-ს მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამის მიუხედავად, პრეპარატ კლაირა®-ს მიღების რეჟიმის დაუცველობის ან ზედიზედ ორი სისხლდენის არარსებობისას (მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა შეფუთვის ბოლოს ან მომდევნო შეფუთვის დასაწყისში), უნდა მიმართოთ ექიმს. არ დაიწყოთ შემდეგი შეფუთვის მიღება, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ხართ ორსულად.
ბავშვები და მოზარდები
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 18 წლამდე მოზარდ გოგონებში არ არსებობს (დაწვრილებითი ინფორმაცია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენების მეთოდის შესახებ იხილეთ მე-3 კარში «პრეპარატ კლაირა®-სმიღება»).
სხვა პრეპარატები და პრეპარატი კლაირა ®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების მიღება. ასევე პრეპარატ კლაირა®-ს მიღების თაობაზე თქვენ უნდა აცნობოთ ნებისმიერ სხვა ექიმს, რომელიც რაიმე სამკურნალო საშუალებებს გინიშნავთ. მათ შეუძლიათ გაცნობონ კონტრაცეფციის დამატებითი ზომების გამოყენების საჭიროების შესახებ (როგორიცაა პრეზერვატივი) და თუ ამის საჭიროება არსებობს, – რა დროის განმალობაში უნდა გამოიყენოთ იგი, ან უნდა გაუქმდეს თუ არა თქვენთვის საჭირო სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება.
ზოგიერთსამკურნალო პრეპარატსშეუძლებაგავლენა იქონიოს პრეპარატ კლაირა®-ს შემცველობაზე სისხლში, შეამციროს მისი ეფექტურობა არასასურველიორსულობისთავიდანაცილებაში დაგამოიწვიოსმოულოდნელისისხლდენა.
მათ მიეკუთვნება:
- · სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შემდეგის მკურნალობისთვის:
- ეპილეფსიის (მაგალითად, პრიმიდონი, ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი);
- ტუბერკულოზის (მაგალითად, რიფამპიცინი);
- აივ და C ჰეპატიტის ვირუსის (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები და უკუ ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები);
- სოკოვანი ინფექციების (მაგალითად, გრიზეოფულვინი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- ბაქტერიული ინფექციების (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);
- გულის ზოგიერთი დაავადების, მაღალი წნევის (კალციუმის არხების ბლოკატორები, მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი; ბოსენტანი).
- · გახვრეტილი კრაზანას შემცველი პრეპარატები.
კლაირა®-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვასამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე , მაგალითად:
- · ციკლოსპორინის (იმუნოსუპრესანტი);
- · ლამოტრიჯინის (ეპილეფსიის მკურნალობა).
პრეპარატი კლაირა ® საკვებთან და სასმელთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი კლაირა® საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი მცირე რაოდენობით. არ მიიღოთ პრეპარატი კლაირა® გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ კლაირა®-ს მიღება უკუნაჩვენებია . თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ და ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
თუ ორსულობა გამოვლინდა პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ თქვენს ექიმს. თუ ორსულობას გეგმავთ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება ნებისმიერ დროს (იხილეთ აგრეთვე ქვეკარი «თუ გსურთ შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება» მე-3 კარში).
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა არ გამოავლინა განვითარების დეფექტების რისკის მატება იმ ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სასქესო ჰორმონებს ორსულობამდე ან იღებდნენ სასქესო ჰორმონებს გაუფრთხილებლობით ორსულობის ადრეულ ვადებზე.
ძუძუთიკვება
პრეპარატ კლაირა®-სმიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ როდის იქნება შესაძლებელი პრეპარატის მიღების დაწყება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვისა და საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეებით დაკავების უნარზე, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და რეაქციის სისწრაფეს მოითხოვენ.
პრეპარატ კლაირა ® შეიცავს ლაქტოზას
თუ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრების მიმართ, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
3. პრეპარატ კლაირა ® -ს მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი კლაირა® თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა :
თითო ტაბლეტი დღეში თანმიმდევრულად 28 დღის განმავლობაში.
მიღების წესი და ( ან ) მეთოდი
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად შეფუთვაზე მითითებული თანმიმდევრობით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, დაღეჭვის გარეშე, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.
«გაუქმების» სისხლდენა ჩვეულებრივ იწყება კალენდარული შეფუთვის ბოლო ტაბლეტების მიღებისას (მეორე წითელი ტაბლეტის ან თეთრი ტაბლეტების) და შეიძლება არ დასრულდეს შემდეგი კალენდარული შეფუთვიდან ტაბლეტის მიღების დაწყებამდე. ზოგიერთ ქალში სისხლდენა გრძელდება ახალი კალენდარული შეფუთვიდან პირველი ტაბლეტების მიღების შემდეგაც კი.
დაიწყეთ შემდეგი შეფუთვის მიღება შესვენების გარეშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე დღესვე, როგორც კი დაასრულებთ მიმდინარე შეფუთვის მიღებას, მაშინაც კი, თუ სისხლდენა არ შეჩერებულა. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოთ კვირის იმავე დღეს, როგორც მიმდინარე შეფუთვის პირველი ტაბლეტი და რომ «გაუქმების» სისხლდენა უნდა მოხდეს ყოველი თვის ერთი და იმავე დღეს.
თუ თქვენ იყენებთ პრეპარატ კლაირა®-ს ამ რეკომენდაციების შესაბამისად, მაშინ თქვენ დაცული ხართ ორსულობისგან იმ 2 დღის განმავლობაშიც კი, როდესაც იღებთ არააქტიურ ტაბლეტებს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატი კლაირა® არ უნდა მიიღოთ მენოპაუზის დადგომის შემდეგ (ბოლო მენსტრუაცია სიცოცხლეში).
პაციენტები ღვიძლისფუნქციის დარღვევით
არ მიიღოთ პრეპარატი კლაირა®, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება, მანამდე სანამ თქვენი ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ ჩადგება ნორმაში (იხ. კარი 2, ქვეკარი «უკუჩვენებები »).
პაციენტებითირკმლისფუნქციისდარღვევით
პრეპარატი კლაირა® სპეციალურად არ შეისწავლებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. არსებული მონაცემები არ ვარაუდობს დოზირების რეჟიმის კორექტირებას ასეთ პაციენტებში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატი კლაირა® არ უნდა მიიღოთ, თუ ჯერ არ დაწყებულა მენსტრუაცია.
როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატ კლაირა®-სშეფუთვა
გასაშლელი შეფუთვა შეიცავს ტაბლეტების ბლისტერს და 7 თვითწებვად ზოლს, რომლებზეც აღნიშნულია კვირის დღეები მათი დასახელებით.
აირჩიეთ ზოლები, რომელიც იწყება აბების მიღების დაწყების დღიდან. მაგალითად, თუ აბების მიღებას ოთხშაბათს იწყებთ, გამოიყენეთ ზოლები, რომელიც იწყება «ოთხშ.»-ით. დააწებეთ ზოლი უშუალოდ ტაბლეტების ზემოთ, სადაც არის წარწერა «აქ დააწებეთ კალენდარი», ისე, რომ მიღების პირველი დღე აღმოჩნდეს ტაბლეტის ზემოთ აღნიშვნით «1». ამრიგად, თქვენ დაინახავთ, თუ კვირის რომელ დღეს უნდა მიიღოთ თითოეული აბი (აბების თითოეული სვეტის ზემოთ ასახულია კვირის შესაბამისი დღე). თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, მიგიღიათ თუ არა ტაბლეტი კონკრეტულ დღეს. მიჰყევით ისრის მიმართულებას გასაშლელ წიგნში, სანამ არ მიიღებთ ყველა 28 ტაბლეტს.
როდისუნდადაიწყოთტაბლეტებისმიღებაპირველიშეფუთვიდან?
- · თუწინათვეშიჰორმონალურიკონტრაცეპტივები არ მიგიღიათ
დაიწყეთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ თვიურის პირველ დღეს).
- · სხვაკომბინირებულიპერორალური კონტრაცეპტივებიდან, ვაგინალურირგოლიდანანტრანსდერმალურიპლასტირებიდანგადასვლისას
დაიწყეთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების წინა შეფუთვიდან ჰორმონების შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს. თუ თქვენი წინა შეფუთვა შეიცავს ტაბლეტებს ჰორმონების გარეშე, გაანადგურეთ ისინი და გააგრძელეთ პრეპარატ კლაირა®-ს პირველი შეფუთვის მიღება შესვენების გარეშე. ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაგინალური რგოლიდან ან პლასტირიდან გადასვლისას დაიწყეთ პრეპარატ კლაირა®-ს გამოყენება რგოლის ან პლასტირის მოცილების დღეს.
- · მხოლოდგესტაგენისშემცველიკონტრაცეპტივებიდან («მინი-პილი», საინექციოფორმები, იმპლანტატი) ანსაშვილოსნოსშიდათერაპიულისისტემიდანგადასვლისასგესტაგენისგამოთავისუფლებით
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ «მინი-პილი»-დან პრეპარატ კლაირა®-ზე ნებისმიერ დღეს (შესვენების გარეშე), იმპლანტატიდან ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან გესტაგენის გამოთავისუფლებით – მისი მოცილების დღეს, საინექციო ფორმიდან – იმ დღიდან, როდესაც უნდა გაკეთდეს შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში პრეპარატ კლაირა®-ს ტაბლეტების მიღების პირველი 9 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება (მაგალითად, პრეზერვატივი).
- · ორსულობისპირველტრიმესტრშიაბორტისშემდეგ
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ აბების მიღება დაუყოვნებლივ (აბორტის გაკეთების დღეს). ასეთ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.
- · მშობიარობისანმეორეტრიმესტრში ორსულობისშეწყვეტისშემდეგ (მათშორისთვითნებური)
პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ მშობიარობიდან 21-28-ე დღეს (ძუძუთი კვების არარსებობის შემთხვევაში) ან უშუალოდ მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტისთანავე (მათ შორის თვითნებური). თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყეთ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი ტაბლეტების მიღებიდან პირველი 9 დღის განმავლობაში.
თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა პრეპარატ კლაირა®-ს მიღების დაწყებამდე, ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად ან დაელოდოთ შემდეგ მენსტრუაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როდის უნდა დაიწყოთ პრეპარატის მიღება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ პრეპარატ კლაირა® ს აბები საჭიროზე მეტი ოდენობით
პრეპარატ კლაირა®-სდოზის გადაჭარბების სერიოზული მავნე შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, ღებინება. მოზარდ გოგონებში შეიძლება აღინიშნოს ვაგინალური სისხლდენა.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი კლაირა® საჭიროზე მეტი ოდენობით, ან აღმოაჩინეთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ტაბლეტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება
ციკლის იმ დღის მიხედვით, როდესაც გამოტოვეთ ერთი აბი, შეიძლება დაგჭირდეთ კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღება, მაგალითად, პრეზერვატივის. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ჰორმონების გარეშე 2 აბიდან (თეთრი აბები «გასაშლელი წიგნის» ბოლო რიგში) ნებისმიერის მიღება, მაინც დაცულები ხართ ორსულობისგან, რადგან ისინი არ შეიცავს რაიმე ჰორმონს. მაგრამ, გამოტოვებული აბები უნდა გადააგდოთ, შემთხვევით რომ არ გაახანგრძლივოთ ჰორმონების გარეშე აბების მიღების პერიოდი.
შემდეგი რეკომენდაციები ვრცელდება ფერად (ჰორმონების შემცველ) ტაბლეტებზე ( თქვენი «გასაშლელი წიგნის» ტაბლეტები 1-26 ):
თუ დააგვიანეთ აბების მიღება არაუმეტეს 12 საათით, ორსულობისგან დაცვა არ მცირდება. მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი ტაბლეტები მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
- · თუ დააგვიანეთ აბების მიღება 12 საათზე მეთი დროით, ორსულობისგან კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს . მიიღეთ ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი, გახსენებისთანავე, თუნდაც ეს ნიშნავდეს რომ თქვენ მოგიწევთ ერთდროულად 2 ტაბლეტის მიღება , მაგრამ არა მეტი .
მენსტრუალურის მსგავსი ციკლის დღიდან გამომდინარე, როდესაც გამოტოვეთ აბი (დაწვრილებით იხილეთ ცხრილი 1 და სქემა მოქმედების რეკომენდაციებით აბების გამოტოვების შემთხვევაში), თქვენ მოგიწევთ კონტრაცეპციის დამატებითი ზომების (მაგალითად, დაცვის ბარიერული მეთოდის, კერძოდ, პრეზერვატივის) გამოყენება შემდეგი რეკომენდაციების შესაბამისად:
ცხრილი 1. რეკომენდაციები 1 აბის გამოტოვების შემთხვევაში
|
დღე |
ფერი / ესტრადიოლის ვალერატის (ევ) და დიენოგესტის (დნგ) შემცველობა |
რეკომენდაციები, რომლებიც უნდა დაიცვათ, თუ გამოტოვებულია ერთი ტაბლეტი და გასული 12 საათზე მეტი დრო: |
|
1 – 2 |
მუქი ყვითელი ტაბლეტები |
- მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი – ჩვეულებრივ დროს (თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ მოგიწევთ 2 ტაბლეტის მიღება ერთ დღეში); - განაგრძეთ აბების მიღება ჩვეულებრივად; - კონტრაცეპციის დამატებითი ზომები მომდევნო 9 დღის განმავლობაში; |
|
3-7 |
ვარდისფერი ტაბლეტები |
|
|
8-17 |
ღია ყვითელი ტაბლეტები |
|
|
18-24 |
ღია ყვითელი ტაბლეტები |
- გადააგდეთ მიმდინარე კალენდარული შეფუთვა და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მიღება ახალი კალენდარული შეფუთვის პირველი ტაბლეტიდან; - განაგრძეთ აბების მიღება ჩვეულებრივად; - კონტრაცეპციის დამატებითი ზომები მომდევნო 9 დღის განმავლობაში; |
|
25-26 |
წითელი ტაბლეტები |
- მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი დაუყოვნებლივ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი – ჩვეულებრივ დროს (თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ მოგიწევთ 2 ტაბლეტის მიღება ერთ დღეში); - კონტრაცეპციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის; |
|
27-28 |
თეთრი ტაბლეტები (პლაცებო) |
- გადააგდეთ გამოტოვებული ტაბლეტი და განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად; - კონტრაცეპციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის. |
დასაშვებია დღეში არაუმეტეს 2 ტაბლეტის მიღება .
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაგავიწყდათ 1- ზე მეტი ტაბლეტის მიღება .
თუ დაგავიწყდათ ახალი კალენდარული შეფუთვის დაწყება ან გამოტოვეთ ერთი ან მეტი ტაბლეტი კალენდარული შეფუთვის მე-3-დან მე-9 დღის ჩათვლით, შესაძლოა უკვე ორსულად იყოთ (იმ შემთხვევაში, თუ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში). რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული (განსაკუთრებით დიენოგესტისა და ესტრადიოლის ვალერატის კომბინაციით მე-3 დღიდან 24-ე დღის ჩათვლით) და რაც უფრო ახლოს არის ეს ისეთი ტაბლეტების მიღებასთან, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს (თეთრი), მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
თუ გამოგიტოვებიათ აბების მიღება და შემდეგ კალენდარული შეფუთვის ბოლოს/ახალი კალენდარული შეფუთვის დასაწყისში მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა არ დაიწყო, უნდა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად (იხ. კარი 2, ქვეკარი «მორიგი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობა»).
მოხერხებულობისთვის, ეს ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგი სქემის სახით:
|
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს |
|
იყო თუ არა სქესობრივი კონტაქტი გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში? |
|
დიახ |
|
►დაუყოვნებლივ მიიღეთ გამოტოვებული აბი (ეს შეიძლება ნიშნავდეს 2 ტაბლეტის მიღებას ერთ დღეში) და გააგრძელეთ აბების მიღება ჩვეულებრივად ►გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები მომდევნო 9 დღის განმავლობაში |
|
► არ მიიღოთ გამოტოვებული ტაბლეტი ► დაუყოვნებლივ დაიწყეთ შემდეგი შეფუთვა ►გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები მომდევნო 9 დღის განმავლობაში |
|
►მიიღეთ გამოტოვებული აბი და მიიღეთ შემდეგი აბი ჩვეულებრივ დროს. გააგრძელეთ აბების მიღება ჩვეულებრივად (ეს შეიძლება ნიშნავდეს 2 ტაბლეტის მიღებას ერთ დღეში) ►დამატებითი კონტრაცეფცია საჭირო არ არის |
|
არა |
|
გამოტოვებულია მხოლოდ 1 აბი (გავიდა 12 საათზე მეტი ) |
|
►გადააგდეთ გამოტოვებული ტაბლეტი და განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად ►დამატებითი კონტრაცეფცია საჭირო არ არის |
|
დღეები 10-17 |
|
დღეები 18-24 |
|
დღეები 25-26 |
|
დღეები 27-28 |
|
დღეები 1-9 |
|
გამოტოვებულია 1 -ზე მეტი ფერადი აბი |
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა
თუ თქვენ გაქვთ ღებინება ან კუჭის ძლიერი აშლილობა ჰორმონის შემცველი 26 ფერადი ტაბლეტიდან ნებისმიერის მიღების შემდეგ, პრეპარატის შეწოვა შეიძლება იყოს არასრული. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში მოხდება ღებინება ან დიარეა, უნდა დაიცვათ რეკომენდაციები ტაბლეტების გამოტოვებასთან დაკავშირებით (იხ. ქვეკარი «თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება»). თუ არ გსურთ შეცვალოთ მიღების ჩვეულებრივი სქემა, იგივე ფერის დამატებითი ტაბლეტი უნდა მიიღოთ სხვა შეფუთვიდან. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ღებინება ან დიარეა ბოლო 2 თეთრი ტაბლეტის მიღებისას, რომლებიც არ შეიცავს ჰორმონებს, არ მოქმედებს კონტრაცეფციის საიმედოობაზე.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ კლაირა ® -ს მიღება
თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება ნებისმიერ დროს. თუ არ გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს საიმედო კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ. თუ გეგმავთ ორსულობას, უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ კლაირა®-ს მიღება, დაელოდოთ ბუნებრივ მენსტრუალურ სისხლდენას და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ დაორსულება. ეს დაგეხმარებათ უფრო ზუსტად გამოთვალოთ ორსულობის ვადა და მშობიარობის დრო.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატ კლაირა®-საც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უჩნდება.
იშვიათი, მაგრამ სერიოზული არასასურველი რეაქციებია არტერიული და ვენური თრომბოემბოლია და კიბო (იხილეთ ასევე მე-2 კარის ქვეკარები «პრეპარატი კლაირა® და თრომბოზი» და «პრეპარატ კლაირა® და სიმსივნეები»). თრომბოზის ან კიბოს შესაძლო ნიშნების წარმოქმნისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!
ქვემოთ მოცემულია შესაძლო არასასურველი რეაქციები მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით:
ხშირად
(შეიძლება გაუჩნდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
- თავის ტკივილი; ტკივილი ცხვირის სინუსების არეში
- მუცლის ტკივილი; შებერილობა; გულისრევა
- აკნე
- მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის არარსებობა, მეტრორაგია (არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა)
- მტკივნეული მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა
- დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დვრილების მტკივნეულობა, ტკივილი დვრილებში
- სხეულის წონის მატება
არახშირად
(შეიძლება გაუჩნდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
- სოკოვანი ინფექცია
- საშოს ინფექცია, დაუზუსტებელი
- კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (რძიანა საშოში)
- მადის მატება
- თავბრუსხვევა
- შაკიკი აურით/აურის გარეშე
- დეპრესია/ განწყობის დაქვეითება
- ლიბიდოს დაქვეითება (სექსუალური ლტოლვის დაქვეითება)
- ფსიქიკური აშლილობა
- განწყობის ცვალებადობა; აფექტური ლაბილობა (განწყობის ცვალებადობა)
- უძილობა
- არტერიული წნევის მატება
- «ალები»
- დიარეა
- ღებინება
- ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას («ღვიძლის» ფერმენტების) მომატებული აქტივობის მატება
- ალოპეცია (თმის ცვენა)
- ქავილი, მათ შორის, გენერალიზებული ქავილი და გამონაყარი ქავილით; გამონაყარი, მ.შ. ლაქოვანი გამონაყარი
- ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
- კუნთის სპაზმები
- სარძევე ჯირკვლების გადიდება; სარძევე ჯირკვლების დიფუზური გასქელება
- საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის დისპლაზია (პათოლოგიური უჯრედები საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე)
- საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენა
- დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს)
- ფიბროკისტოზური მასტოპათია (კეთილთვისებიანი ცვლილება სარძევე ჯირკვლებში)
- უხვი მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა
- კისტა საკვერცხეებში
- ტკივილი მენჯის არეში
- პრემენსტრუალურის მსგავსი სინდრომი
- საშვილოსნოს ლეიომიომა
- საშვილოსნოს კუნთების სპაზმი
- გამონადენი საშოდან; ვულვასა და საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
- სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა საშოდან, მ.შ. «მონასმის» მაგვარი გამონადენი
- გაღიზიანებადობა
- პერიფერიული შეშუპება
- სხეულის წონის დაკლება
- დაღლილობა
- არტერიული წნევის მომატება ან შემცირება
იშვიათად
(შეიძლება გაუჩნდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)
- კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია); თვალის ჰისტოპლაზმოზის სინდრომი (თვალის სოკოვანი ინფექცია)
- ორალური ჰერპესი
- სარტყლისებრი სირსველი
- შარდგამომყვანი გზების ინფექციები
- ბაქტერიული ვაგინიტი
- მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები
- ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების ზომის ზრდა)
- სითხის შეკავება
- ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობა)
- ყურადღების დარღვევა
- პარესთეზია (მგრძნობელობის დარღვევა)
- ვერტიგო (თავბრუსხვევა)
- აგრესიულობა
- მღელვარება; ნევროზულობა; შფოთვა
- დისფორია (დაქვეითებული გუნება-განწყობა აგრესიის აფეთქებისკენ მიდრეკილებით)
- მომატებული ლიბიდო
- ძილის დარღვევა; სტრესი
- კონტაქტური ლინზების მიმართ აუტანლობა; თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე
- ქუთუთოების შეშუპება
- მიოკარდიუმის ინფარქტი
- გულისცემის შეგრძნება
- სისხლდენა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან
- არტერიული წნევის დაქვეითება
- ტკივილი ვენების გასწვრივ; ვენური თრომბოემბოლია; არტერიული თრომბოემბოლია; ზედაპირული ვენების ფლებიტი (ანთება); თრომბოფლებიტი
- ბრონქული ასთმა; ქოშინი
- ცხვირიდან სისხლდენა
- ყაბზობა; დისპეფსია (კუჭის მოქმედების დარღვევა)
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის უკუ გადაადგილება საყლაპავში)
- პირის სიმშრალე
- ღვიძლის ფოკალური ნოდულარული ჰიპერპლაზია (კეროვანი წარმონაქმნი ღვიძლში)
- ქრონიკული ქოლეცისტიტი
- კანის ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტის და ჭინჭრის ციების ჩათვლით
- ქლოაზმა (კანის ჰიპერპიგმენტაცია)
- დერმატიტი; ნეიროდერმატიტი
- ჰირსუტიზმი (მამაკაცური ტიპის თმიანობა – ულვაში, წვერი)
- ჰიპერტრიქოზი (თმის გადაჭარბებული ზრდა)
- პიგმენტაციის დარღვევა
- სებორეა (კანის ანთებითი დაავადება კანის ცხიმის მომატებული გამოყოფის გამო)
- კანის დაზიანება, მათ შორის კანის ტურგორის დარღვევა (კანის სიმკვრივე და ელასტიურობა)
- ზურგის ტკივილი
- სიმძიმის შეგრძნება
- ყბის ტკივილი
- ტკივილი შარდგამომყვანი გზების არეში
- სარძევე ჯირკვალში კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, მათ შორის სარძევე ჯირკვლის კისტა
- სარძევე ჯირკვლის კიბო
- საშვილოსნოს ყელის პოლიპი
- სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს
- გალაქტორეა (რძის პათოლოგიური გამოყოფა სარძევე ჯირკვლების მიერ)
- მენსტრუალურის მსგავსი მწირი სისხლიანი გამონადენი
- მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენის შეფერება
- საკვერცხის კისტის გახეთქვა
- წვის შეგრძნება საშოში
- სუნი საშოდან
- ვულვოვაგინალური დისკომფორტი
- მკერდის ტკივილი
- შეუძლოდ ყოფნა
- ციებ-ცხელება
- პაპანიკოლაუს მეთოდით ციტოლოგიური გამოკვლევის პათოლოგიური შედეგები
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები, რომელთა გამოვლენის სიხშირე უცნობია ან სიმპტომების გამოვლენა დაგვიანებით იწყება, რომელთათვის გამოვლენილია კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივების ჯგუფთან კავშირი (იხილეთ აგრეთვე მე-2 კარში ქვეკარები «უკუჩვენებები», «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები»):
სიმსივნეები
ქალებში, რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ, ძალზე მცირედ არის მომატებული სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის სიხშირე. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, მისი წარმოქმნის შემთხვევების გაზრდილი რიცხვი უმნიშვნელოა მთლიანად სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის რისკთან შედარებით. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამტკიცებული არ არის (იხ. ქვეკარი «პრეპარატი კლაირა® და სიმსივნეები»)
- · ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი)
სხვამდგომარეობები
- · არტერიული და ვენური თრომბოზი და თრომბოემბოლიური გართულებები
კვანძოვანი ერითემა (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება მტკივნეული წითელი კვანძებით), მულტიფორმული ერითემა
- · გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან
- · ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ქალები (სისხლში ცხიმის შემცველობის მატება, რაც იწვევს პანკრეატიტის წარმოქმნის მომატებულ რისკს პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას)
- · მაღალი არტერიული წნევა
- · მდგომარეობები, რომლებიც ვითარდება ან უარესდება კომბინირებული კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგრამ მათი კავშირი არ არის დადასტურებული: სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზთან (ნაღვლის ნაკადის ბლოკირება); ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა; პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა); სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება); ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა); სიდენჰამის ქორეა (ნევროლოგიური დაავადება); ჰერპესი ორსულობის დროს; სმენის დაკარგვა, დაკავშირებული ოტოსკლეროზთან; ეპილეფსია
- · მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება (უეცარი შეშუპება, მაგალითად, ქუთუთოების, პირის, ყელის და ა.შ.). ესტროგენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები
- · ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
- · გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ცვლილებები (გლუკოზის სწორად ათვისების უნარის დაქვეითება) ან პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე მოქმედება (ინსულინის მოქმედებაზე ბიოლოგიური პასუხის დაქვეითება)
- · კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავის ანთებითი დაავადება)
- · ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე)
- · ჰიპერმგრძნობელობა (ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება)
ურთიერთქმედებები
პრეპარატ კლაირა®-ს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას შეუძლია მოულოდნელი სისხლდენის და/ან კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითების გამოწვევა (იხილეთ მე-2 კარში ქვეკარი «სხვა პრეპარატები და პრეპარატი კლაირა®»).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემების მიღებაში.
რუსეთისფედერაცია
მისამართი: 109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
https://roszdravnadzor.gov.ru
ყაზახეთისრესპუბლიკა
მისამართი: 010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»
ტელეფონი: + 7 7172 23 51 35
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო «ჯანდაცვაში ექსპერტიზების და გამოცდების ცენტრი»
ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 17 242 00 29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
5. პრეპარატ კლაირა ® - ს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მოთითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში (წყალსადენში). დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი კლაირა ® შეიცავს
მოქმედი ნივთიერებებია დიენოგესტი, მიკრო და ესტრადიოლის ვალერატი, მიკრო 20.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეულიმუქიყვითელიტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს, მიკრო 20 – 3,000 მგ.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი – რკინის ოქსიდი ყვითელი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეულივარდისფერიტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს, მიკრო 20 – 2000 მგ და დიენოგესტს, მიკრო – 2000 მგ.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი – რკინის ოქსიდი წითელი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეულიღიაყვითელიტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს, მიკრო 20 – 2000 მგ და დიენოგესტს, მიკრო – 3000 მგ.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი – რკინის ოქსიდი ყვითელი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეულიწითელიტაბლეტი შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს, მიკრო 20 – 1000 მგ.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი – რკინის ოქსიდი წითელი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეულითეთრიტაბლეტი შეიცავს სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს):
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
პრეპარატი კლაირა® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (იხ. კარი 2).
პრეპარატ კლაირა ® გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი
კლაირა®, აპკიანი გარსითდაფარულიმუქიყვითელიტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, მუქი ყვითელი ფერის, გრავირებით «DD» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
კლაირა®, აპკიანი გარსითდაფარულივარდისფერიტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, ვარდისფერი ფერის, გრავირებით «DJ» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
კლაირა®, აპკიანი გარსითდაფარულიღიაყვითელი ფერის ტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, ღია ყვითელი ფერის, გრავირებით «DН» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
კლაირა®, აპკიანი გარსითდაფარულიწითელიტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, წითელი ფერის, გრავირებით «DN» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
კლაირა®, აპკიანი გარსითდაფარულითეთრიტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარულიაპკიანი გარსით, თეთრი ფერის, გრავირებით «DТ» სწორ ექვსკუთხედში ერთ მხარეს.
პრეპარატი კლაირა® გამოიშვება:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ნაკრები 2 მგ + 2 მგ и 3 მგ + 2 მგ и 1 მგ და 3 მგ.
2 მუქი ყვითელი ტაბლეტი, 5 ვარდისფერი ტაბლეტი, 17 ღია ყვითელი ტაბლეტი, 2 წითელი ტაბლეტი და 2 თეთრი ტაბლეტი (სულ 28 ტაბლეტი) პვხ-აპკის და ალუმინის ფოლგის ერთ ბლისტერში.
1 ბლისტერი ჩაწებებულია მუყაოს გასაშლელ წიგნში. 1 ან 3 გასაშლელი წიგნი თვითწებვად მიღების კალენდართან და ჩანართ ფურცელთან ერთად ჩასმულია გამჭვირვალე აპკში. გამჭვირვალე აპკზე დაიტანება შეფუთვის სტიკერი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany
მწარმოებელი
ბაიერ ვაიმარ აგ გმბჰ და კო. კგ, დებერაინერშტრასე, 20, 99427 ვაიმარი, გერმანია
Bayer Weimar GmbH und Co. KG, Dobereinerstrasse 20, 99427 Weimar, Germany
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთისფედერაცია
სს «ბაიერი»
107113 მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2, რუსეთი
ტელ.: +7 495 231 12 00
ყაზახეთისრესპუბლიკა
შპა «ბაიერ კაზ»
050057 ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი
ტელ.: +7 727 258 80 40
ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ:
ბელარუსისრესპუბლიკა
220089 ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი 57, ოთახი 54, ბელარუსი
ტელ.: +375 17 239 54 20
ჩანართი ფურცელი გადამოწმებულია
ინფორმაციის სხვა წყაროები
დაწვრილებითი ცნობები ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებ-გვერდზე https://eec.eaeunion.org. ჩანართი ფურცელი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებსაიტზე.










